.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29


მთვარე დაცვარულ ბალახებს კენკავს, 
სადღაც, ნანგრევში ატირდა ჭოტი; 
ამნაირ ღამეს ამგვარი სევდა, 
ამდენი დარდი საიდან მოდის? 

ნიავს თან მოაქვს წუხილი,შფოთვა, 
სადღაც სამრეკლო გაბმულად რეკავს, 
ბუნების მაჯა სცემს და შენც ტოკავ, 
შენ იმას ჰგავხარ და ის კი შენ გგავს. 

ასე ყოფილა, ასეა ახლაც, 
ეს ის სევდაა,სევდა გაჩენის, 
მას იმთავითვე ტკივილი ახლავს_ 
რასაც ცხოვრე ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 918| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


უკვე არ ვიცი რაღა დაგარქვა_ 
ბედისწერა თუ დაცინვა ბედის, 
ამდენხანს როგორ ვერ დაგივიწყე, 
ნაცვლად რა მერგო ტკივილის მეტი?! 

ვინ თქვა,დრო კურნავს ყოველგვარ ტკივილს? 
ვინ თქვა,ყუჩდება ყველა იარა?! 
მე ხომ შენ გამო,შენგან და შენთვის 
ამდენმა დელგმამ გადამიარა; 

და მაინც ჩარჩი ჩემს ზმანებებში 
მარადიული სულის ხიზანი, 
დავდივარ დამაქვს ვით დაჭრილ ირემს 


სასტიკ ქურუმებს დაენთოთ ცეცხლი, 
მე სამსხვერპლოზე ვიდექ ზვარაკი 
და ხელისგულზე მედო გაშლილი 
ჩემი ცხოვრების იგავ-არაკი; 
და ქვიშასავით დალექილ გრძნობებს 
მიაქანებდა ლურჯი მდინარე, 
მე უშენობას ვდარდობდი მაშინ, 
თუმც შენთან ყოფნაც ბევრჯერ ვინანე. 
კარგა ხანია ჩაქრა ის ცეცხლი 
და სისხლდაცლილი ვაგდივარ კართან, 
აღარც კი მახსოვს თუ ვის ვუყვარდი, 
აღარც კი მახსოვს თუ ვინ მიყვარდა; 
ან უშენობას რატომ ვდარდობდი, 



აღწერა :

უსახლკარო ბიჭი კორეულ ნიჭიერში რომელმაც მთელი დარბაზი და ჟიურის წევრები აატირ