.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 05


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 858| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვინ არის ის ვინც არასდროს გტოვებს
და გულში წყენას არასდროს გიტოვებს
დე–და ეს სიტყვა ბევრის მთქმელია
და ეს სიტყვა მიწაზე ღმერთია
მას ვერ აბერებს თუნდ საუკუნე
და მის მოყოლილ ზღაპრებს
გულში გიტოვებს
მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო
ბავშვურად ვუთხრა:დედა, დედიკო
მინდა ფეხსაცმლით კვლავ ვიბაკუნო
და გვერდით მწოლი მამიკო გავაღვიძო
მინდა კვლავ მოვტყუვდე
რომ თოვლის ბაბუა არსებობს
და თოვლში ძმასთან ერთდ ის ავაშენო
მინდა დავყავდე ბაღიდან სახლში
და შინისკენ ვითვლიდე ნაბიჯს
მინდა კვლავ ვნახო მისი ცრემლები
როცა პირველად ლექსი მოვყევი
მინდა წამი გამოვყო და უფალს ვთხოვო
მომცეს რწმენა რომ დედა ვასახელო!



1.დავიღალე...და არ ვიცი რით...ალბათ ცხოვრებით...მრავალფეროვნებით....მარტოობით...ჩაკეტილობით...მე თვითონაც არ ვიცი რით დავიღალე
2.მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,და მე უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,მაგრამ აღმოჩნდა,მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
3.არასოდეს ატკინო გული იმ ადამიანს ვინც შენს თვალებში საკუთარ სიცოცხლეს ხედავს...!
4.ნიუტონის მეოთხე კანონი: კუთხეში მიმწყვდეულ სხეულს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია
5.არიან ადამიანები, რომლებთანაც მისვლის სურვილი გიჩნდება და გინდა უთხრა, რომ ტვინის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია 
6.განა იმიტომ ვთვრები და ვლოთაობ რომ ბევრს ვბედავდე? არა უბრალოდ მინდა მთვრალი ორად გხედავდე
7.თუ ვინმე გიყვარს, უთხარი მას...ნუ შეგეშინდება მისი რეაქციის და პასუხის, ცხოვრება ხომ ასე ხანმოკლეა.უნდა გამოიყენო შანსები და თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც გეგმავდი , ნუ დაღონდები, რადგანაც ცხოვრება გრძელდება და ნამდვილი სიყვარული ყოველთვის შენს მოლოდინში იქნება
8.ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული...
9.მუხლზე დავდგები ერთადერთი უფლის წინაშე... ადამიანთან?- არასოდეს არ დავიჩოქებ!!! 
10.ყველაზე ძნელია დაივიწყო არა ... კითხვის გაგრძელება »



გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა, 
ის ვინც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. 
დაუკითხავად მიმოფანტა ჩემი სიმშვიდე 
და გარდასული მომანატრა აწმყო- მყოფადში. 

მოჩვენებაა,ალი არის, აზრი არა აქვს 
ვით ქარის დევნა-მოხელთებას ტრიალ მინდორში... 
ფრთიანი სიტყვა შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ, 
ვით ვერცხლის ტყვია შეუცდომი ჩუბინის ხელში. 

სიშლეგის ზღვაში თავზე ხელი მაქვს აღებული 
და ამას ვითხოვ თუ ყინულის გულს ვერ ვაურვებ, 
რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავედ სცნოთ ქალი ელვა, 
ჩემს ცხოვრებაში ავბედითად გამოჩენილი.


ამაოებას განშორებული
არ დავიღლები მე მზის ფერებით,
როგორც სანთელი მისთვის მლოცველი
წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.

ცისფერ თვალების მზერას მივყვები
და უშენობას ვითვიმ წამებით,
თუ სიხარული არ მიწერია
დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.

დასაბამიდან დასასრულამდის,
დასავალიდან ასავალამდე,
მარადიული სული მდევარი
არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.

გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს?
საფიცარიდან კიდით-კიდემდე
და არ დავცხრები მანამდე სანამ,
ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.

კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია
და უცილობელად ასე იქნება.
მგელი და კრავი ერთად მოძოვენ,
რადგან უფალმა ასე ინება.





სიყვარული მოგალანდებს ფერიებს,
დაგაჯენს და ლექსებს დაგაწერინებს,
აგიტაცებს მაღალი მთის მწვერვალზე
მერე უცებ დაგანარცხებს მიწაზე.
სიყვარული აზვირთებულ ზღვას გავს,
მე კი ვგევარ პატარა ნავს ზღვაზე,
აქეთ–იქით მიმახეთქებს ტალღა
დამამსხვრევს და გადამყლაპავს მალე!


ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნებისდა
 ხეივანის მიმართულებით,
ამეკოცნები სულ მოუთქმელად 
და თუ დამინდობ შემომესმები.

ვით მოთარეშე ზღურბლზე მომდგარი
უკან არასდროს არ დავბრუნდები.
დავწვი ხიდები შენსკენ სავალი,
ან დაგიპყრობ, ან აღვესრულები.

შენა ხარ ჩემი შესაღებელი,
სხვამ შენი ფასი დღემდე არ იცის
და ეფინება დრო მორჭმულ სოფელს,
ბოლო მაისის სურნელი მიწის.

სად არ გეძებე... აქ კი გიპოვე,
დრო ჟამის ზღურბლზე გველთან მყუოფელი,
შენი ნება და შენი სულთქმა ვარ,
შენ ხარ მგეშავი შეუცდომელი.

...ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნების და
 ხეივანის მიოართულებით,
ამეკოცნები სულ მოუთქმელად 
და თუ დამინდობ შემომესმები.



ორი ქალაქის ცხოვრებით ვცხოვრობ,
დღისით ერთი მნთქავს,ღამით მეორე.
სად უშეცდომოდ ვიცი რით სუნთქავს,
ყველა გიჟი და უველა მეკობრე.

ტყუპისცალების ხვედრია ასე,
უერთმანეთოდ ვერ ბერდებიან
და როგურც ყველა შეყვარებული
ცალ-ცალკე არსად არ ჩერდებიან.

ორიდან ერთი გასაღებია,
ხოლო მეორე გასაღებელი,
საიდუმლოთა საიდუმლოა, 
ამ ორის მიერ შესაღებელი.



სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო,
როგორც საყვარლის ტუჩებს ტუჩები,
თუ ჩემს სიყვარულს არ გააბნევენ
მუზა და მისი დები ურჩები.

დავწერ მასზე მეტს რაც მიწერია,
არც ერთ გამხელას არ დავზარდები
და ძალ მიხდილი განთიადისას,
მაისის ზღვაში გადავვარდები.

აქ გამაკარით ვით მაცხოვარი,
ყველა ცოდვების გამომსყიდველი,
სხვა ხსნა რა არის ამ ქვეყანაზე
და მეც არა ვარ სხვა გზის მხილველი.

გაკვალულ ბილიკს მივყვები მარტო
და ალბად სადმე გადაგეყრები
ამ უბეში ფეთქს მარცხენა მხარეს,
მზე შენი ხსოვნით განახარები.



არ შეიძლება რომ არ მოვიდეს,
ის ვის მოსვლასაც გულით ელიან.
არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს,
ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან.
არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად
და მარტოობა არა გტკიოდეს,
გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს
წყაროთა წყარო არა გწყუროდეს.
თუ ერთადერთის მავედრებელი
გულ გატეხილი არ დაეცემი,
მისთვის სათნო და მისთვის კეთილი,
ბოლო სინანულს არ მიეცემი!



გიყურებ და დნება გული

მშვენებისგან ჩრდილავს სული,

გიყურებ და მრჩება თვალი 

ლამაზია შენი ტანი.


გიყურებ და მიდის წამი,

წარსულია, ჩვენი კვალი

გიყურებ მიდის დარდი 

მიდის წვიმა, მიდის ქარი.


გიყურებ მოდის ნავი

გავატანოთ ჩვენი ავი.

გიყურებ და ღრუბელია

ისევ წვიმა, ისევ ქარი.


არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით,
ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები.
იტყვიან თითები,თვალები,ბგერები,
თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი.
და ჩვენ ერთმანეთში როცა 
დავირწევით, 
მეცხრე კარიბჭემდე როცა ავიჭრებით, ჩვენი მზეებით და ჩვენი იმედებით,
ერთი სიცოცხლით და ერთი დაბეჭდებით,
სამყარო გახდება მეუფის საუფლო,
ცოცხალ სიყვარულის ვარდი სამაისო.
ო, ასე მოხდება ვიცი ყველაფერი,
რასაც დრომდე ბურავს ღამე საფარისო. 
ხომ არ დამივიწყებ,ჩემო ამ უკუნში? 
ამ ღვთის რისხვის ჟამში ხომ არ დამშორდები?
მე შენ მიერი ვარ მხოლოდ მოიმედე
სიყვარულს გაფიცებ გთხოვ,ნუ ჩამიწყდები. 
...არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით,
ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები.
იტყვიან თითები,თვალები,ბგერები,
თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი



მომენატრები როცა ძალიან უსაშველობით ნაავადარი,
ქარის წისქვილებს ავუხირდები შენზე ფიქრებით განაწამები.
წამოვიშლები როგორც სამუმი სივრცის და დროის გადამფარველი,
ქარებს ვეცემი ქარად ქცეული და დაიმითვლიან სიკვდილს წამები.

ქვაზე ქვა აღარ შემოიდება ურწმუნოების დასაფიცარი,
აღიგვება და წარიხოცება უგუნურება ფესვებ მოჭრილი.
აღარაფერი აღარ დარჩება როცა სიშლეგე გადაიხსნება,
გადიკარგება უმისამართოდ... აღარც მღერა და აღარც ტირილი.

მომიგონებენ შენი თვალები, მე მათ სარკეში განაბზარები,
სულის სიმების თლილი თითები და თმებ გაშლილი მზეთა სხივები.
ცამდე ავღმართე მე მოთმინება ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი,
და აღარ დარჩა არც რა წერტილი, სადაც არ მდევდნენ შენი ხილვები.

მოგეგებები გაცხადებისას უდიადესი ღამის მთეველი,
მინდა სამყაროს გავაგებინო... ვეწამო შენი წარმოჩინებით.
ამოგიკითხავ შენით მწყურვალი ყველა ცრემლსი და ყველა ღიმილში,
ჯვარი გვწერია რადგან წარსულში, ჩვენ მომავალშიც ერთად ვიქნებით.



წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე,
ჩვენს ისტორიას.ამბავს დაკარგულ სიყვარულისა.
როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან
მოზიარენი დაუსაბამო სინანულისა.
იქნებ დავყრუვდე და ამ შვებას შეფარებული
გადავიკარგო, ვიქცე კაცად მე ამ წვიმისა
და აღარავინ და აღარასდროს და არაფერი,
აღარ იქნება მზარებელი ჩემი ხილვისა.
წვეთებს გავყვები მათ იციან ჩემი ამბავი
და მეც მათსავით დავიღვრები დასავიწყებლად,
თურმე ტკივილიც შეიძლება იყოს ტყუილი
მე დავიჯერებ ამ სიშლეგეს შენს სახარებლად.
წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე,
ჩვენს ისტორიას .ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. 
როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან
მოზიარენი დაკარგული სიყვარულისა.



ზაფხულში მიყვარს , მე ზღვაში ჩასვლა

ხოლო ზამთარში ქალებში წასვლა,

შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა

და მეძავებთან ლექსების ხარჯვა.


მე მივდიოდი ქუჩაში მარტო

როცა მეძავემ ჩაიცვა პალტო,

უცებ დაქუხა მოვიდა წვიმა

მეძავეს დაეწყო ტუჩების ყინვა.


მასთან მივედი მოვხვიე ხელი,

ხალხმა მიყურა, დამარქვა ბრძენი

ამ სევდიანი ამბავის შემდეგ 

მიყვარს ქალები უზომოდ დღემდე.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 911| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მღერის აისი გაღვიძებული
სიყვარულისთვის ფრთა მოხატული,
ზეკარს შეუღებს მაისის სული
ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.

არ დაახანებს რა წამს მოუხმობს
გადმოიქროლებს როგორც ისარი,
მისი ტკივილით ნაავადარი
უტყვი,ეული,გულ ნაისარი.

გადაიხსნება როდესაც მასში
თმებში ჩააწნავს ცათა ხავერდებს,
აავსებს ხსნით და შემოავედრებს
სასო წარკვეთილ მყინვარ მწვერვალებს.

და დაირწევა დრო უდროობის 
ჯერ არ წნული და ჯერ არ ნამღერი,
დაფარავს ულევ მარადისობას
ჭეშმარიტების წმინდა ნამქერი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 901| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



კახეთში ვიყავ, ვენახი ვნახე,
კვიტრი აქვს უკვე გამოტანილი,
საგაზაფხულო სურნელით არის
აფეთქებული მთელი აპრილი.

ლერწიდან ლერწზე ვეგებებოდი
დიად სიცოცხლის გამოღვიძებას
და სიყვარულის ჩემი ცრემლები
ერთვოდა ვაზთა ცრემლიან გზნებას.



დამასახლე შენს ხელისგულზე..
სიყვარულის და სიცოცხლის პარალელში
დავიდებ ბინას.
ხელები სწრაფად დაიბანე,
არა მაქვს ქოლგა...
გავილუმპები.
დამასახლე შენს ხელისგულზე,
დავასუფთავებ,
დავაწკრიალებ,
ვუპატრონებ .
და თუ შევძელი
შენს ბედის ხაზებს
გადავუტან კალაპოტებს
ჩემებისაკენ.
ცერა თითიდან ნეკა თითზე
გავაბამ ჰამაკს,
და გაღვიძებულს თან ამყვება
შენი სურნელი,,,
დამასახლე შენს ხელისგულზე.
და თუ წამძლია ცნობისწადილმა,
თუ ავუყევი შენს გონის ხაზს ზე..
შემოეხიდე ჩემს ნაბიჯებს..
გაღიმებულ ჭიამაიას -
შემაშველე ცერა თითი,
არ ჩამოვვარდე.




შენ ახლა შორი ხარ...
შორი და უჩემო...
აქ...
ჩემთან...
ოთახში კვლავ ჩუმად დადიან...
არ მინდა,
რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო,
ასე ვარ,
როდესაც ტკივილი ნაღდია.
დღეს ისევ მარტო ვარ,
გთხოვ,
ხელი მომკიდე,
ვგრძნობ,
შენი სითბოა,
რომ მოდის შორიდან...
და თუ ვერ შეძელი,
რომ თვითონ მოხვიდე,
მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.




შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...



ზეცას თვალში ჩაუვარდა მზე და
ეს დღეები უჩვეულოდ ტირის,
მეზობლის ბიჭს დაეკარგა მზერა,
გოგოს გაჰყვა ნაწვიმარზე ტივით.
ქუჩებს ფეხი აერიათ, მუჭა-
მუჭა დააქვთ მომწყვდეული სევდა,
თავმოხდილი დგას დუმილის ჭური,
ხაპავს გამვლელ-გამომვლელი,
ხედავ
წლები როგორ გადმოფინა თოკზე
ქალმა, მერე შეისწორა თმები,
გუშინ სახლთან, ბრმა ჭადარი მოკლეს,
დაინახა სხვა თვალებზე მეტი
იქნებ...
ახლა განწყობაა ცივი,
უფრო, ვიდრე ჩემს ჭიქაში ყავა,
მე უქოლგოდ სიარული ვიცი,
მეამინდეს მუცლიდანვე დამყვა.



მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა -
დაუსრულებელ ნეტარების წმინდა ღამეში
ბებერი თუთა სიყვარულზე, რომ მიამბობდა.
ორქიდეების სინაზეთი განებივრებულს,
ყოველი დილა სასწაულად მეჩვენებოდა
და მიხაროდა თბილი სხივით გამოღვიძებულს
ფაქიზი გრძნობაც ყვავილივით, რომ იშლებოდა.
ყველა მიყვარდა და მჯეროდა ყველა ნათელის -
გაძარცვულ ბაღში მწუხარებით თვლემს შემოდგომა,
მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა.



შენ ჩემი ქვეყანა ხარ..ჩემი სამყაროს ნაწილი ♥

მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს, მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს, ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება, თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება... სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ, ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ.

ყველაზე ლამაზი სიტყვა ხარ! ჩემი სიხარულის მიზეზი ხარ, ჩემი საკმეველი,სანთელი ხარ!ჩემი სიციცხლის საუნჯე ხარ!ჩემი სიცოცხლის საწყისი ხარ, დაუმთავრებელი ლექსი ხარ, თუნდაც ათას ქალს ეკუთვნოდე ჩემთვის ხომ ერთადერთი ხარ!

როდესაც შენ გეზიზღება შენი ცხოვრება იმის გამო, რომ რაღაც რაც გინდა ამ წამს არ გაქვს, ამ დროს ზოგი ლოცულობს, რომ შენნაირი ცხოვრება ჰქონდეს..

"ჯობია სიამაყე დაკარგო საყვარელი ადამიანის გამო, ვიდე საყვარელი ადამიანი სიამაყის გამო."

მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ რასაც სიყვარული ქვია,შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ რასაც სიცოცხლე ქვია..❤

... კითხვის გაგრძელება »



1. ბედნიერება ჩვენშია, და არა საგნებში. 
2.ფერად აფსურდში ვცხოვრობ, შავ-თეთრ ქვეყანაზე
3. მე ვუყურებ ცას და ვხვდები რომ მიწა აღარ მომწონს
4. ჩემთვის არაფერი არსებობს, ჩემთვის ყველაფერი მორჩა, როცა ვიძინებდი გავიგონე.. ჩუმად იჩურჩულეთ ”მოკვდა” ჩემთვის არაფერი არსებობს.. მკვდარი ისევ ისე ვბოდავ.. 
5. გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი.. დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.. 
6. ახალი არა, სულ არაფერი, ახალი კი არა ძველიც სადაა? მომწონს ცხოვრება შავ-თეთრი ფერის, უფრო წყნარი და უფრო სადაა
7. სხვისთვის უბრალო ბიჭია, ჩემთვის სევდა და ეჭვი, მისთვის უბრალო გოგო ვარ, სხვისთვის?! ჯანდაბას სხვები.. : ) 
8. მწარე წუთები გამოვიარე, არ გამიმართლა არცერთ სცენაზე... მარადიული კითხვა მაწუხებს.... ღირს გადავიდე შემდეგ ეტაპზე?
9. ვინმემ მომაშველეთ ცოტა გაზაფხული, სულში ყინვისაგან კვდომის მომენტია 
10. ერთი მოურჩენელი სენი მჭირს ... ყველას ვისაც ლაპარაკი შეუძლია ადამიანი მგონია ..
... კითხვის გაგრძელება »



ნამდვილი ნამდვილს ნამდვილად ცნობს...


♥შენი სახელი მინდა ვიყვირო ”....” მთელს ქვეყანაზე ყველგან რომ ქუხდეს........ ცის კამარაზე მინდა დავწერო - მე მას ვუყვარვარ! სულ ყველას გშურდეთ.. ♥


როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე..


)თითქოს არ მიყვარხარ მაგრამ სხვისთვის მენანები, თითქოს არ მინდა შენი ნახვა მაგრამ საოცრად მენატრები !!!!!!!!!!!


ვიცი რომ სულ გებუზღუნები, გაკრიტიკებ, გლანძგავ და ყველაფერს გეუბნები მაგრამ მე ყველაზე მეტად მიყვარხარ, ისე როგორც ვერასრდოს ვერავინ შეგიყვარებს....(ეს შენ გეძღვნება ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ვიცი მიხვდები.)


ერთი სმაილი მომწერე და მთელი დგეა ვიღიმი, ძვირფასია ის რასაც ვერასოდეს იყიდი...


დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა…


იმედია მოგეწონათ... ძაანაც ნუ გამაკრიტიკებთ, პირველია...და კომენტარებს მაინც ნუ დაიშურებთ... ეს აუცილებელია იმისთვის რო ... კითხვის გაგრძელება »



1)))წარმავალია ყველაფერი ამ ქვეყანაზე,მხოლოდ ერთია მოგონება რომ რჩება მარად...

2)))ადამიანი რომელიც სხვის ნაბოდვარს დაუჯერებს და ახსნის საშუალებას არ მომცემს ის არ არის ჩემი ღირსი....

3)))ნურასდროს გამახსენებ ,,ჩვენს დღეებს” და ნუ იტყვი რომ რამეს ნანობ…რომ სხვანაირად არ შეგეძლო და შენ მე გიყვარდი ის სითბო კი სადღაც შენში დაილექა და რომ ოდესმემხურვალე გულით მინატრებ…:))

4)))ის არის წყალი ჩემს უდაბნოში,ყვავილი ჩემი ფანჯრის რაფაზე,თბილი ქურთუკი ზამთრის ყინვაში,მომყვანი ჩემი კოცნის მადაზე .. ♥

5)))გიტარაზე დაკვრა მინდა ვისწავლო, რომ აკორდებით აგაწყო..რომ "გი"მღერო..შეგიგრძნო..შეგისისხლხორცო და სულ ჩემთან იყო გულის სიღრმეში

6)))ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.. ♥

7)))შენ შეგიძლია, საყვარელი ქალი ყოველდღე, ახალ-ახალი საჩუქრებით გაანებივრო? არ შეგიძლია... აი, მას კი შეუძლია, რადგან ის მაღმერთებსს...

8)))ისევ, არ ვუჯერებ დედას... ისევ, უშენობით ვლოთობ :*)

9)))იდგა მათხოვარი ლამაზი ხელებით,ლამაზი ცრემლებით, დიდი მწუხარებით,ის იყო ბავშვი უსიტყვო ვედრებით,ითხოვდა სიყვარულს გაწვდილი ხელებით..

10)))დედამიწაზე არ მეღირსა შენთან ყოფნა !! იმედია ზეცაში მაინც ვიქნებით ერთად.. ... კითხვის გაგრძელება »



1)ცოტას დავიცდი, სანამ წვიმის გავა სურნელი....
ნუღარ განიცდი, პატიებას ჩემგან ნუ ელი!
ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
ნუღარ განიცდი, ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ!!!
2)ქალი..?! ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა დანნარჩენი სისულელეა...
მამაკაცი..?! - ღმერთია, მაგრამ ეს ღმერთი ყოველთვის ქალის ფეხებთან ზის!!!
3)წახვალ... და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები... და მერე ჩურჩულით იტყვი "მიყვარდა" მაშინ გკითხავენ "რატომ დაშორდით?" გაგეღიმება, სიიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი "ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი"...
4)შემოდგომა მეგონე და გაზაფხული ყოფილხარ....
მე წასული მეგონე და თურმე ახლა მოდიხარ... )))
5)შენ გგონია მონატრება მომკლავს?ფიქრი ნუ გაქვს, არ იდარდო კარგო! მარტოობას ღიმილივით ვიჩვევ.არჩევანი ხომ მომანდე?ჰოდა_მაპატიე, უშენობას ვირჩევ..!!!!
6)გამოვტყდი ტყუილში, გამოვტყდი ღალატში... შენ მე სიმართლე სენივით გადამდე, ოდნავაც არ მიკვირს დღესაც ... კითხვის გაგრძელება »



__გოგო:შეიძლება ჩაგეხუტო...?__ბიჭი:კიიი შეიძლება♥♥: D
2)სიყვარული არის ფაცხა, იმ ფაცხაში დამრჩა რაცხა, დამეხმარეთ ვინცხამ რაცხა, სიყვარულმა დამამარცხა.
3)მიყვარხარ გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად, რადგან ხვალ უფრო მეტად მეყვარები.....
4)გაიღიმე ვიღაცას სადღაც ჩუმად უყვარხარ ....! = )))
5)მიყვარს როცა პატარა ბავშვებს ვეუბნები ”მაჩვენე როგორ მიყვარხარ”და ისინი მთელი ძალით გეხუტებიან...........
6)''მხოლოდ დედას შეუძლია გაიგოს როგორ ტირი უხმოდ ბალიშში თავჩარგული'' და ''მხოლოდ დედას შეუძლია ტელეფონით ცრემლების შეშრობა ...... მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ, დე!
7)ერთ დღეს თქვენ მოხვალთ და მკითხავთ თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის სიცოცხლე თუ ჩვენ მე გიპასუხებთ სიცოცხლე ....! მაგრამ იცოდეთ ჩემი სიცოცხლე თქვენ ხართ .. <3
8)როცა საკუთარ თავს არწმუნებ რომ ის არ გიყვარს სწორედ მაშინ ხარ შეყვარებული ... = ))<3 
9)თითქოს არ მიყვარხარ მაგრამ სხვისთვის მენანები, თითქოს არ მინდა შენი ნახვა მაგრამ საოცრად მენატრები !!!!!!!!!!!  ... კითხვის გაგრძელება »



1)ხანდახან მაინც გამიხსენებ ისე უბრალოდ , და ეს უბრალო გახსენებაც მოგენატრება:))
2)მე ის სევდიანი წამიც მიყავრს,ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს
3)მე არ ვნატრობ რომ ვიყო ყველასთვის ყველაფერი, მაგრამ ვისურვებდი რომ ვიყო ვიღაც ვირაცისთვის:))
4)ნუ ტირი იმიტომ რომ ეს დამთავრდა:)გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო:))
5)როცა არ უყვართ ვერ ამჩნევენ:))
6)გიყვარს?_კი_უვარხარ?_არ ვიცი._ჰკითხე_გეკითხები:))
7)ახალი ამბავი გაიგე? დღეს სააავადმყოფოში დამაწვინეს თირკმელში კენჭი აღმომიჩინეს, კუჭში წყლული, გულში კი შენ <3
8)აჩუქე ღიმილი ყველას .... მეგობრობა ზოგიერთს.....სიყვარული ერთს...საიდუმლო ღმერთს ....:*
9)სიყვარული ღმერთია და როცა გიყვარს ღმერთი შენშია <3
10)ის მოგონებები ყოველთვის შეძლებენ ჩემთან დაბრუნებას.....შენ კი ვერასოდეს : )))
11)სანამ გულმა კიდევ იცის ფეთქვა ერთხელ მაინც მიყვარხარო გეთქვა...
12)მე დამაგვიანდა:)შენ რატო იჩქარე...და დღეს თუ მე ვდარდობ,ხვა ... კითხვის გაგრძელება »



1)როცა ადამიანს გულში ყავხარ იქ უნდა დაეტიო და ყელში არ ამოხვიდე!
2)მე არასოდეს ვნანობ ჩემი და ჩემი საყვარელი ბიჭის ნაწერების წაშლას ჩათის ისტორიიდან, რადგან ის ყოველთვის ინახება ჩემი და ჩემი დაქალის ჩათში
... კითხვის გაგრძელება »



ჩემთვის ხან ისე სასტიკად თოვდა,
ისე მკორტნიდა ქარი, არჯალი,
აღარც მეგონა, თუ კიდევ მქონდა
ამდენი კოცნა დაუხარჯავი...
***
ჩემში წვიმების და ჩვეულებრივ შენი მონატრების სეზონია
***
სხვას არა, მე მენატრები, მე არა - გულს ენატრები, გულს არა - თვალებს ენატრები, თვალებს რომლებსაც რახანია არ უნახიხარ

***
ლამის სიცოცხლე დავთმო შენს გამო, ერთხელ გნახო და ხელი შეგახო. ლამაზ სიზმრებად მოდიხარ მარტო, შენ არც კი იცი მე როგორ გნატრობ

***
ხანდახან ისე მომენატრები გულზე ცრემლები წვეთ-წვეთად მცვივა, მომენატრები და ავტირდები რადგან შორს ხარ და გული მტკივა

***
ისე მენატრები თითქოს ჩემი იყო და უფლება მქონდეს შენი მონატრების

***
მარტო ხარ? მოდი ერთად ვიმარტოვოთ

და ორივემ სიმარტოვე მივატოვოთ

სიკვდილამდე სიყვარულთ ვისაზრდოვოთ

ერთმანეთი არასოდეს მივატოვოთ



1... გაზაფხული ამეკვიატა და შენ...
2... ...მე აგამაღლე იმ სიმაღლემდე ბოლოს მე თვითონ ვეღარ შემოგწვდი...
3... გაგვაუცხოვა, გაგვარინდა დრომ და სიშორემ. გავურბი, მაგრამ შენზე ფიქრი ვერ მოვიშორე...
4... თუ კატას ეთამაშები, ნაკაწრებზე არ უნდა იწუწუნო!!!
5... როცა უჩემობა შეგაშინება დაიღრიალებ, მაგრამ რაღადროს? უკაცრავად..დაიგვიანე..
6... ხანდახან მიზანს ააცილე!.ხანდახან ჩამოჯექი ქვაზე!.ხანდახან მტერიც გააცინე!.ცხოვრებას უხდება ასე!
7... მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს, სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ.. არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ, იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
8... უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება, დუმდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება.......
9... სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი ..... მან მზე შეიყვარა, მე შენ შემიყვარდი.........
10... ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.
11... ძალიან გიყვა ... კითხვის გაგრძელება »



ვინ არის ის ვინც არასდროს გტოვებს
და გულში წყენას არასდროს გიტოვებს
დე–და ეს სიტყვა ბევრის მთქმელია
და ეს სიტყვა მიწაზე ღმერთია
მას ვერ აბერებს თუნდ საუკუნე
და მის მოყოლილ ზღაპრებს
გულში გიტოვებს
მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო
ბავშვურად ვუთხრა:დედა, დედიკო
მინდა ფეხსაცმლით კვლავ ვიბაკუნო
და გვერდით მწოლი მამიკო გავაღვიძო
მინდა კვლავ მოვტყუვდე
რომ თოვლის ბაბუა არსებობს
და თოვლში ძმასთან ერთდ ის ავაშენო
მინდა დავყავდე ბაღიდან სახლში
და შინისკენ ვითვლიდე ნაბიჯს
მინდა კვლავ ვნახო მისი ცრემლები
როცა პირველად ლექსი მოვყევი
მინდა წამი გამოვყო და უფალს ვთხოვო
მომცეს რწმენა რომ დედა ვასახელო!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 973| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ცხოვრება ყველასთვის ნაბოძები საჩუქარია, რომლის წარმართვაც თითოეულ ადამიანს თავისი ნების და შესაძლებლობების მიხედვით უხდება. ეს არის დიდი თეატრი რომლის სცენარისტი უფალია ხოლო რეჟისორები კი ჩვენ ვართ თავად...ჩვენ ვწყვიტავთ რა როლს ვთამაშობთ ან ვის ვათამაშებთ ამ დადგმაში. ვის რა ადგილი უკავია, რომელია პირველხარისხოვანი და რომელი მეორეხარისცოვანი როლის შემსრულებელი. არჩევანი მუდამ გვაქვს და სწორედ ამ არჩევანის შედეგზეა დამოკიდებული თვით ცხოვრების პასუხი. ამიტომაც არის რომ არასწორ გადაწყვეტილებას ტკივილი და სევდა მოქვს ოლო სიხარული და ბედნიერება მართებული ნაბიჯის საზღაურია. ეს საუბარი იმიტომ დავიწყე რომ მოძღვართან საუბარმა მომცა ინსპირაცია დამეწერა და შემექმა ისეთი სიახლე რომელიც ყველას გვეხება და თუ ღმად არ ჩააღწევს,თქვენი გულის ნაპირს მაინც გასცვდება.


მართალია ყველას ცხოვრება ინდივიდუალური, განსხვავებულია .ყველა ხომ სხვადასხვა ბილიკს მიუყვება თუმცა ფაქტი ერთია, ყველასთვის არსებობს ის საერთო გრძნობები რასავ სიყვარული,მეგობრობა, ერთგულება,რწმენა,სინდისი, სიკეთე,ბოროტება,სიამოვნება,ტკივილი,მონატრება,ღალატი ჰქვია. თითოეული ჩვენთაგანი სრულიად თანაბარი და აბსოლიტური სიყვარულით ვუყვარვართ უფლას და ისიც ფაქტი ... კითხვის გაგრძელება »