.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » მუდარა
01:33
მუდარა

გემუდარები,მიყურე ისე, 
თითქოს მხედავდე უკანასკნელად, 
თორემ, ხომ ვიცი,ცოცხალი_ცოცხალს 
გაუგებს ძვირად,შეუნდობს ძნელად. 

გემუდარები, იფიქრე ისე, 
განუკურნელი რამ მჭირდეს სენი, 
თორემ ,მე ვიცი,მრთელსა და ჯანსაღს 
არ მეღირსება ნუგეში შენი. 

გემუდარები, ჩათვალე ისე, 
რომ ეს ცხოვრება უკვე წავიდა 
და ყოველ დილით წამოდექ რწმენით, 
თითქოს ხელახლა იწყებ თავიდან. 

გემუდარები, იცხოვრე ისე, 
ვერ შეგიცვალოს ჟამმ იერი, 
შენი სისუსტით ძლიერი იყავ 
დაუბედობით კი_ბედნიერი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 929 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 sali  
0
magari lepsiaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]