.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 19



1.როცა სიჩუმე ბატონობს ირგვლივ, როცა ოცნებას ფასი ედება, როცა სიყვარულს ხატავ გონებით და სიყვარული გულში ფეთქდება. ქალღმერთად გაქცევს, ზეცაში აგწევს, სინათლის სხივი შენთვის მოწყდება და სიყვარულის ტკბილი ნექტარი შენს გულში რბილად დაიღვენთება..
2.ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით, რომ ატრიალებ და არ გწყინდება.... :|
3.ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება რაღაც მნიშვნელოვანი და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ადიხარ ''ციდან სამ მეტრზე''
4. შენ გიყვარვარ, მჯერა, ისე მჯერა როგორც არავისი, ისე მჯერა თითქოს ჩემი თვალით ვხედავდე ამ შენს სიყვარულს
5.ვიცი ჩემს საზღვარს ააქვს დიდი მოთმინება, თავი ამარიდეთ ორპირებმა !
6.ნუ გაუყვები ბილიკს...იარე იმ გზით,რომელიც გაკვალული არ არის და დატოვე მხოლოდ შენი კვალი... !
7.მე ვიქნები ძალიან კარგი გოგო მხოლოდ ჩემი ბიჭისთვის...დანარჩენებმა როგორღაც მოითმინეთ!
8.თუ ფიქრობ, რომ ჩემი თვალები ლამაზია ეს იმიტომ, რომ ისინი შენ გიყურებენ.
ატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები |ნახვა: 875| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მეგობრობა ის კი არ არის ვინ გაიცანი ყველაზე ადრე ან ყველაზზე გვიან! მთავარი ისაა ვინ გაგიცნო და არასოდეს არ მიუტოვებიხარ... :*
არავინ იცის ბედნიერების ადგილსამყოფელი, ამიტომ ყველა ბრმად ეძებს მას )
ღმერთო რა ძნელი ყოფილა რეალობა, ღმერთო რამხელა ტკივილი დევს რეალობაში...ისევ მინდა ზღაპრების სამყაროში…ისეევ მინდა… მენატრება… ჩემი ფრთები მენატრება, რომლითაც დავფრინავდი ზღაპრების და ოცნებების ტკბილ სამყაროში...… ნუთუ აღარასდროს დავბრუნდეები იქ..? გავიზარდე ამისთვის..? აბა ზღაპრების სამყაროში არავინ იზრდებაო..? მაგრამ მე გაზრდა მინდოდა.


დაიწყე..?რადგან დაიწყე ბოლომდე უნდა გახვიდე, 
თოკი ცხრაჯერ რომ გაგიწყდეს მეათედ უნდა ახვიდე... 
ჩანაცრდი?უნდა აალდე... ჭირია?უნდა გამაგრდე... 
გტკივა და უნდა გაუძლო.. დაეცი?უნდა წამოდგე...
 დამარცხდი?უნდა იბრძოლო...
 მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო..! )) ♥


დილის შვიდი საათი. მაღვიძარა ჯიუტად ცდილობს სიმშვიდის დარღვევას ,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მიძინებული გონება ძლივს ახერხებს აზროვნებას მაგრამ მხოლდ ორი წუთით. ხელები ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას თიშავენ რეალური და არა რეალური სამყაროს მიჯნაზე მოწიკწიკე საათს და გონება ისევ არარსებულ სამყაროს ისევ სიზმრებს უბრუნდება. ეთიშები მწარე რეალობას და იწყებ ბოდიალს უსასრულობაში. გადის მთელი დღე მთელი თვე, არაფერი იცვლება ამ სიარულში მაგრამ მინც არ ფიქრობ სიზმრების სამყაროდან გამოსვლას. სინამდვილეში კი საათი დღეებისა და თვეების ნაცვლად მხოლოდ რამოდენიმე წუთს ითვლის. 1; 2; 3...10 და უცბად ჩაგესმის ხმა: 
_ ადექი დაგაგვიანდება. 
ოხ, მშობლები! ისინი ყოველთვის ზრუნავენ ჩვენზე მაგრამ არ ვაძლევთ მათ უფლებას ჩვენს გულში ჩაიხედონ ამიტომ ხშირად ვერ ხვდებიან რა გვაწუხებს, რა გვტკივა ან რა გვიხარია. რა ადვილია?! გაიღვიძე და გადმოაბიჯე სამყაროში სადაც ვერ პოულობ პასუხს ვერცერთ შეკითხვაზე. სადაც არ არის ჭეშმარიტი მეგობრობა და სიყვარული. და მაინც დგები იმ იმედით რომ იპოვი ამ ყველაფერს. 
უბრალოდ დაელოდე და ის თავისით მოვა. 
ვდგები იმედით სავსე და ღმერთს ვთხოვ რომ მშვიდი და ლამაზი დღე მქო ... კითხვის გაგრძელება »


ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.

ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.

გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.

თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.

ასე ჩუმად რად მოდის
თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის,
დღე რატომ ვერ ვხედავ?

ნატვრადა მაქვს ქცეული


ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დაახუროს.

ფუღუროსკენ გაეშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს...
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

"მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.


მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, 
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.


გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა


რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.



ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!
თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო.
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი ხარ,
ჩვენი ზამთრის მეგობარი.
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!


- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

ნოდარ დუმბაძე!


მრავალ-მრავალ ახალ წელს
ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!


საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნაური არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
უბილეთოდ გავაქროლო,
აბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.


თოვლის ბაბუა
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.


საახალწლო კარნავალზე
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.
მორის ფოცხიშვილი 


ღმერთს კი არ უთხრა რომ შენ გაქ დიდი პრობლემა, 
არამედ პრობლემას უთხარი რომ შენ გყავს დიდი ღმერთი



მე არ მჭირდება ადამიანი, რომელიც მეტყვის
 "ყველაფერი კარგადაა", 
მე მჭირდება ადამიანი რომელიც მეტყვის
 "ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ მე შენთან ვარ...