.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » თოვლის ბაბუა
10:30
თოვლის ბაბუა


თოვლის ბაბუა
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.
კატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 | ნანახია: 1118 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]