.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15


ჩვეულებრივი წვიმიანი დღე გათენდა. ლონდონის ქუჩებს სასტუმროს ფანჯრიდან გაყურებდი.სილამაზე იყო უთუუოდ თუმცა წვიმა და ნოტიო ჰაერი დიდად არ მიზიდავდა.მერჩივნა, როგორც ყოველ წელს,თბილისში,ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებზე ხრაშუნით გამევლო და ვიცოდი ეს გაცილებით უფრო ესიამოვნებოდა ჩემს ყურს,ვიდრე გაუჩერებელი,ხშირი წვიმის ხმა.არსად მინდოდა გასვლა,არც არაფრის ხალისი არ მქონდა,მაგრამ უნივერსიტეტში პირველ დღეზე არ დასწრება ჩემი მხრიდან ძალიან ცუდი და დაუდევარი საქციელი იქნებოდა. ორი წელი ვსწავლობდი საქართველოში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში,მხიარულად ვატარებდი დროს,ჯგუფელებიც არაჩვეულებრივი შემხვდნენ და მათთან ერთად გაუთავებელი ლაშქრობების მოწყობა,ქეიფი და გართობა არ მბეზრდებოდა.. ისიც კი მომწონდა როდესაც სახლში გვიან ვბრუნდებოდი და მიბრაზდებოდნენ.. მე კი ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში,მყუდროდ მოვკალათდებოდი ჩემს საყვარელ სავარძელში,ყავით ხელში და საყვარელ ფილმს ჩავრთავდი. როგორ ვოცნებობდი წამით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისევე ლამაზი,თბილი და რომანტიკით აღსავსე ყოფილიყო,როგორც ფილმებშია,თუმცა ეს მხოლოდ ფიქრი იყო ან ოცნება მეტი არაფერი.. გვიანობამდე ვიმეცადინებდი,მეორე დღეს კი კვლავ დამაგვიანდებოდა რეზოს ლექციაზე,ისევ საყვედური,წუწუნი,შემდეგ კი ისევ გრიალი. ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.იმის შემდეგ რაც გავიგ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები |ნახვა: 1664| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ოთახში საწოლზე ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი. შენ თავისუფალი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს. აღარ მოგიწევს დილაუთენია სკოლაში წასვლა, უკან დაბრუნებულს კი გაკვეთილების მეცადინეობა. დაიწყო სანატრელი არდადეგები დატკბი თავისუფლებით. ამიერიდან სამი თვის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ახლა დაიძინე განა ვინმე დაგიშლისი და ადრინდელივით ყვირილს დაგიწყებს "ადექი რა დროს ძილია წადი გაკვეთილები იმეცადინეოი”არა ახლა შენ ამას არავინ გეტყვის.
გავიფიქრე ეს და დასაძინებლად მოვეწყვე, ის-ის იყო ჩამთვლიმა რომ ზედა სართულიდან ბურღის ხმა მომესმა. მალე მას ჩაქუჩის კაკუნიც დაემატა.
როგორც ჩანდა ბინა რომელშიც ადრე ბერიძეები ცხოვრობდნენ გაყიდულიყო, ახალ მეპატრონეს კი რემონტი დაეწყო. მაგრამ რაღა ახლაი როცა ხელს არაფერი მიშლიდა მშვიდი ძილისთვის. არა, მაინც რა დავაშავე ასეთიი თავზე ბალიში დავიდე მაგრამ ხმაურმა იქაც შემოაღწია. რამდენიმე წუთი ასე ვიწვალე, ბოლოს კი მივხვდი რომ ძილი არ მეღირსებოდა.
გაბრაზებულმა ეზოსკენ გავწიე, რათა მეგობრები მენახა. კიბეზე ჩასვლა დამეზარა ამიტომ ლიფტი გამოვიძახე. ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ვიღაცამ დაიძახა.
-დამიცადეთ დამიცადეთ.-უკან მივიხედე და გოგონა დ ... კითხვის გაგრძელება »


გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანები თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მასთან ერთად თეთრი ბაფთაც წვიმის წვეთებს დაესველებინა. ვხედავდი როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები.
უეცრად ჩემს გულში რაღაცამ იფეთქა, მის სიღრმეში კი მამაკაცურმა თვისებამ იჩინა თავი, ... კითხვის გაგრძელება »


...იდგე ზღვის ნაპირთან და უცქერდე ზურმუხტივით ცისფერი ზღვის უკიდეგანო სივრცეს,ეს ის განცდაა,რომელსაც ალბათ არაფერი შეედრება.ცხოვრება ზანდახან მარტო ზღვის ნაპირზე,ქვიშაში სიარულის,ზღვის ტალღებისა და ჩამავალი მზის ყურების გამო ღირს.სანაპიროზე მაღალი,აშოლტილი პალმები მზეს თითქოს ამაყად და ქედმაღლურად დაჰყურებენ ზემოდან,თან ისეთი სიამაყით გეგონება მართლა მასზე მაღლები იყვნენ. თეთრად მოქათქათე ლაინერზე,უამრავი თოლიები გუნდ-გუნდად მიჰყვებიან ერთმანეთს.ღრუბელი ხან პირქუში,ბოროტი და დაუნდობელი ხდება, ხან პატარა,ლუღლუღა ბავშვივით მხიარული და ბედნიერი... მზე ხან იცინის,ხან მოწყენილია,ზღვა ხან ღრუბელივით წყნარია,ხან კი ვიღაცაზე ან რაღაცაზე გაბრაზებულივით,გიჟივით ღელავს. დიდი ტალღის ზვირთი გადარეულივით მიეხეთქება კლდის წამონაზარდს,რომლის ქვეშაც ბავშვებს თავი შეუპარებიათ და ლაღად იცინიან.. ზემოთ კლდის ირგვლივ ფერად-ფერადი მაგნოლიები მწკრივად გაჰყოლიან დიდ და განიერ გზას...
... ქვიშა ზღვას ეთამაშება,ზღვა მზეს,მზე ღრუბელს,ყველა ერთად კი ადამიანს.მათ გარეშე ბუნება წარმოუდგენელია,ბუნების გარეშე კი ჩვენ ადამიანები... დაისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბუნების სურათია,მაგრამ მისი დანახვა ყველას არ შეუძლია,მხოლოდ ის არის ბედნიერი,ვისაც ამ ზღაპრული პეიზაჟის წარმოსახვის ნიჭი აქვს...
ჰორიზონტის ბოლო ჩასვლამდე ყველა წუთს თავისი ხიბლი და განცდა აქვს...
... და სულ ერთი წამით წარმოვიდგინე ზღვის ნაპირზე,ქვიშაში ჩამუხლული ჩემი თავი,თუ როგორ ეცემოდა მზე ზღვი ... კითხვის გაგრძელება »


გუშინ ვებრძოდი ამ ცივ ქარიშხალს, 
სუსხიან დილას ვებრძოდი თოვას, 
გუშინ ვფიქრობდი დილა ჟამისას. 
არ მივეცემი უეცარ გლოვას. 

სანთელს ვუცქერდი დაბინდებისას, 
სუსტი სინათლე და კვამლი ბოლავს, 
ბოლო სიმღერას ვუსმენ გედისას, 
და კვლავ შევყურებ საშინელ თოვას. 

ვუცქერ და ვფიქრობ ვფიქობ სიშორე, 
ან გაზაფხული თუ კიდევ მოვა, 
თვალებს ვუცქერ და ცრემლებს ვიშორებ, 
გულმაც შეწყვიტა უდაოდ ბრძოლა. 

წუხელ ზამთარში ისე შემცივდა, 
მთვარეს ვუცქერდი და ღამის თრთოლვა, 
მთვარე შენსავით ცაში მეც მინდა, 
ვგრძნობ რომ ცისადმი გამიჩნდა ლტოლვა. 

დღეს დილით თოვლმა დაფარა გზები, 
ხმელეთი არსად დაუტოვია, 
არ მიყვარს თოვლი ჩემი გაგებით, 
შენი გაგებით დაუთოვია...


შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე
მოგისმენია გრიალი ზღვისაი
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანსი
ზღვასაც ყოლია შეყვარებული 
და მერე რწმენაც დაუკარგია.
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე
საკუთარ გულში დაუმარხია.
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იხსენებს დარდით,
და ეს გრილი დარდია ზღვისა........


ცოლი დასდევს ქმარს ერთიდაიგივე ტექსტით: 
ყურიგამიხვრიტე ყურიგამიხვრიტე ყურიგამიხვრიტეეეე...
ბოლოს ქმარს მობეზრდება, მოუტრიალდება და ეტყვის:
ქალო, რაც ჩემი გასახვრეტი იყო–არ გამახვრეტინე და ეხლა მე ყური გაგიხვრიტო?!?!
:D :D :D :D :D :D