.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » მიწის დარდი (ავტორი_ ნ.კოლხი)
18:34
მიწის დარდი (ავტორი_ ნ.კოლხი)

მთვარე დაცვარულ ბალახებს კენკავს, 
სადღაც, ნანგრევში ატირდა ჭოტი; 
ამნაირ ღამეს ამგვარი სევდა, 
ამდენი დარდი საიდან მოდის? 

ნიავს თან მოაქვს წუხილი,შფოთვა, 
სადღაც სამრეკლო გაბმულად რეკავს, 
ბუნების მაჯა სცემს და შენც ტოკავ, 
შენ იმას ჰგავხარ და ის კი შენ გგავს. 

ასე ყოფილა, ასეა ახლაც, 
ეს ის სევდაა,სევდა გაჩენის, 
მას იმთავითვე ტკივილი ახლავს_ 
რასაც ცხოვრებას არქმევს გამჩენი. 

ისე ახლოა ცა,ვარსკვლავები, 
ხელს გაიწვდენ და შეეხო ლამის, 
დამსხვრეული გაქვს ოღონდ მკლავები_ 
ტყვე ხარ ამ მიწის,დროის დაჟამის. 

სიმშვიდე მოდის მარტოდენ ციდან, 
ო,ჩაცხრი წამით მწარე ქვითინო, 
მე ახლა მხოლოდ სიმშვიდე მინდა, 
რომ მიწის დარდის გამოვიტირო! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 919 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]