.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » შობის მისალოცი ლექსები
20:23
შობის მისალოცი ლექსები


შობის ღამე თენდებოდა
გული რწმენით მევსებოდა,
ტაძარი მრევლს ვერ იტევდა
ცივი ზამთარი ღამეს ითევდა,
ყველა ოჯახში ენთო სანთელი
ცაზე ბრწყინავდა სვეტი ნათელი,
უფალი იშვა საოცარ ღამეს
როგორ არ გინდა სამოთხის გწამდეს,
ზარები რეკენ ყველა ტაძარში
მადლმა დაფარა თბილის ქალაქი,
ღმერთმა გვაჩუქოს ყველას წყალობა
ტაძრიდან ისმოდეს ჩუმი გალობა,
მას შევავედროთ ჩვენი გულები
რწმენა გვიბოძოს ყველას ულევი,
ჩვენც წმინდანებთან ერთად ვილოცოთ
მძიმე ცოდვები მუდამ ვიგლოვოთ,
გალობით ერთმანეთს შობა ვახაროთ
და ქართველობით კვლავ ვიამაყოთ. გილოცავთ ყველას ♥

*****

შობისღამე დგებაო,სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრისსარკმელზედაო
,შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისისტუმრობით მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო
ყველასასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო! გილოცავთ ყველას ♥


*****
მსურს მოგილოცო ბრწყინვალე შობა 
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!


*****

შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა სასწაული ხომ
შობის ღამეს ხდებაო!
შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!


*****
ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს,
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს,
ამ შობის ღამეს რაც კი გენახოს!


*****

მსურს,მოგილოცო ბრწყინვალე შობა
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა, 
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!..

*****

სიხარულმა,სიყვარულმა დაგიმშვენოს დღე
სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეს გზებს,
იმედი და უფლის რწმენა არ მოგკლებოდეს
მთელი გულით მოგილოცავ ქრისტეშობის დღეს

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 29782 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 3.9/11
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]