.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31


ახალი წლის მობრძანებას შვებით ველით,
ლოცვით შორეთს გავაცილოთ წელი,ძველი,
უწმინდესო,თქვენ დაგვლოცეთ,შუბლნათელო,
არ გვენახოს საქართველო უქართველოდ!
ამ ახალ წელს დაგვაბედეთ სიხარული,
ძმამ ძმას ხელი ჩამოართვას სიყვარულით.
დედის თვალზე არ დიოდეს სევდის ცრემლი,
უფლის კარზე მოგვიმრავლეთ რწმენით მრევლი.
ჩვენც დაგვლოცე უწმინდესო,შორეთს მყოფნი,
ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ავადმყოფნი.
ემიგრანტებს დაგვილოცეთ ჩვენი წილი-
საქართველო,სანატრელი,ტკბილზე ტკბილი.
დაგვაბრუნეთ,აღარ გვინდა აქ დარჩენა,
დაგვილოცეთ ემიგრანტთა გადარჩენა.
დაგვილოცეთ სამშობლოსკენ გზა და კვალი,
კვლავ აგვინთეთ გულში რწმენა,ფერგამკრთალი.
სამშობლოდან შორს შევხვდებით ამ ახალ წელს,
ძველ წელს საგძლად გავაყოლებთ დარდსა და ცრემლს. ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 |ნახვა: 5550| დაამატა: adjara  | კომენტარი (4) სრულად ნახვა 


დრო მაინც მიდის...სულ ცოტა ხანში 
ახალი წელი კარს მომადგება; 
შემოიხედავს ჩემს ბნელ სენაკში 
და...კარის ზღურბლზე შეყოყმანდება;_ 

აღარც ნაძვის ხე,არც მაჭახელა, 
(თოფი კედელზე ჰკიდია ობლად)_ 
აღარც:,,რა მოგაქვს,ახალო წელო?”, 
აღარც ,,ალილო”,აღარც ,,რაშოვდა”;_ 

მტევნებშემხმარი ვენახი მხოლოდ_ 
მე, ამ სენაკის ჩუმი ხიზანი, 
კიდევ...კედელზე ორი ჭაბუკი_ 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 989| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როცა მარტო ხარ, როცა გინდა ვინმესთან ერთად გაატარო ეს მშვენიერი დღესასწაული , მაგრამ.. მაგრამ შორსააა ასეთი ბედნიერება .. 
ზიხარ მარტო და ფიქრობ იმაზე თუ როგორი იქნებოდა , როცა შენი ოცნება ახდებოდა, როცა ოჯახი გეყოლებოდა და როცა ვინმესთან ერთად გაატარებდი ამ მშვენიერ დღესასწაულს.. 
ვოცნებობ რომ ვინმე მყავდეს და არ მიწევდეს ამ ბავშვებთან ერთად , სიბნელეში შეხვედრა ამ ახალი წლისა .. ნეტავი იცოდეთ რა საშინელებაა აქ.. თითქოს სიკვდილი ყოველი მხრიდან არის .. მოგეპარება დააა გეტყვის „დრო დადგა შენი„ .. უიმედოდ ვარ.. სხვებიც უიმედოდ არიან.. უკვე აღარ გვჯერა ამ ახდენილი ოცნებების .. უკვე ახალი წელი იწყება , ჩვენ კიდევ ისევ მარტო ვართ .. ნეტა იცოდეთ ბავშვებს ერთად რამდენჯელ დაგვიწერია წერილი.. გვეგონა წერილს მაინც წაიკითხავდა,მაგრამ შევცდით .. 
ნაწყვეტი პატარა ბავშვის დღიურიდან .. 



გემუდარები,მიყურე ისე, 
თითქოს მხედავდე უკანასკნელად, 
თორემ, ხომ ვიცი,ცოცხალი_ცოცხალს 
გაუგებს ძვირად,შეუნდობს ძნელად. 

გემუდარები, იფიქრე ისე, 
განუკურნელი რამ მჭირდეს სენი, 
თორემ ,მე ვიცი,მრთელსა და ჯანსაღს 
არ მეღირსება ნუგეში შენი. 

გემუდარები, ჩათვალე ისე, 
რომ ეს ცხოვრება უკვე წავიდა 
და ყოველ დილით წამოდექ რწმენით, 
თითქოს ხელახლა იწყებ თავიდა ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 928| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


ნაძალადევად არ მიცდია ლექსების წერა, 
განგებ არასდროს მიძებნია მათში სიმართლე, 
ის თავისთავად მოდიოდა ჩემს ბნელ სენაკში, 
იპარებოდა ნაპრალებში,როგორც სინათლე. 

ვერ გამოვდექი ღირსეული მათთვის გადია, 
ვერ დავარწიე კურთხეული მათი აკვანი, 
ვერ მოვიცალე მიწიერი საზრუნავისგან, 
არც ცხოვრებაში არ მეღირსა სხვა გასაქანი. 

მხოლოდ ცრემლებით ვერ ვახარე ჩემი ნატვრის ხე, 
ვერ გავაღვივე მათთვის საზრდოდ პურის მარცვალი 
და საცოდავად მიყუჟულებს მწირ უდ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 934| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ყაყაჩოვ,ლამაზს დახალიანს 
მე მთელი ცხოვრება გნატრობდი, 
მოგწყვეტდნენ?_მტკიოდი ძალიან, 
გთიბავდნენ?_ვდარდობდი...ვდარდობდი; 
და მაინც ვერასდროს დაგტყუე 
რა ჯადო,რა ცეცხლი გინთია, 
რა ვქნა,ხომ ყბრალო ქალი ვარ 
და არა გრძნეული მინდია. 

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 945| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როცა უყურებ და ვერ ეტყვი მტერს, 
რომ მტერია 
და ვერც სიმართლეს ვერ მიახლი 
პირსი მოყვარეს, 
ეს ყვველაფერი,ყველაფერი 
ისე ძნელია 
დათკივილებმაც არაერთხელ ისე მოგღალეს; 
მაგრამ ამაზე ათასწილად ძნელია უფრო 
გახდე უგნურთა 
დაუგვანთა თანაზიარი... 
ფრთოსან დემონებს ანგელოსი 
გერჩივნოს უფრთო, 
ფრთებდალეწილიც მაინც, 
მაინც ლამაზი არი... 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 873| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა