.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 02



მან მიატოვა პატარა გოგონა,

მერე მოვიდა მითხრა,

შენ მიყვარხარო და შენთან ერთად

ბედნიერება მინდა.

მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,

ახლა გაიგებს თუ როგორია,

რომ მიგატოვებს ვიღაც.

უცებ შეებრალა პატარა გოგონა,

სასწრაფოდ ეძებს ბინას,

იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.

ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები

ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,

მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე

მუშტით დააყრის მიწას.

–ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას?

ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 886| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე შენთვის გავჩნდი ოცნებავ ჩემო,

მე შნეთვის ვცხოვრობ პატარა ჩემო,

მე შენთვის მინდა ცხოვრება ჩემი,

მე შენ გპოულობ ჩემ ოცნებებში.



მე ველოდებ შენ დაუვიწხარ ხმას,

მე ველოდები შენ დაუნახავ ზარს,

მე ველოდები შენ გაუფიქრელ აზრს,

მე ველოდები შენ ტურფა ხმას.



მე დავიღალე უაზრობების ფიქრით,

მე ვერ გავიგე რისთვის ვიბრძვით,

მე ვერ ვიგრძენი ის სითბო სიზმრით,

მე შენთვის მინდა გული სისიხლით.



ნეტავი ერთხელ მანახა შენი თვალების ხედი,

ნეტავი როდისმე წარმომედგინა სიყვარულის ხმები,

ნეტავი როდისმე გამეგო უსასრულო ხმები,

ნეტავი ერთხელ მეკოცნა შენთვის.



როცა გული გტკივა მეტირება,

როცა გიხარია მეც მიხარია,

როცა უზომოდ ტირიხარ,

მე უსასრულოდ ვყვირივარ



მე ცუდად ვხდები როცა ვერ გგრძნობ,

მე ვიხუთები როცა ვერ მცნობ,

მე განვიცდი როცა მტრობ,

მე შენ მიყვარხარ როცა მთმობ.



შენი სურნელი თავს დამესხა,

შემახანხალა დამატერორა,

მთელი გრძნობები გამაფანტინა,

ჩემი სურნელი დამაკარგინა,

შენი სურვილი დამაწყებინა,

შენი სიტყვებით გამაჟრიალა,

ჩემი ოცნება თავს დამტრიალდა.



მე ბედნიერი ვარ რომ შენზე ვტირი,

შენ ბედნიერი ხარ რომ ჩემთვის ტირი,

მე ბედნიერი ვარ რომ შენეთან ვარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ ჩემთან ხარ,

მე ბედნიერი ვარ რომ მიღიმიხარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ გიცინივარ,

მე ბედნიერი ვარ რომ მიცინიხარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ გიყვირივარ,

მე ბედნიერი ვარ რომ შენ ჩემი ხარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ შენი ვარ.



შეიძლება ხან დაგიყვირო,
შეიძლება ხან გაგიცინო,
შეიძლება ხან გაწყენინო,
შეიძლება ხან გატკენინო,
შეიძლება არც კი გაწყენინო,
შეიძლება არც კი გატკენინო,
შეიძლება არც კი დაგიყვირო
შეიძლება არც კი მაპატიო.
მაგრამ შენ უნდა იცოდე,
მაგრამ შენ უნდა გწამდეს,
მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს,
მაგრამ შენ უნდა გიხაროდეს,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არიცი,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არავინ,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორს არასდროს,
რომ მე შენ მიხვარხარ და სულ მეყვარები.



ღამით ქუჩაში დავეხეტები

მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...

მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,

სველი თვალებით მივყვები ბილიკს,

გაოცებული მივიცქერი იქით

არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?

მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის

მე არ მასვენებს ფიქრები მისი,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...

მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია

ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,

არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,

არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.

დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე

თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

არ ვიცი საით,

გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...



თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ

და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს

თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!

ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!

თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ

ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!

სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,

და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია

გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!



რამდენჯერ მთვარიან ღამეში,

როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში,

როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში,

გინატრებ საამო ნიავად,

ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად.

რომ მიალერსებდე კი არა,

უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად!

რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს,

მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს,

მგონია ჩემთან ხარ, განწირულს

ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს,

ოცნებას გამიკრთობს ბულბული,

ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული.

ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული,

ის შენი იქნება და შენი ერთგული.

რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....




თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი

მუზა თუ არა მკრავს ხელს,

თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ

მთვარეს დავინახავ მე,

მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,

ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,

თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში

გადაშროშანებულ მთებს,

თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,

თოვლი ზღაპრულად რომ დევს...

თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი

თმებზე დამეღვრება მე,

ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე

სხივთ ნაწნავებად გრეხს...

თუკი ნაკადული დახატული

რაკრაკით ჩამივლის გვერდს,

თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ

ტოროლას ავაწვდენ ხელს,

თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს

შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,

ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში

აპრილი დამახრჩობს მე...

თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,

მუზა თუ არა მკრავს ხელს,

მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით,
< ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 823| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,

ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,

საოცარია დასისხული ცის გათეთრება,

როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...

მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე

საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად

სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე

და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....

უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით

და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად

აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით

და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...

გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს

გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი

შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,

ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....



ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად

და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,

ნუ ეკითხები იესოს რატომ?


ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,

მარტო შაბათი ამოირჩიე,

თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს


ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!



ეკლესიაში იჯდება ქალი,

ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,

გულგრილად მაინც არ ჩაუარო

არ შეიზიზღო მისი სხეული,


ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,

სანთლის შეწირვა შენი ვალია,

რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,

დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!



მე სიყვარული ლოთივით შევსვი

და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,

საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,

შენი თვალები ისევ ღმერთია.

მე ისევ ლექსებს დავემოყვრები

და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.

რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,

ეს განშორებაც მეტისმეტია.

ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,

ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."



ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...

სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...

თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...

ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.


მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,

ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.

ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,

ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.


და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,

ვეღარ გიშველის მონანიება.

მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი

და შენთან მოვალ შურისძიებად!..




ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს

განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,

ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,

ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.


აანთო თეთრი ლამპიონები

და ცას მიაპყრო სხივების კონა

მარადისობის ნათელი ფერით

გამოუცხადა სამყაროს გლოვა


ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,

და დამავიწყო რაც მიწამია,

მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება

მარადისობის ერთი წამია



მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს

და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.

შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს

და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.

და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,

ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.

თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს

მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.

გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,

გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….

შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს

და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!



ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხზე უმხურვალესო. 
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

1922
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 835| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
          ვაჟა...

ორზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
           ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
           ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია, აკაკი,

           ვაჟა....



ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამეების თენება,
კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია, 
ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენება
ნათქვამია, როგორც ძველი არია...
მარადია, ერთადერთი: შვენება.
ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე: ცხედრის გამოსვენება
მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,
მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო ძილი და მოსვენება
როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...
ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.

1922
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 828| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით,
მე დამათრობენ:
გევეგები,
გავენაბები!
პოემას უვრცესს 
დაერქმევა ალვა დასურო.
იქ შორეული მხარეები
უნდა გამეფდეს!
ოჰ!
ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე
დამსხვრეულ ბეჭდებს.

1919



შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში 
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

1918



ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!

არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაიღოს "დიდება”,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!

1916
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 871| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.

მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.

ასე სტიროდნენ: "ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.

ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”

1916
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 885| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 909| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.

აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.

იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,

და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს 
აეროების კორიანტელი.

წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.

გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.

იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.

ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...
< ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 797| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: "სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!

1941
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1153| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი - 
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

1914



ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,

უდაბურებად იქცა სოფელი.

ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში

მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი, 
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 816| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

1913
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 883| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

1909

 

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! 
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, 
სანდომიან ცის ელვა და ფერი 
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე 
იწოდა ნათელ ალთა კრებული, 
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე 
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, 
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი, 
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა 
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი... 
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... 
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: 
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა 
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... 
იყო ობლობა და შეცოდება, 
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი 
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! 
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი 
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, 
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს; 
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე 
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
... კითხვის გაგრძელება »



ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი, 
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა. 
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე, 
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა! 
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო, 
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე! 
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო 
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა. 
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი 
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით, 
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი, 
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ. 
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი 
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის. 
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი 
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის! 
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები – 
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით, 
საღამო ნელდება და კვდება ვარდები... 
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..




მინდა გიყურო
მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --

მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს, 
საყვარელო!.. 
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს, 
საყვარელო!.. 
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს, 
საყვარელო!.. 
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს 
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც 
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი, 
საყვარელო!..




მზე ჰქრება, ნებდება დაისს 
და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს. 
ოჰ, ერთხელ მაინც.... 
ოჰ, ერთხელ მაინც.... 
მინდა, რომ ჩემზე 
ფიქრმა დაგღალოს. 
ახლა არა არის ჟამი მახსრობის, 
ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს, 
და ფერხთით გიგდებ 
ერთი გასროლით, 
ბრაუნინგივით 
დაცლილ სიცოცხლეს. 
რომ მისტიური მესმას ძახილი 
და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს, 
მე ავიჩემე 
შენი სახელი, 
დაე, ის ერქვას 
ყველა საღამოს!



''ეკატერინეს''
"მრავალი წლების ჩამქროლე......
ლექს დავწერ უფრო სევდიანს,

და მოვიგონებ შენს სახეს........
ლამაზს, ნაკვთიანს, სევდიანს,

მთვარიან ღამეს შევხედავ...
ვარსკვლავებსმკრთალად მომნათეს,

და გავიხსენებ ცრემლიანს...
შენს ფერმკრთალ ღაწვზე დალალებს,

ნაწვიმარ ველზე ფეხს შევდგამ....
ბუნებას ვუცქერ დარდიანს,

ბულბულის გალობა მესმის..
შენს ხმას მაგონებს სევდიანს,

ველურ მუქ ვარდებს ვუყურებ...
შენს ბაგესა ჰგავს ნაკვთიანს,

შენი ოცნება ცასა ჰგავს...
ლამაზს, უღრუბლოს,მადლიანს,

ზედ დამცქერიან შორიდან...
ჯიხვნი, არწივნი, კლდისანი..,

ბუნება მწყრალად დამცქერის
ცა არის ქუხილიანი!!!!!

მე მარად ვეტრფი ერთ გოგოს
ნარნარს და კუკულებიანს...,

ლამაზი ქალის დამკარგავს...
ზეცა მექცევა ცოდვიანს....!!!!"



"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა
დანაცრებული ნასახლარები,
ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ
ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...

ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს
მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების,
ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა...
და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,

იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი
დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით..,
ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი
ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..

უკანასკნელი ოცნების კვდომას
ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა,
ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე
შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."

მოკლე შინაარსი:
90--იანი წლების დსაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქია ქუჩებსა და გარეუბნებში. გმირები გარემოს შესაბამისად ქაოტურები, დროსა და სივრცეში დაკარგულები. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭების ტიპიური ინტერესებით -- გოგონები, კარტი და კიდევ ცუდი გატაცება -- ნარკოტიკები. ნარკოტიკების საყიდლად "ბებერი" ნარკომანი გიოს და გოგოლიკოს აზერბაიჯანში გზავნის. აზერბაიჯანის ნაცვლად ბიჭები ყარაბაღში, სომხურ--აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდებიან. ხანმოკლე ტყვეობაში მოხვედრილ გიოს შინაგანი თავისუფლების არნახული განცდა ეუფლება...



მოკლე შინაარსი:
90--იანი წლების დსაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქია ქუჩებსა და გარეუბნებში. გმირები გარემოს შესაბამისად ქაოტურები, დროსა და სივრცეში დაკარგულები. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭების ტიპიური ინტერესებით -- გოგონები, კარტი და კიდევ ცუდი გატაცება -- ნარკოტიკები. ნარკოტიკების საყიდლად "ბებერი" ნარკომანი გიოს და გოგოლიკოს აზერბაიჯანში გზავნის. აზერბაიჯანის ნაცვლად ბიჭები ყარაბაღში, სომხურ--აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდებიან. ხანმოკლე ტყვეობაში მოხვედრილ გიოს შინაგანი თავისუფლების არნახული განცდა ეუფლება...
ატეგორია: |ნახვა: 1008| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მოკლე შინაარსი:
90--იანი წლების დსაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქია ქუჩებსა და გარეუბნებში. გმირები გარემოს შესაბამისად ქაოტურები, დროსა და სივრცეში დაკარგულები. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭების ტიპიური ინტერესებით -- გოგონები, კარტი და კიდევ ცუდი გატაცება -- ნარკოტიკები. ნარკოტიკების საყიდლად "ბებერი" ნარკომანი გიოს და გოგოლიკოს აზერბაიჯანში გზავნის. აზერბაიჯანის ნაცვლად ბიჭები ყარაბაღში, სომხურ--აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდებიან. ხანმოკლე ტყვეობაში მოხვედრილ გიოს შინაგანი თავისუფლების არნახული განცდა ეუფლება...




იცი, გულში რა ძალიან თბილა? 
ასე ყოფნა,  სულ არაა რთული... 
შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა... 
და შენს გამო,  მიფრთხიალებს გული...  
მზეს და მთვარეს,  შენს სიყვარულს ვუმხელ...
და სხივები მინათებენ, დილას... 
მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ... 
მოდი,  გულში, იცი, როგორ თბილა? 
 შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს... 
მომეპარე, და მაკოცე ფრთხილად... 
შენთან,  გულში შემომიშვი ისევ... 
გაზაფხულით დამინამე დილა... 
 შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო... 
ჩემი ლოცვა,  ოცნება და დარდი... 
მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ... 
როცა მოვალ,  არ წახვიდე, დამხვდი...



ვის არ აქვს ღამე სიყვარულში ნათენებია

ღამე, რომელიც ვარსკვლავებით მოჩედილია,

ამოდის მთვარ, რომელიც ღამის მნათობელია

მთვარე გაჩუქო შენთვის მაინც ერთი ქოხია.

მივდიხარ , მაგრამ კვალი მაინც მუდამ დამყვება

სადაც წავიდე შენი ლანდი მომელანდება,

და რომ დამტოვო შენს სადღეგრძელოს მე მაინც დავლევ,

რადგან სუფრაშჰი მანდილოსნებზე ღვინო ილევა...



მოდი გადავალ ერთი მოყვრებში
გავიგებ უარს ხომ არ არიან,
რაღა დროს ჩემი სიძეობაა,
მაგრამ ხომ იცი გულს უხარიან.
ო,წლებო, წლებო გამყიდველებო,
რაღა მაქვს თქვენი მოწონებული,
ხელებ გაშლილი მტკვარზე ვაგდივარ,
ძველ ქალაქელი ყარაჩოღელი.
წყლები წყლებს მიეწევიან,
ქვიშა ქვიშადვე დარჩება.
შენი მზე მეიმედება,
აღარსად არ მეჩქარება.



შენზე ფიქრებში ატოტებს ქარი
გულში სატანა გიმღერის ნოტებს
ხანდახან ხოლმე მეც გამომივლის 
ეს სიყვარული ასე რომ მომსდევს
სული მიჰყვება სამოთხის ლოთებს 
საფლავის ქვასთან, ხომ მოხვალ ხოლმე
შენ მოხვალ შავში ცაცმული კაბით
ხელს გადაუსვამ საფლავის ლოდებს...



ისევ დღეა და ისევ ღამეა,
ისევ ივსება ქარით აფრები,
ისევ სადღაც ხარ, ისევ დაგეძებ,
უკანასკნელი მოჰიკანელი.
შენი მიზანი არის ნათელი
გსურს განმაშორო სულის სიშავეს,
რადგან სხვაგვარი არც ვის ვჭირდები,
ვახარებ ქვეყნად მხოლოდ სიავეს.
თავად იტვირთე ჩემი გამოხსნა, 
ხარ უსასრულოდ ჩემზე მლოცველი,
არ მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე,
მარადიული ვარ შენი მცველი.
ჩაენაცვლება მთხოვნელს მთხოვნელი
ბედნიერების მოიმედეთა
და არც არავინ არ არის მათში
მზიარებელი ტკივილის ტყეთა.
არ დავაღამებ შენთან ვიქნები
როგორც ოდესღაც დაწერილია.
წამის წამობით უნდა აღსროლდეს, 
ის რაც ზეცისგან გან წერილია.



,,ზაჰირი’’
რაც მხოლოდ შენია, 
რაც გიხმობს,
ის რაც გტკივა და 
ვერავის დაუთმობ.
რასაც, ვერ ამოთქვავ,
ვერ ამოიგლეჯავ,
რაც მარად გაწამებს 
და შეუცნობელის გზაწვრილით გატარებს.
ის შენი გულია,
თვით სიყვარულია,
იქ შენი სულია...
მარადიული გაზაფხულია.



ლოცვა და ვედრება 
საწუთროს ხეთქება,
ჩვენ ისევ გადავრჩით და ისევ გრძელდება...
განწირულ ხომალდსე ვნებების ხელება,
მორევში ტრიალით წარწყმედის თანხლებით,
ერთ ჰანგზე ბრუნვა და 
სულების რიალი.
ორკესტრის შეშლილი მაესტროს აღტკინება,
-,,მერწმუნეთ ყოველი ბრწყინვალედ იქნება’’.
რადგანაც სამყარომ ძინება ინება,
ვით ძილისპირული:იქნება,იქნებაა
იქნებააა,იქნებაააა...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 923| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



’’-დღეს შაბათია,ღმერთი მკვდარია,
და ყველაფერი დაშვებულია.’’
ფიქრობს მავანი,გულში ნეტარებს,
უკუნის თალხი დაშვებულია.
გაშალა ფრთები საშინელებამ
უკიდეგანო ვნების სიშლეგით,
ნებაყოფლობით იფარებიან 
საკუთარ ხელით შექმნილ დილეგით.
მაგრამ როდემდე?!დრონი მეფობენ
და ყოველივე გაცამტვერდება,
უცილობელად ვინც ღმერთს განუდგა,
სამარადისოდ გადაშენდება!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 895| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ამ ყვავილნარში შენი მშვენება
ო რა ლამაზად გამორჩეულა,
ალბათ იმიტომ რომ მაგ თვალებში,
თვით ცისარტყელა აელვებულა.
იავ ამ ბაღში შენი ყვავილნი
გაშლილა ათას ლამაზ კონებად,
შენ ყვავილების დედოფალი ხარ,
ჩემი მუზა და ჩემი ოცნება!



სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
უკითხავად რომ გაგიღებს
გულის კარებს,
ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო,
დაგაწყნარებს და 
სრულ სიმშვიდეს მოგავლენს.
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
რომელიც რომ მთელი ღამე
არ გვაძინებს,
ოცნებებში ჩაძინებულს
ყოველ დილით,
სიხარულით აღსავსეს რომ
გაგვაღვიძებს!



არავის არავის,არ ესმის ჩემი
დაგტოვებთ დაგრჩებათ ტკივილი ცრემლი
ნუღარ დამტანჯავთ გამიშვით ველი
ვფიცავარ არავის არავის არ გატკენთ 
ვფიცავ ცრემლია და მეტი არაფერი
არავის არავის არ ესმის ჩემი 
გამიშვით იქნება ეხლა მაინც ვიყო ბედნიერი!



მაგრამ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, შემიყვარდებოდა. გიორგი ჩემი სკოლელი იყო, როცა გავიცანი მე-10 კლაში ვიყავი, ის კი მე-11. გაცნობის დღიდანვე ვხვდებოდი, რომ ეს ადამინი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ისეთს გამხდიდა, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. მოსიყვარულე ადამინი იყო, არაფერს მაკლებდა, სულ ერთად ვიყავიათ, მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის. მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე. რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჟა და წავედით. მშვენიერ დროს ვატარებდით, მაგარამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა რომ აივანზე გავსულიყავით- სალაპარაკო მაქვსო. სახეზე ფერი არ ედო, მივხვდი რომ რაგაც ცუდი უნდა ეთქვა, მაგარმ ასეთ საშინელებას არ მოველოდი. 
-სოფო, იცი მე.. საქართველოდან მივდივარ. 
-რატომ? 
-მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად გერმანიაში.. სოფო მე აღარ დავბრუნდები უნდა დავშორდეთ. 
-კაი გიო! კარგად! 
მეტის თქმა ვეღარც მოვახერხე.. 
ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ლიზის დამშვიდობების გარეშე და გიოს ბოლოჯერ ნახვის გარეშე, რაც მერე ბევრჯერ ვინანე, წამოვედი სახლში. 
მეგონა ცხოვრება დამთავრდა, არავისთან აღარ მქონდა ურთიერთობა. აღარც ლიზის ზარებს ვპასუხობდი და არც გიოსას. 
1 თვე არც სკოლაში მივსულვარ. ცხოვრება უფრო მიძნელდებოდა. გადიოდა დღეები და ჩემი სიყვარული ... კითხვის გაგრძელება »



უშენოდ განვლილ ერთ წუთსაც კი არა აქვს ფასი,
დრო ნელა გადის ან თუ ჩქარა, არა აქვს აზრი,
მე მარტოობას მარადიულს დავარქვი ბავშვი,
მეგობარია ახლა ჩემთვის ცრემლი და დარდი!
გაფრენილ წუთებს ვერ მიბრუნებს ვერც ქარიშხალი,
ვერც მონატრებას ვერ მიბრუნებს ჩვენს ერთად ყოფნას,
შენ რომ წახვედი, მიმატოვე, მოვიდა დარდი
ეს ის დარდია რასაც ქვია უშენოდ ყოფნა!!



ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი.
თვალნი თავს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეს სახე გამოკვეთილი,
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა ,როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე:
ჩემ თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს კი საკუთრად დარჩა შენი გულის ნადები.



არ შემიყვარო!
სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის
და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება,
ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის,
მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება.
არ შემიყვარო!
ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი
და არც უფლება იარსებოს ამ ქვეყანაზე,
გულ-მართალ გრძნობას ათას-ჭორის ტალახი გასვრის,
ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე.
არ შემიყვარო!
ამდენს მართლაც ვერ გადავიტან,
შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი,
დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა
და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი...



შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება,
ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,
ახლა უშენოდ ის ცივა, როგორც არასდროს!...
გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები,
ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!
დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,
თუ გამოჩნდები, სასწაულად მოგეფერები...
შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?!
მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები,
სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,
დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...
უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება, დუმდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება , მხოლოდ ყუჩდება.



მე მოვისროლე დარდის კალათი 
და ყვავილები გზაში დამებნა... 
მე დავიღალე შენთან კამათით, 
შენგან წავედი...შენს მოსაძებნად... 


მე...ჩავერიე ბედის ქარგაში, 
ბედის ხაზები რომ შემეცვალა. 
წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში, 
ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა... 


დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში 
სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი... 
შენ მე წამართვი ათასწლეული, 
ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს... 


გამახსენდები დამწველ ზაფხულში, 
ამ აუტანელ მითქმამოთქმაში. 
იანვრის მქანცველ აურზაურში 
ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში... 


რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?! 
ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!... 
ჰო...ჩავერიე ბედის ქარგაში... 
სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!... 


მე დავიღალე შენთან კამათით, 
წავედი...ისევ გზები ამებნა... 
მე მოვისროლე დარდის კალათი 
და ყვავილები...შენს წინ დამებნა.




მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1135| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დაწყებითი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. 
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა! 
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის, და წმინდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო, სულნი ჩუენნი. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ. უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი. წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის. 
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. 
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1322| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1153| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღირს არსი

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1224| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"შენ ხარ ვენახის" ტროპარი

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული; ნორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული; ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული; ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1172| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დილის ლოცვა

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, და არა თანაწარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1700| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა ძილის წინ

უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1223| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო

წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვსცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე დღეინდელსა ამას დღესაცა და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღმრთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1147| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


       არსებობენ თუ არა ანგელოზები?                                

ვზივარ ფანჯრის რაფაზე და ვფიქრობ ერთ რამეზე.მაინტერესებს არსებობენ თუ არა ანგელოზები?გინახავთ როდესმე?ან მოგისმენიათ თუ არსებობენ ჩვენი მფარველები.მე მჯერა რომ ისინი არსებობენ,მაგრამ არა ვარ დარწმუნებული და მინდა ვინმე იმნაირი ადამიანი გამოჩნდეს და ამ კითხვაზე პასუხი გამცეს.მე ვგრძნობ,რომ ჩემთან ახლოს მარჯვენა ბეჭზე ზის ჩემი მფარველი  ანგელოზი და მიცავს,თან მარიგებს,მარიგებს იმას,რომ ჩვენ ყველა ქართველ ქრისტიანს ღმერთი უნდა გვწამდეს.ხალხნო დამიმტკიცეთ ანგელოზების არსებობა და მე ისეთი გავხვდები როგორიც არასდროს არ ვყოფილვარ.სულ ღმერთთან ვიქნები და მას არ მივატოვებ ღმერთის შვილი ვიქნები.ნეტა ღმერთი მაღლა ცაშია?თუ ჩემთან ახლოს.ნუთუ როცა მოვკვდებით ჩვენი სულები ღმერთთან წავა და რაც ცოდვები ჩაგვიდენია უნდა გამოვისყიდოთ?რა თქმა უნდა ასეა.მე გამიგონია რომ ღმერთს ორი ფრთა აქვს.ერთი ცოდვილების და ერთი ანგელოზების.აბა დაფიქრდით და მიხვდით რომელ ფრთაზე ვიქნებით ჩვენ ქართველები?ალბათ თუ ცოვას ჩავიდენთ ,ცოდვილების ფრთაზე მოვხვდებით,თუ კარგ საქმეებს გავაკეთებთ და ირგვლივ სიკეთეს დავთესავთ ანგელოზების ფრთაზე მოვხვდებით.თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი და წაიკითხავს ჩემს ჩანახატს და ამ კითხვაზე პასუხს გამცემს,თქვენ წაიკითხეთ ის მონაკვეთი ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1168| დაამატა: adjara  | კომენტარი (2) სრულად ნახვა 



ლოცვა მფარველი წმინდანისადმი 

ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო (სახელი), რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 868| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა სეფისკვერისა და წმიდა წყლის მიღებისათვის

უფალო ღმერთო ჩემო, ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებელად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 849| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა მშობლებისათვის 

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი, და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი, და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი, და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 843| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის 

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა მოძღუარი, მასწავლელი ჩემი (მოძღვრის სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღუწის სულისა ჩემისათვის, და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1003| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 895| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ზიარების წინ სათქმელი ლოცვა 

მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად, ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. 

კვლად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი; შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!

ესერა მივეახლები საღმრთოსა ზიარებასა, შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი, არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა. სერობასა საიდუმლოისა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ, მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა. დიდება შენდა ღმერთო.

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1539| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 904| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გმადლობ, შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეთვე მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნე ჩვენ. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 912| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ყოვლადსახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულისხმისყოფისა და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩუენისა სადიდებელად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1159| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა სწავლის დამთავრების შემდეგ

გმადლობ შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენნი ცნობად კეთილისა; და მოგუეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 937| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა ავადმყოფთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთის-მშობელისათა მხოლოო კაცთმოყუარე. 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. 

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითარცა მრავალ-მოწყალე ხარ. 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 2344| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ბარბარეს წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრთხენი შემუსრა, და, ვითარცა სირი, განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1275| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა