.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24


მე შენი სისხლის ერთი წვეთი ვარ 
და შენი ხორცის ერთი ფიორი 
და შენთან ერთად მეც ზედ გადამდის 
შენი არაგვი,შენი იორი. 

მე შენი ტაძრის ერთი კენჭი ვარ 
და შენი ციხის ერთი ქონგური 
და შენთან ერთად ჩემშიც წკრიალებს 
შენი ფანდური,შენი ჩონგური. 

ვარ შენი ცრემლის ერთი კურცხალი 
უნებურად რომ თვალზე მოგწყდება, 
მე შენი ტოტის ტოტის ტოტი ვარ, 
რომელიც,ვიცი,ერთ დროს მოტყდება. 

მე შენი გულის ერთი სიმი ვარ 
გასაჭირში რომ დაგიღონდები, 
ერთი სამარის ბორცვით მეტი ვარ... 
დაგენანები როცა მოვკვდები?! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 865| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ქვიშის საათით გაიზომა ჩემი ცხოვრება, 
ქვისის ბილიკზე დავაღამე დღე საზიზღარი 
და დილით ქვიშის მარცვალივით მიწვავდა თვალებს 
შიგ,უპეებში ჩარჩენილი ღამის სიზმარი. 

ცხოვრება თითქოს უდაბნოა მწველი,ურწყული 
დაოაზისი ქიმერაა-გრილი და მწვანე, 
მე ქვისის ბორცვზე ავიშენე ჩემი ტაძარი 
და მერე იქვე ყრუ შრიალით გარდავიცვალე. 

საკმაოდ დიდხანს,დიდხანს დუმდა ჩემი სამრეკლი, 
ქარი ავსებდა ცხელი ქვიშითდიდხანს ნაპრალებს, 
მე,შეიძლება,გულფიცხო ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 906| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ძოწისფრად ალეწილხარ...ქალო, მარტოსულო...
თვალებში ჩაგდგომია სიმშვიდის გაოცება,
ფრესკის წინ დამდგარი...ცრემლებით ლოცულობ...
ეგ შენი ღიმილი დარდმა რად მოცელა.
გიმზერ და...მგონია სამყარო ბობოქრობს...
და შენი სინაზეც ქარს მიაქვს აფრებად,
ო,ღმერთო...მაისში როგორ თოვს,როგორ თოვს...
დღეს შენი სურნელით...სიფხიზლეც დათვრება.
სიჩუმით ხმაურობ...ქალო,მარტოსულო...
ამაყად დაივლი მდუმარე ვერანდებს....
ჰეი,სერაფიტო..ძევახის ასულო...
რატომღაც დღეს ჩემს სულს...შენ
შ ე მ ო ე ნ ა ტ რ ე.


აქ ძველი კოლხი მახვილს ლესავავდა,
 იქ შიშისაგან ტრტოდა აზონი, 
თუ ფარნავაზი მთის არწივს ჰგავდა- 
შევარდენს ჰგავდა ქუჯი-ბატონი. 
 ერის მძლავრ ნებას ვინ დაიმონებს
 და როს ორივე მომხდურს ეკვეთა_ გულმა 
გული სცნო და ღონემ-ღონე-
 ასე გვიამბობს ზველი ლეგენდა. 
 დღეს მიწას აღარ ჩხვერენ რაშები, 
აღარ გაისმის ხმალთა ჩხრიალი,
 კვლავ გაგვიხასდნენ ,,ყიზილბაშები”, 
გატყდა დერბენტი და დარიალი.
 ყელს საბელს გვიჭერს სკვითური მოდგმა, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 924| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


ობობოლი არ ვარ, მაგრამ რაც დავიბადე მას მერე მარტო ვარ..
არ ვარ ღარიბი, მაგრამ დღემდე ვერ მიყიდია საკუთარი ბედნიერება..
არც მშია..
არც მწყურია..
არ მოვკვდები, მაგრამ მაინც გთხოვ "დამეხმარე რითიც შეგიძლია და.. გადამარჩინე!"
სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ მე რაც მეკუთვნოდა ის დამიბრუნე მხოლოდ.. ხელი გამომიწოდე, მაღლა ამახედე და მოსვლა მასწავლე..
წასვლა შენით მეტკინა პირველად..
შენით გავიგე რო წასვლის ფასი ამქვეყნად არაფერია..
ავითვისე, შევძელი..
ახლა მოსვლაც მასწავლე.. მანახე როგორ უნდა..
დაბრუნება მასწავლე..
ქვაფენილზე მიმავალმა სხივები რო წაიღე ისინი დამიბრუნე და ისევ ამინთე ნაპერწკლები თვალებში..
დაანთე ცეცხლი რომელიც ორივეს აუცილებლად დაგვწვავს..
ოღონდ მოდი..

ლამაზი სიტყვებით ლაპარაკი არ ვიცი.. ხო გახსოვს სათქმელს ყოველთვის თვალები ... კითხვის გაგრძელება »


დავლიე ცოტა,რა მოხდა მერე,
სისხლს შევურიე შავი ზედაშე,
ყველა სათქმელი ლექსებად გწერე,
რარიგ გვიყვარდა ლექსი მე და შენ...
ვიმღერე ცოტა,რა მოხდა ასე,
ღვინოსთან ერთად გავტეხე დარდი
და ფიალაში პირამდე სავსე,
ტკბილ მოგონებად ბაგესთან მყავდი.
მოვირგე კარგად თამადის როლი,
თუმცა სხვა როლი ,მქონოდა მსურდა,
ვერ ვითამაშე ამაყი ცოლი,
რადგან სიყალბე საშინლად მძულდა.
ვიარე მთვრალმა,არვისთვის მითქვამს,
ცხელი ცრემლების სამოსი მეცვა,
დაკეტილ კართან ვიოდექი დიდხანს 
და მაშინ მგონი პირველად შემრჩხვა.
დაღლილ თვალებში ჩავხედე ბახუსს,
თუმც აისამდე ვეღარ ვიარე,
ბანცალ-ბანცალით ვტკეპნიდი წარსულს
და მივხვდი დროში დავაგვიანე.


მე წუხელ შენთან შემოვიპარე,
აღარ ბორგავდი, მშვიდად გეძინა,
მარტოსულობის ცრემლით ნამული,
ობოლი სევდა ზეწრად გეფინა.
შენი სურნელით სავსე ოთახი
შენსკენ მიხმობდა, შენთან მიწვევდა, 
დავიხარე და ნაზად გემთხვიე,
იქ სადაც მკერდი ძლიერ გიცემდა.
ძილის ნისლებში გახვეულიყო
ორბის თვალების წამწამთა ბაღი,
მხურვალე კოცნა იქაც მოვწყვიტე,
წავშალე სხვისი ტუჩების დაღი.
შენ გაგეგიღიმა ძილის ღიმილით,
ნეტავი იმ დროს რასა ხედავდი?
არ გაგაღვიძე, წავედი ჩუმად, 
გაგღვიძებოდა, ჩემო, ნეტავი

დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥



ის დადიოდა მტვრიან ქუჩებში, 
გულით ვეება დარდი დაჰქონდა 
და სისხლიანი ,,მემენტო მორი” 
მასზე ძვირფასი,აბა,რა ჰქონდა? 

ფარული შიში,ეჭვი,ობლობა 
იყო ოდითგან მისი თანმდევი, 
სული ელტვოდა შორეულ ლაჟვარდს, 
მიწა ვერ იყო მისი დამტევი. 

ჰკლავდა შური და უმადურობა, 
მოთქმით ტიროდნენ ჩანგის სიმები, 
გარს ანგელოზთა გუნდი ეხვია 
და მგლოვიარე სერაფიმები 

ის დადიოდა-უცნობი სფინქსი, 
მისი გამგები ვინ იყო მაშინ, 
მის დამწვარ სულში ერტად სახლობდა 
დიდი გენია-უმწეო ბავშვი. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 990| დაამატა:  | კომენტარი (3) სრულად ნახვა 


ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი,ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემიწმინდასახელიპოეზიასდარჩება,
ჩემი გული დასისხლი– ეს"Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემსგარშემო ციხეა– მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე,სიკვდილს არვიწამებდი,
მიწაა რიქნებოდ აჩემთვის შავისამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მეარვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი,ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები– სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი,ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო– ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი,მისი ყრუ ადგილები. ... კითხვის გაგრძელება »


იქნებ დაემხოს ყველა დოგმები,
ადამიანებს ქონდეთ ნორმები,
შეიძლებოდეს უცბათ გაქრობა
და გოგონასთვის ფიქრის განდობა.

ეხლა ვიძინებ პირველი არის
გარეთ ღამეა სიჩუმე აწვიმს,
მე მაფარია საბანი თბილი,
მაგრამ გული მაქვს ძალიან ცივი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 864| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვხედავ, ვხედავ, დაგვიზამთრდა,
მომაგონდა მე ზამთარი,
მომაგონდა პაწიობა,
მომაგონდა მე სახლ-კარი.
მახსოვს, როცა ბალღი ვიყავ,
მიხაროდა თოვლის მოსვლა,
თოვლის გუნდის გაკეთება,
სროლა თავში, გორვა, მოსვრა.

შვილდ-ისარით შაშვსა ვდევდით,
ჩიტს ვუდგამდით კაკანათსა,
ლასტს ვუგებდით ბეღურაებს,
ვერ გვხედავდნენ მუხანათსა.
შევებმოდი მე ციგაში
და ზედ მიჯდა გოგიელა,
გადაბრუნდის ჩვენი ციგა,
კოტრიელა, კოტრიელა!..

ბიჭები თავს შევიყრიდით,
ვხტოდით, ვჭიდაობდით ყველა,
ხან ერთი ძირს, ხან - მეორე,
ჰერი, ბიჭო, კოტრიელა!..
დაღალულნი, გათოშილნი ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1133| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ყმაწვილებო! ერთი შეხეთ
რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა;
ჩანს, ზამთარი აღარ ხუმრობს,
ჩანს, წუხელვე დათოვლილა! 

აბა, ჩქარა, გაიღვიძეთ,
გაახილეთ ყველამ თვალი,
რომ არავინ არ დაგასწროთ
პირველ თოვლში კოტრიალი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 3130| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


დანავარდობს ცივი ქარი,
ცას ღრუბლები აფარია,
მერცხლები და ბულბულები
შორს გაფრინდნენ რა ხანია,
არემარეს თოვლი ფარავს,
ზამთარია, ზამთარია.

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 2192| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ე, ბიჭო, თოვლი მოსულა,
გარეთ გამოდი, გელაო;
ციდან ფიფქები მოცვივა
ბროლივით ქათქათელაო;
წელში მოხრილან ხეები,
ქარი უბერავს ქვენაო,
ჩიტები მიწას ეძებენ,
შეუწყვეტიათ სტვენაო.
მურია თოვლზე ბურხალობს,
გადმოუგდია ენაო,
რამ გაახარა ნეტავი
ეს ჩვენი მურიკელაო.

ე, ბიჭო, ძილი გეყოფა,
გარეთ გამოდი, გელაო!
თოვლია, მაგრამ რა თოვლი, -
ბროლივით ქათქათელაო.
თოვლის ბაბუა წამოვდგი,
ჩვენი ბაბუას ხელაო,
ბოხოხი გამოუტანე,
შე ძილისგუდავ, შენაო!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 894| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


კოხტად მორთული ნაძვის ხე
ცეცხლის ბურთივით კრიალებს,
აქეთ მზის თვალი გამოკრთის,
იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს. 

შემოხვევიან ცელქები
ყიჟინით, ჟრიამულითა
და გარს უვლიან ნაძვის ხეს
სიცილით, სიხარულითა.



შობის ღამე თენდებოდა
გული რწმენით მევსებოდა,
ტაძარი მრევლს ვერ იტევდა
ცივი ზამთარი ღამეს ითევდა,
ყველა ოჯახში ენთო სანთელი
ცაზე ბრწყინავდა სვეტი ნათელი,
უფალი იშვა საოცარ ღამეს
როგორ არ გინდა სამოთხის გწამდეს,
ზარები რეკენ ყველა ტაძარში
მადლმა დაფარა თბილის ქალაქი,
ღმერთმა გვაჩუქოს ყველას წყალობა
ტაძრიდან ისმოდეს ჩუმი გალობა,
მას შევავედროთ ჩვენი გულები
რწმენა გვიბოძოს ყველას ულევი,
ჩვენც წმინდანებთან ერთად ვილოცოთ
მძიმე ცოდვები მუდამ ვიგლოვოთ,
გალობით ერთმანეთს შობა ვახაროთ
და ქართველობით კვლავ ვიამაყოთ. გილოცავთ ყველას ♥

*****

შობისღამე დგებაო,სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრისსარკმელზედაო
,შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისისტუმრობით მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო
ყველასასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო! გილოცავთ ყველას ♥


*****
მსურს მოგილოცო ბრწყინვალე შობა 
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 29782| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


    1)- მე დამაგვიანდა : ) შენ რატომ იჩქარე?? . და დღეს თუ მე ვდარდობ , ხვალ შენ მინატრებბბ ; ) ♥
    2)- და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები,
    წადი!!!! იარე!!
    3)- უპრეტენზიო ადამიანი ვარ: მაკმაყოფილებს ყველაფერი საუკეთესო
    4)- მიყვარხარ! იცი როგორ მიყვარხარ!.. ისე რომ გული ვერ ძლებს უშენოდ... და ჩემს უაზრო, დაღლილ ცხოვრებას შენ შეგიძლია მხოლოდ უშველო
    5)- შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი..
    6)- იცი რომ მიყვარხარ, იცი რომ შენზე ვიზრუნებ, როცა დაგჭირდები შენს გვერდით ვიქნები
    7)- წავიდა დამტოვა სულ მარტოდ მარტო,, ძალიან მიყვარს და არ ვიცი რატოო
    8)- ალბათ ღირსი ვარ მიტოვების, თუნდაც ღალატის.. ასე ძალიან რომ მიყვარდი და გიმალავდი
    9)- შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს შენი მონატრების მკრთალი სილუეტი
    10)- შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს შენი მონატრების მკრთალი სილუეტი
    11)- არა იმიტომ, უშენობას რომ ვერ მოვითმენ, სხვას ვერასოდეს შევიყვარებ, მხოლოდ იმიტომ
    12)- მე მიჭირს შენთან განშორება,თორემ სიკვდილი?სიკვდილი რა,-სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან....
    ... კითხვის გაგრძელება »


    უკვე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ
    ეს სიყვარული ფიქრებს განაგებს,
    ვეღარ ვუყურებ თვალებში მთვარეს,
    მე მისგან ვიღებ უამბრავ ვალებს.
    "მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
    ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
    მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის 
    და სიყვარულის ასე მოთმენა"
    აი ეს სტროფი მოვპარე მეფეს
    ამ სიყვარულით მე ვარღვევ წესებს,
    მე ამ გოგონას ვადარებ ჩემ მზეს
    ეს სიყვარული მე მიშლის ნერვებს.


    აქ ძველი კოლხი მახვილს ლესავდა, 
    იქ შიშისაგან თრთოდა აზონი, 
    თუ ფარნავაზი მთის არწივს ჰგავდა, 
    შევარდენს ჰგავდა ქუჯი ბატონი. 

    ერის მძლავრ ნებას ვინ დაიმონებს 
    და როს ორივე მომხდურს ეკვეთა, 
    გულმა გული სცნო და ღონემ-ღონე_ 
    ასე გვიამბობს ძველი ლეგენდა. 

    დღეს მიწას აღარ ჩხვერენ რაშები, 
    აღარ გაისმის ხმალთა ჩხრიალი 
    კვლავ გაგვიხასდნენ ,,ყიზილბაშები”, 
    გატყდა დერბენტი და დარიალი. 

    ყელს საბელს გვიჭერს სკვითური მოდგმა, 
    კატას ემსგავსა ლომის ბოკვერი, 
    რაღას გვიშველის ახლა ეს მოთქმა, 
    მაგრამ ვერ ითმენ ... კითხვის გაგრძელება »
    ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 947| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


    1. მინდა სიჩუმის ენა ვისწავლო,აღარ დაგიწერ ლექსებს,მხოლოდ გიყურებ... მინდა ჰანგების ხატვა ვისწავლო... შენ არ დაგხატავ, მხოლოდ გიყურებ... მინდა გრძნობებით სუნთქვა ვისწავლო... აღარ გაკოცებ, მხოლოდ გიყურებ... მინდა გულიდან ხედვა ვისწავლო... თვალებს დავხუჭავ, ისე გიყურებ...
    2. უტყვად გავქცერი გზას ლოდინიანს ფიქრია ძველი. მოხვალ ოდესმე? თუ დარჩები მგზავრი – გამვლელი.. ჩემი თვალებით გაკვალულ შარას თუ დაედება ვეება ლანდი... დღემდე ასეთი ფაქიზი იყავ, დღემდე ასეთი ლამაზი მწამდი...
    3. მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე, ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად. მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც, არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარს
    4. მოდი! მონატრებას კარი მოანგრიე, წიხლით ჩამოუღე გამხდარი ფერდები, უშნოდ ამაყი და ვნებით თვალებმღვრიე, ხომ ხედავ, უჩემოდ უდროოდ ბერდები.
    5. ჩემი უშენობა ჯერ ვერ ავითვისე, ვცდილობ, ყველა წუთი მშვიდად ავიტანო. ამ დრ ... კითხვის გაგრძელება »


    ტაატით მიიზლაზნება დრო. დრო, რომელსაც უკან ვერაფრით დააბრუნებ... ათასგზის დაატრიალებ თვალწინ ქარბორბალასავით მშვენიერ წამებს, სულს აიფორიაქებ, მაგრამ ყველაფერს ულმობელი დღევანდელობა წაშლის, თვალს გაუსწორებ მწარე რეალობას და ამოიოხრებ. ეჰ... არის კი დრო ყველა ჭრილობის მკურნალი? დაჭრილი სულის წამალი? ვინ იცის...
    ჩვენს შორის ისევ, დუმს - ყველა ქვა,ყოველი კენჭი. ნაცნობი გზების პარამეტრებს, სიზმრად ვამცირებ.. ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ რაღაცას მერჩი, მე კი, შევძელი, ჩემი წასვლით – გადაგარჩინე..
    სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა. თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება...
    არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი, რა მიყო? ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან. . .


    • ისევ დამათენდა თავზე გაზაფხული... და მეც, მერამდენე დილას ვეგებები...
    • ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...
    • ასე ლამაზად დილა არ გათენებულა ჯერ, დილა სიხარულისა, დილა მშვიდობისა შენ! :)
    • გაზაფხულს ეტრფი? არა? აბა რას ? სიყვარულს? რომელ სიყვარულს? სისხლში რომ გიჩქეფს ... კითხვის გაგრძელება »



    თოვს და … ისევ მწარედ ყინავს გულში
    გავიხედე გარეთ, თბილი მზეა,
    თბილი მზეა, მხოლოდ ჩემს გულს ათოვს
    ჩემს სულში ხომ მუდამ გლოვის დღეა...


    ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის.
    ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს....
    დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის:
    რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ ვთმობ....

    სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ დგანან.
    ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ....
    სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა.
    საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.


    არ შემიძლია სულ შენთან ვიყო, 
    არც უშენობა არ შემიძლია,
    არ შემიძლია გითხრა მიყვარხარ
    ეს სიტყვები ხომ ყველამ იციან. 
    არ შემიძლია გულში ჩაგიკრა, 
    გაკოცო ესეც არ შემიძლია,
    არ შემიძლია შენ გიღალატო
    ეს ჩემი სულის წმინდა ფიცია.
    მე სიყვარული ამაზე დიდი,
    ამაზე წრფელი არ შემიძლია.. 
    არ შემიძლია სულ შენთან ვიყო,
    არც უშენობა არ შემიძლია!!


    წუხელ ღამით, ვსეირნობდი, ზეცა ფიქრით მათრობდა,
    მზერა სადღაც გამიშტერდა, უცაბედად გათოვდა.
    ქალის სახე უცნაური სხივით განათებულა,
    თითქოს იგი ყველა თვეში ერთად დაბადებულა.

    იანვარში თოვლის ფიფქის მოუპარავს სითეთრე,
    და ბავშვური ხასიათის დაჰყოლია სიცელქე,
    თებერვლისგან უთხოვნია ყინვა, თოვლი, ავდარი,
    უიმედო გრძნობების რომ გაგინელოს ხანძარი.

    მარტის გიჟურ ამინდივით დალალები დაჰყრია
    და აპრილის ყვავილობა მხოლოდ მისი შარმია.
    ღიმილი კი იმქვეყნიურ ელვარებას ასხივებს
    და მაისის სილამაზეს სულ მთლად გადაგავიწყებს.

    ივნისისგან უსწავლია სიდინჯე იმ აისის,
    ივლისში რომ ერთფეროვან ერთგულებას განიცდი.
    აგვისტოს თვის ზღვის სილურჯე გადაუსხამს თვალებში,
    მხოლოდ ერთი შემოხედვით ფსკერზე გტოვებს დალეწილს.

    სექტემბერში ტანადობა ინათხოვრა ვაზისგან,
    ნოემბერში დაწურული ღვინოსავით გაგთიშავს.
    დეკემბრისგან გადმოიღო ყოფნა ულევ მხარეში,
    რომ სიკვდიმდე მისი ტრფობა იყოს უნეტარესი.

    მე თერთმეტი თვის წყალობა მივაწერე ბანოვანს
    და ვერ მივხვდი მეთორმეტე ასე რატომ გამომრჩა.
    ის კი თურმე ოქტომბერში მოევლინე ქვეყანას,
    შემოდგომის მიწურულს რომ ფოთ ... კითხვის გაგრძელება »


    გამარჯობათ !

    მოგესალმებით ყველას, მე ვარ ukvdaveba.do.am მთავარი ადმინიოსტრატორი და ეხლა გასწავლით თუ როგორ დაამატოდ ჩვენს საიტზე სიახლე რეგისტრაციის გარეშე !

    ვიდრე დავიწყებ ახსნას თუ როგორ უნდა დაემატოს სიახლე ჩვენს საიტზე  მანამდე გეტყვით ჩემო საყვარელო და პოეზიის მოყვარულო მეგობრებო : მასალა არავითარ შემთხვევაში არ დაემატება თუ ის არ არის ქართული შრიფთით ნაბეჭდი !

    და ასევე თუ ნაწარმოების შინაარსი იქნება უცენზურო სიტყვებით მოჭედილი და იქნება რეკლამისებული ფრაზები ან ლინკები !

    ეხლა კი დავიწყოდ  :*