.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 08



სათაური: Zarafa
ქვეყანა: საფრანგეთი
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: ანიმაცია, მულტფილმი, საოჯახო
რეჟისორი: რემი ბეზანსონი
როლებში: მაქს რენაუდინი, სიმონ აბკარიანი, ფრანსუა-კსავე დემეზონი, ვერნონ დობჩეფი, როჟე დიუმა
ხანგრძლივობა: 1 საათი 19 წუთი
ხარისხი: BDRip




ატეგორია: ♥სასიყვარულო ფილმები |ნახვა: 1339| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე თოვლის გზიდან წამოვედი. ჩემი სხეული

ძველი სახლივით მივალაგე, ცივი და მყიფე.

ვით ჩრდილი, დიდი სინათლიდან გამოქცეული,

ტყვიით დამფრთხალი ფარასავით მივყვები ფიქრებს.


და როგორც მაშინ, უსაშველო წვიმა მოვიდა

და ბუხარიდან მოწყენილი წავიდა ბოლი.

ფრაგმენტებივით ჩამოჭრილი სიმარტოვიდან -

წვიმის ხმაური და შენი ხმა შემომრჩა მხოლოდ.


ქარი გულმკერდზე ხელს მაწმინდავს და სადღაც გარბის,

მე დაღალული ვიყურები ჩუმი სახლისკენ.

ყოველი შუქის, ლამპიონის და ჩრდილის გარდა

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1144| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო :
რა დღეში ხარ ბევრისათვის სანატრელო,
წმინდა ნინო შენი იყო სანაქებო,
დაგვიწყნიათ ყველაფერი საბრალებო.
მე გავწირე ერთი შვილი სადარდელო,
შენ კი ბევრი ჩამოგართვეს საქართველო,
დაგიხიეს შენ ის კვართი , რომ ჩაგაცვი,
მაპატიე არ შემეძლო , რომ დამეცვი.
ჩემს კალთის ქვეშ შენ იქნები საქართველო,
ყველასათვის სანატრელო , საყვარელო .
მე სანთლებთან ვამბობ ამას სადარდელო,
შენს ლოცვაში დავაღამებ საქართველო.
უცებ წვიმამ უკლო დენას , გადაიღო ,
შეკუპრული ღრუბლები კი ცამ წაიღო .
გალუმპული მიწის იდგა სურნელიო ,
ცხრა-თვალა მზე ამობრწყინდა სულ ნელიო .
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1087| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქალი სიყვარულის სიმბოლოა,
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი.
ქალი ოცნება და ფიქრებია,
ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი.
ქალი სითბოა და ალერსია,
ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი.
ქალი გაზაფხულის პირმშოა და
მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი.
ქალი ტურფააა და ტანწერწეტა
როგორც ალვების ხე აშოლტილი.
ქალი აპრილების იაა და
ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი.
ქალი რბილია და სათუთია,
კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი.
ქალი მათრობელა ღვინოა და
ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი...



მინდა სიყვარული ერთი,
მინდა ოცნებები ბევრი,
მინდა სიყვარული ღმერთის,
მაგრამ სიძულვილი მებრძვის,

მინდა გამოჩენა თავის,
მინდა შებინდება ღამის,
მინდა გათეტება დილის,
მაგრამ სიყვარული ტირის,

მინდა ჩაპიქრება ღამით,
მინდა დაძინება წამით,
მინდა გაქარწყლება დარდის,
მინდა ცხოვრებაში კარგი,

მინდა შეგიყვარდე თუნდაც,
მინდა შეგიყვარდე წამით,
ჩემს გულს სოყვარული უნდა,
მაგრამ შენს გულს მეგობრობა სურდა.



მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ვეღარ ახწევს მზე.
დედა ხელით ცომსა ზელავს, თან აყოლებს ცრემლს,
... კითხვის გაგრძელება »



და გულის ფეთქვით მე ვაღებ კარებს,
რასაც იქ ვხედავ ეს მინთებს თვალებს,
მე ვხედავ მთვარეს, რომელიც აღებს
სამოთხის კარებს... სიმშვიდეც თანმდევს.

გამარჯობა თქო ვუთხარი ჩუმად
და შევანათე თვალები სუსტად
გაგიმარჯოსო მომიგო უმალ 
და დავასრულეთ ნათქვამი უცბად.

ცოტა სიმორცხვე კი შემეპარა
ჩემ სამოთხეში ვარდებს ეხარა.

მივუჯექ გვერძე, იმ ლამაზ მთვარეს
სამოთხის კარებს რომ მიღებს მწარედ.
ტვინში გავივლებ მე ლამაზ აზრებს
იქნებ ოდესმე ოცნებაც ახდეს.


(გალაქტიონს ხომ ყავდა მუზა,
მას ერქვა მერი,
მის გულში აღძრა მან ყველაფერი.

მეც შემომიჩნდა ასე ეს მუზა,
ჩემ გულში ძლიერ ჩაუშვა ღუზა. ) 



უკვე მერამდენე ლექსს ვუძღვნი სიყვარულს,
მისი არსება ჩემ გულში ბინადრობს,
მისი თვალებით მე ვხედავ მზეს
და ის ცხოვრებას მინათებს დღეს.

ღიმილი რომელიც მას გააჩნია,
ყველაზე მეტად ჩემ გულს ატყვია,
მე ვეღარ ვუძლებ ცალმხრივ სიყვარულს,
მისი არსება ჩემში ბინადრობს.

ნეტა როდემდე შევძლებ გაძლებას
ეს სიყვარული უცბათ არ ქრება.
შენ სამუდამოდ დარჩები ჩემში,
ალბათ ოდესმე ყველაფერს გეტყვი. 




დედა-ეს არის ის პიროვნება,
რომელოც ცხრა თვე მუცლით გვატარებს
დაბადებიდან აკვანში გვარწევს ,
და იავნანას გვიმღერის მუდამ...
გასწავლის როგორ უნდა იარო,
როგორ თქვა დედა,როგორ თქვა მამა
გამშვიდებს მაშინ როდესაც ტირი,
გიხვევს ეზოში ნატკენ იარებს...
როცა ვიზრდებით, ვიხსენებთ ამას
გვინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ჩავეხუტებით, გულში ჩავიკრავთ
და ვიგრძნობთ სითბოს, მის დიდ სიყვარულს...
კვლავ გავა წლები
ჩვენ თვალს გავახელთ,
ვერ ვიგრძნობთ სითბოს, წარსულ სიყვარულს
მიმოიხედავ შენ აქეთ-იქით
და დაინახავ შავები ჩაცმულს...
ეს შენ ხარ, გლოვობ საყვარელ დედას
გინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ტკბილად ნამღერი იავ-ნანა და
თბილი აკვანი, მისი ხელები... 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 963| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გვეუბნებიან, რომ თვალებით ვგავართ ერთმანეთს,
შენი ღიმილი ზამთრადქცეულ მიდამოს მითბობს,
ბუნებრივია, სულებითაც ვგავართ, ღრმერთმანი!..
კვლავ ნანინანატრ ბავშვობაზე მინდა მოგითხრო

ჩურჩულით, ხოლო მარტოობის საათებს წაშლის,
აივანზე რომ ქარი დადის, ქარიზმატული,
და საღამოსთან მისტიურად ამყარებს კავშირს,
ჩემს განწყობაში თავნებობა ქალის მატულობს.

ეს სტრიქონებიც მოგხიბლავენ, გაგაოცებენ-
თითქოს ევროპულ ყაიდის და ბევრად აზიატს,
შემოვუნახოთ თოვლის ბაბუს საგზლად კოცნები,
ჩამოურიგოს საქართველოს ფესვებს ვაზიანს.

მიმოეფერე დაღლილ ხელებს და დამაჯერე,
რომ ფანტელები ნიადაგის ნაოჭს კემსავენ,
მერე თითები მითიურად, ზღაპრად აღწერენ
მოგზაურობას მთებში, სადაც ხარობს კესანე.

გარეთ იმპროვიზირებული დგანან ნაძვები,
წყვილმა ფიფქებმა ფანჯარაზე ფრთები დახატეს,
იფარფატებენ შუშხუნებიც, სანამ გაძლებენ…
ოთახს სინათლის აურა აქვს. ვხვდებით ახალ წელს.




თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.
გაყინულა ნაკადული,
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;
გულს კი მაინც ზეიმი აქვს -
დილა არის ახალი წლის.
ხეზე ჩიტი დაღვრემილა,
თითქოს ფრენა აღარ იცის,
გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -
დილა არის ახალი წლის.
გაძარცულა ხის ტოტები,
ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;
გულს კი თითქოს სიო არხევს -
დილა არის ახალი წლის.
ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,
გული სახლში აღარ იცდის;
მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -
დილა არის ახალი წლის.
ჩვენი თოვლის ბაბუა
ნეტავ რად არ ჩანს,
შორი გზიდან მომავალი
ალბათ არსად ჩანს.
შორი გზიდან მომავალი
ჩვენ გველოდება.
შემოვა და კმაყოფილი
ჩვენთან დარჩ ება 



თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!
მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
ყელი ჩაგვიკოკლოზინა.



თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო…
ჩქარა ტაში,
ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო!
ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
წიფელა და თელაო.
ეს რა კარგი,
რა ლამაზი
დილა გაგვითენდაო.
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო…
ჩქარა ტაში,
ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო!




თოვლის ბაბუა
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.



საახალწლო
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.
მორის ფოცხიშვილი
ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო.


გივი ჭიჭინაძე




მოვა, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო! -
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
ნოდარ დუმბაძე



საახალწლო კარნავალზე
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.
მორის ფოცხიშვილი



ქარი რომელიც ისევ თავში ქრის,
მატარებელი მე აღარ მიცდის,
მე ისევ ვჩქარობ, ის კი დროს მითვლის,
ჩემი ცხოვრება ამ წამს განიცდის.

ეს წამი არის ის სიყვარული
მე რომ განვიცდი, მატარებელი ისევ არ მიცდის,
ქარი რომელიც ისევ თავში ქრის,
ჩემი ცხოვრება მე წამებს მითვლის.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 861| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იფიქრე იფიქრე რადგან 
ფიქრში არსებობს სიყვარული
გიყვარდეს რადგან,
სიყვარულში არსებობს სიცოცხლე,
იცოცხლე რადგან სიცოცხლეში ვარსებობ მე. 

***

მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,
დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი
მიყვარდა ისე როგორც ნახატი
მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,
მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით
ვით სახარება ანუ განგება,
მე ის მიყვარდა დაბადებამდე,
სიკვდილის მერეც ის მეყვარება

***
როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი, 
ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე,
ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა შენ რომ არ მყავდე
ამ ქვეყანაზე...

***
ქარს გავატანე შენთან ნაზი კოცნა, 
ალბათ გაუჭირდა ეხლა შენი პოვნა, 
სარკმლიდან ისმის შენი ხმა სანუკვარი,
გამოდი მიიღე ჩემი საჩუქარი.. 
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1149| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა