.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 09

ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 899| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ნამდვილ მეგობარს უჭირავს ხელი,_
როს ებრძვი ტკივილს...

თუ რამე გტკივა შენთან ერთად ცრემლებით ტირის.
შენს სანუგეშოდ თავს გევლება ,სავსეა ნდობით,
ყველა სატკივარს გითანაგრძნობს ის წმინდა გრძნობით.
გულში ჩაგიკრავს მაშინაც კი, რომც სძულდე ყველას,
არ დაიშურებს თვით სიცოცხლეს... დაგიწყებს შველას,
ხან ფეთქებადსაც აგიტანს და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუკი ოდეს ეშმაკი გაცდენს.
მეგობარია შენი მადლი და სიძლიერე,
მის თბილ მზერას და კეთილ ზრახვას გულით მიენდე,
კვალდაკვალ გზებზე მყარ კედლებსაც გიგებს სავალად,
თუ სევდა მოგდევს გულში გიხმობს ის დასამალად.
როცა შეიგრძნობთ ,რომ მარტო ხართ შენ და სამყარო,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა უფრო დაგღალოს,
თუკი გჭირდება დაგიფაროს ვიღაცამ ფრთებით ,
შემოგატაროს ეს ქვეყანა იმედის მთებით,_
მაშინ მოუხმე ნაღდ მეგობარს შენთვის საშველად,
მოგევლინება სანუკვარი სულიერ შვებად,
გამოგიწოდებს თავის ხელებს,ჩაგიკრავს გულში,
გინდ მათხოვარი ქუჩის იყოს_ არ გაგცვლის ფულში!
საოცარია ჭეშმარიტი მეგობრის სითბო,
როცა თვალებში მის სიყვარულს უსიტყვოდ იგრძნობ...
უფალო ყველას მოუვლინე ეს წმინდა გრძნობა,
რომ შეძლონ მეტი სიკეთე და გულით შენდობა....
< ... კითხვის გაგრძელება »


მაინც მიყვარხარ! 
ამომაგლიჯე გული მკერდიდან, 
მოდი თამამად! 
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე, 
დღეს ხარ თამადა. 
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი, 
მშრალად ვიტირებ, 
და როცა სუნთქვა შემიჩერდება, 
ბევრი იცინე. 
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს, 
რა გინდა ნეტავ? 
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ, 
როგორსაც მხედავ. 
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი, 
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო, 
მეხსიერებც სულ წამიშალე, 
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება 
არ არის ძნელი, 
შენი სამოთხე მე მეხატება 
კუპრივით ბნელი, 
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად 
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს 
ჩემს დასაცავად. 
სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ 
ვიგრძნობ ვინცა ხარ, 
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას, 
"მაინც მიყვარხარ



როცა ხატებთან სანთელი იწვის,
ღმერთმა სურვილი უთქმელად იცის,
ლოცვა-კავშირი ზეცის და მიწის,
უფლის წინაშე თავს მდაბლად იხრის.
რამდენი თხოვნა მიწიდან ზეცად ტვირთად ატარა,
დამძიმდა,ღმერთის სავედრებელი თვითონ პატარა,
მაგრამ ზეცაში წმინდანებს აქვთ მსგავსი პატივი,
და მისი ტვირთი არ იქნება უფრო მარტივი.
სადღაც შორს,ქვემოთ გულმხურვალეს ისმის ვედრება,
სანთლის ღვენთები და ცრემლები ლოცვას ერთვება,
ერთ სანთელში ტევს ყველა ნატვრას,ყველა ოცნებას,
რწმენით აღსავსე ელოდება წმინდანთა ნებას.
ლოცვა კვლავ წარსდგა ღვთის წინაშე და კვლავაც მდაბლად,
რადგან იცოდა,რომ უფალი დგას ბევრად მაღლა,
,,მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა,
და მე შენს პირმშოს აქვე ზეცაში დამიდევს ბინა,
მადლობას გიხდის მიწაზე ხალხი,უბოძე პური,
და გევედრება რომ ყველგან მოსპო ბოროტი შური.
მომეცი ნება მეც გთხოვო ერთხელ მხურვალე გულით,
დააჯილდოვე მიწაზე ყველა ღრმა სიყვარულით,
ზოგი ვერ ხედავს,ვერ აფასებს,ეს არის ძღვენი,
მე მხოლოდ ერთს გთხოვ,წრფელი სურვილი,ნებაა შენი.
მხურვალე თხოვნით გამომაგზავნა მიწიდან ერთმა,
რა მინდა გულით თვიტონ კი იცის მაღალმა ღმერთმა,
ნიჭსა და სითბოს ვეძიებდი მიწაზე ყველგან,
ვიპოვნე,ვიცი დიდი სიკეთე იღვრება შენგან.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 894| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

 
ბინდთა თარეშში, ფიქრებად ჩაძირულს,
შენს სავალ ბილიკებს ვეძებ,
გულში ჩაღვენთილ ლამაზ ხატებას,
შევავედრებდი ღმერთებს.
ოღონდ მენახე, თუნდც მხოლოდ ერთხელ,
მოგიტაცებდი მარტოს,
ტყის პირას, ტბასთან შენს ლამაზ ქოხში
გაგინათებდი აწყმოს.
თუნდც, მაინც ერთხელ შენთვის მემღერა,
გავაჩერებდი გრიგალს,
ჩამოვჯდებოდი შენს სასთუმალთან,
მკერდს დაგიკოცნიდი მძინარს.
დავიცლებოდი, სისხლად ბოლომდის,
შენს თავს დავუთმობდი არვის,
გავუშიშვლებდი ნატვრას, მოლოდინს,
მზესაც დაგინთებდი ქარვის.
სიზმრად ნაფერი ღამე აშარი,
ფიქრის ფერებს რომ მალავს,
არ გაგვიწყრება ახლაც ლაშარი,
ზეცას გაგვიშლის კარავს.
ღრუბლად დაგსვავდი, ლამაზ დედოფლად,
შენთვის ვილოცებდი მუდამ,
ოღონდ მენახე, და ეს ჩემი ნატვრაც,
სიზმრად მქცეოდეს თუნდაც.
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1209| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
მიყვარხართ და გული ბუდიდან მიხტება,
სიცოცხლეს, უსიტყვოდ, ფეხთაქვეშ გაგიშლით.
და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება.

მიყვარხართ! ბედია ყველაფრის გამრიგე,
არაფერს არა გთხოვთ, უბრალოდ გიტყდებით,
ვცხოვრობ და სიყვარულს გზადაგზა ვარიგებ,
ყოველ დღეს ფილმივით ვამთავრებ ტიტრებით.

და მაინც, სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
მიყვარხართ და გული ცისხელა მიხდება,
სიცოცხლეს უსიტყვოდ ფეხთაქვეშ გაგიშლით.
და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება!


მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
გადამეხვია,გიჟივით მკოცნის...ეჰ...
 განშორება როგორ გაზრდილა...და დარჩენილა ისევე მორცხვი...
არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს...
მაგრამ...შენს თვალებს მაინც ვიხსენებ...
არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს...
სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ...
მაინც გიპოვი და ამ იმედით დაგეძებ ასე...
მთელი ცხოვრებით...მე,
ფინალამდე უკვე მივედი...
და ვიცი, მუდამ გემახსოვრები...
როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი,
არადა...თითქოს რაღაც მაჩერებს...
მე შენს სიყვარულს მაინც არ ვიშლი...
და ვეღარავინ ვერ შემაჩერებს...
დაგიცავ ისე, როგორც გიცავდი ვხედავ...
შენს თვალებს ახრჩობს სისველე...
მე შენთანა ვარ, კუბოს ფიცრამდე...
და თუ მოასწრებ, მოდი მიშველე...
ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
მე კი ვარ...ისევ ისეთი, მორცხვი...
მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
და ისევ ისე, გიჟივით მკოცნის♥.


სული გაყინულა,
სარკმელთან,
შენზე მოლოდინში.
ჩუმად ჩაძირულა
იმედები,
შენ არ დაბრუნდები.
ვარდისფერ ოცნებას
გავეკიდო?
განა დავეწევი?
ქარის მოტანილი
ქარმა წაიღო და...
ალბათ შეველევი.
ასჯერ დაცემული
უფლის მეოხებით
კვლავაც წამოვდგები.
დროს გავეკიდები,
დავეწევი და
გავურიგდები.
დრონი მეფობენ და.
მეც აჩრდილად მათ.
კვალს გავუყვები.
ქარმა რაც წაიღო.
უკან მომიტანს და...
დავემშვიდობები.
იმედგაცრუებულს
ჩუმად ჩამჩურჩულებ:
უკან დავბრუნდები.
დრონი მეფობენ და...
სულიც გაყინულა
შენზე მოლოდინში


რჩება სინანული..
სულში მიმალული..
წლები ნეტა საით წამიყვანს..
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?
არა, დავიწყება არ მიყვარს..
მე სულ აქ ვიქნები..
ლექსში ავინთები..
ლექსად მოვალ როცა მინატრებ..
მე ხომ ის ვიყავი.
ცა რომ გაგიყავი..
ახლა დარჩენილსაც გინათებ..
წლები გამეცალა..
ფიქრი არ მაცალა..
მიდის და წამებსაც არ მარჩენს.
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
ლექსად მოგიყვები დანარჩენს.



ჩემი ქვეყანაა?მაპატიეთ ვერ ვიცანი.
სტუმარი გეგონეთ?შენც დაიბენი და ვერ მიცანი?
არა საქართველო,შვილი დაგიბრუნდა დაკარგული.
სულში ჩამიკარი,გული დამიამე დატანჯული.
ოღონდ არა მკითხო,სად ვიყავი,დღემდე რად არ ვჩანდი....
თუმცა დავდიოდი და შენს ბილიკებზე ჩუმად ვღიღინებდი.
მერე ქარიშხალმა სადღაც გამიტაცა უცაბედად,მერე?
მერის იყო რომ ზღვასთან ერთად მწარედ ვქვითინებდი...
ვეღარ მოგაგენი,თუმცა გვერდზე ბევრჯერ ჩაგიარე,
ასე რამ შეგცვალა?ნუთუ უჩემობა განიცადე.
მე მაიც გიპოვე,ახლა აქ ვარ,ჰოდა დამიცადე.
აღარ მიგატოვებ,ვეღარ მომერევა ქარიშხალი.
რამ გამაძლიერა?შენმა მონატრებამ საქართველო,
შენმა სიყვარულმა,შენმა უძირო ზღვამ,შენმა სანაპირომ.
მინდა ჩემი გერქვას,გესმის?მინდა მაპატიო ყველაფერი...
აღარ მომანატრო შენი მზე და მთვარე,შენი ცისა ფერი!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 856| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თუ მენდობიან და გულს მიშლიან.
ბევრსა ჰგონია, იცის ვინცა ვარ...
მხოლოდ შენ მიცნობ ყველაზე კარგად.
და მიხარია... შენს თავს ვფიცავარ!
ხან თუ თბილი ვარ აგვისტოსავით,
ხანაც ქალივით მარტის თვისა ვარ...
მხოლოდ შენ გესმის ჩემი სიგიჟე,
ჩემი სიმშვიდეც... შენს თავს ვფიცავარ!
ხან დამადინჯებ როგორც მოხუცი,
ხანაც პატარა ბავშვის ჭკვისა ვარ...
მე მიხარია შენ რომ არსებობ... -
ჩემი ხარ... მართლა... შენს თავს ვფიცავარ!
თუკი ზედმეტი რამე წამომცდა,
გთხოვ მაპატიო, განა ქვისა ვარ...
ეს ფიციც ერთ დროს შენგან ვისწავლე...
და სულ ვიყვირებ - შენს თავს ვფიცავარ!



ლამაზი ქალი...ლამაზად ტირის.ულამაზესად ღელავს,
და...შეკვდომიან ტუჩები ღიმილს,ფიქრი ფიქრს ისევ თელავს...
ლამაზი ქალის ლამაზი ცრემლი...ულამაზესად ბრწყინავს,
და...წამწამების უნაზეს რხევით...ღაწვებს ეღვრება წვიმად.

ამ ცხელმა ცრემლმა გზა გაიკვლია...ჩაჰყვა ყელს...იქცა ურჩად,
და ქალის მკერდზე გადაიღვარა...ეძებს და ეძებს ურცხვად,
ლამაზი ქალის ლამაზი მკერდი...ულამაზესად ღელავს.
და ციცქნა ხალიც..გაუწყრეს ღმერთი...ხალისობს ვარდისფერად...

ცრემლი შეჩერდა...დაიდო ბინა,ტუმც ვეღარ იკლავს წყურვილს,
თურმე...დარაბა ყოფილა ღია...ლამაზი ქალის გულის......
და მიდის ქალი...მაინც ამაყად,თეთრი ფიქრით და წყენით,
თვით სილამაზედ გადაქცეულა...გულში ჩაღვრილი ცრემლიც...
ლამაზი ქალი ჩაუყვა ბილიკს...ლამაზად მიაქვს წყენაც..
ეს ნაკვალევი სულში გაგივლის...ვით სერაფიტის მზერა.



მიდის ცხოვრება, იპარება წუთები ფიქრში...
მიდის ცხოვრება, დავბერდებით რაღაცის ფიქრში...
მიდის ნათელი ახალგაზრდობა, ოცნების ნისლში.
უნდა შევიდეთ უღიმღამოდ სიბერის ჩრდილში...
წარსული ძველი, საზიზღარი და აწმყო სხვისი,
გაიტანჯები თუ იცხოვრებ, ამ ქვეყნად მისით.
უნდა იცოდე, იამაყო ამ ქვეყნად ვისით...
არ აურიო არასოდეს შენი და სხვისი,
და თუ იქნები სხვის იმედზე ჩალა გაქვს პირში,
რაც არ გეკუთვნის ის დარჩება ყოველთვის სხვისი.
და შენ გაქვს აწმყო, შენი აწმყო იმედის ღირსი.
გიყვარდეს შენი და იცხოვრე ამ ქვეყნად მისით.



იცი?
გუშინაც ვიჯექი შენი გულის კარებთან. . .
ვიღაცამ გაიარა და საცოდავად შემომხედა ესეც გაჭირვებულიო. . .
დახმარება ხომ არ გინდათო. . .
არა ვერ შეძლებთქო და წავიდა. . .
მერე შენ მოხვედი. . .
ზუსტად მარცხენა ხელის ბოლო ორ თითზე დამაბიჯე ფეხი და შეხვედი სახლში. . .
მეტკინა. . . . არა თითები კი არა გული. . .
მერე სიცილის ხმა გამოდიოდა მგონი შენი. . . .
მეც ვიჯექი და ვუსმენდი. . .
თან თითებს ვიწვალებდი მტკიოდა. . .
მერე გამოხვედი და წახვედი. . .
იმის მერე გავიდა დღეები და მე ისევ იქ ვზივარ. . .
შენი გულის კარებთან. . .
მოდიან ხოლმე და შედიან კარებში. . . .
მე არც მიცდია. . . და არც ვცდი. . .
არ შევამტვრევ არ გატკენ გულს. . . .
უბრალოდ ვიჯდები მანამ სანამ ძალა მექნება. . . .
მერე თუ მოხვალ მომკიდებ ხელს და შემიყვან. . . .
თუ არა ავდგები და წავალ. . .
შოორს ძალიან. . . .შოორს!



ჩვენს ასაკში ყვავილები აღარ მიაქვთ...
კვალს ჩქმალავენ სურვილებს რომ ამხელს,
ჩვენს ასაკში ხელზე მელნით არ იწერენ.
შეყვარებულ გოგონების სახელს.
ფიფქებს ვგავართ უგზოუკვლოდ მოფარფატეს.
მზის სხივი რომ გააქრობს და წაშლის,
გვენატრება ის დრო როცა თვალის ჩაკვრით.
ვამყარებდით ერთმანეთთან კავშირს.
არა და გულს ისევ ისე უხარია.
სულიც ისევ ძველებურად ანცობს,
ისევ ისე გაღიმებით ვესალმებით.
გვერდით ჩავლილ უცნობსა თუ ნაცნობს.
დროს სცოდნია ფრთებს შეგაჭრის,ჩამოგადნობს.
ვარსკვლავებთან ვეღარ იფრენ ვნებით,
თაფლის სანთელს ვემსგავსებით მოლიცლიცეს.
ვანათებთ და წვეთ-წვეთობით ვდნებით.
ჩვენს ასაკში ყვავილები აღარ მიაქვთ..


AVT: რობერტ ბერნსი

სველი ჯენი, ეს საბრალო,
მშრალი ნეტავ როდისა გვყავს:
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
მიდის, მირბის, არ იღლება, 
არ დაგიდევს გზას და შარას,
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
იქნებ ნახოს გულისსწორი, 
ციცქნა ქალმა სოფლის პირას ,
იქნებ კოცნაც გამოსტყუოს,
ან ატირდეს სიმწრით დილას.
იქნებ ნახოს გულისვარდი
ციცქნა ქალმა სოფლის გარეთ,
დაეკონოს ტუჩზე ბიჭი...
ყველას უნდა ცოდნა, დახეთ.
თუკი ნახა გულისსწორი
ციცქნა ქალმა გზაზე,სადმე,
აკოცა თუ არ აკოცა,
ნეტა ვისი არის საქმე?!
ატეგორია: |ნახვა: 932| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 





მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.

მიყვარხარ დედამიწიდან

კოსმოსის გავლით ღმერთამდე.

მიყვარხარ კარგად იცი და.

ნეტავი ჩემს თავს შეგრთავდეს.

ბედი,ვამბობდი ყოველთვის

უგუნებოდ თუ გონებით.

მე,როგორც ქალი პოეტი.

ისე ვერ მოგეწონები.

როგორც რიგი და წესია.

მოგეწონება როგორაც

მე ერთი ცალი ცოლი და.

შენგან ფეხმძიმე გოგონა.

ვზივარ და ვუსმენ ბეთჰოვენს.

გემოვნებით თუ გემოთი.

ცოლად რომ ცხრაჯერ გეთხოვე.

ცხრაჯერვე გამოგყვებოდი.

თუნც ყველაფერი ვერ ჩავდე.

გრძნობის მორევში ვიცი და.

კ ო ს მ ო სი ს გ ა ვ ლ ი თ ღ მ ე რ თა მ დ ე.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ დ ე დ ა მ ი წ ი დ ა ნ.

ამას ვამბობდი აქამდე.

მე ცოლი ჩემი პოეტის.

გარეთ თუ ისევ ღამდება.

ჩვენთან დღე არის ყოველთვის.

ამის მჯერა და მომავალს.



დედას
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 944| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა.ყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია."


სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1304| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ნეტავ რა არის ისეთი გრძნობა,
ბოროტების და სიკეთის ბრძოლა,
საკვირველია ბოროტის გმობა
როდესაც ცდილობ შეინდო ცოდვა.

ნეტავ რა არის შენდობა ცოდვის
ცოდვა ხომ იწვევს სურვილებს მოთქმის,
ამ საქციელით მოიმკი ალერსს,
და ამ დროს კეტავ იმედის კარებს.

შენ ამ საქციელით ჩაიქნევ ხელს,
შანსებს და იმედებს უტოვებ ბედს,
განა მომავალს არ ავნებ ბევრსი
ამ დროს ხომ გონება ვეღარ ცნობს მტერს.

ნეტავ რაარის ესეთი გრძნობა
რომ გაკარგვიებს მოყვარის ნდობას,
სიძულვილიაი უცებ მიხვდები,
მაგრამ საძირკველს ვეღარ მიწვდები.

საძირკველს ვეღარ ამოთხრი მანამ,
შენ არ იპოვი სიხარულს ახალს,
მაშ რა გამოდის სიყვარულია ეს გრძნობა
ის მისით მოვა მას უყვარს მოცდა.

.
სხვების ცხოვრებაზე ბრძნულად ქადაგებენ, 
საკუთარ ცხოვრებას ბინძურად ატარებენ, 
სხვების შეცდომებზე ენები წაუგდიათ,
 საკუთარ შეცდომებს მალულად გაურბიან
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1095| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რჩება სინანული,
სულში მიმალული,
წლები ნეტავ საით წამიყვანს...
ცრემლი დავატანო და ქარს გავატანო?
არა,დავიწყება არ მიყვარს,
მე სულ აქ ვიქნები,
ლექსში ავინთები,
ლექსად მოვალ როცა მინატრებ,
მე ხომ ის ვიყავი,
ცა რომ გაგიყავი,
ახლა დარჩენილსაც გინათებ,
წლები გამეცალა,
ფიქრი არ მაცალა,
მიდის და წამებსაც არ მარჩენს,
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები,
ლექსად მოგიყვები დანარჩენს...((

ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.

ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.

აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.

და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...

ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემმა ცოლად მისის ბერკი შეირთო. დედინაცვალი ბოროტი და ეშმაკი ქალი გამოდგა. მუშაობით სულს მხდიდა: ჭიდან წყალს მაზიდვინებდა, სახლს მალაგებინებდა, საყიდლებზე დუქან-დუქან დამარბენინებდა დედინაცვალი 
ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემმა ცოლად მისის ბერკი შეირთო. დედინაცვალი ბოროტი და ეშმაკი ქალი გამოდგა. მუშაობით სულს მხდიდა: ჭიდან წყალს მაზიდვინებდა, სახლს მალაგებინებდა, საყიდლებზე დუქან-დუქან დამარბენინებდა. ბავშვიც ჩემი მოსავლელი იყო, საჭმელი კი არ ემეტებოდა. ყოველ დილით მამა სახარჯო ფულს უტოვებდა. ის ამ ფულით არაყს ყიდულობდა. გალოთებული უსასმელოდ ერთ დღესაც ვერ ძლებდა. დუქანში მონარჩენ, ხორცგაცლილ ძვლებს მაყიდვინებდა, მამას კი ატყუებდა, სადილად ესღა დაგვრჩაო. 

მამა შებინდებისას ბრუნდებოდა. ბაზარში მწვანილს ჰყიდდა. მთელი დღის შრომით მოქანცულს შინ ცხელი კერძი ხვდებოდა. მე კი, ძალიან ხშირად, დილიდან საღამომდე, პურის ქერქის ანაბარა ვიყავი, ამიტომ ხორცის დანახვაზე პირწყალი მომდიოდა. დედინაცვალი თვალს თუ შეასწრებდა, როცა მამაჩემი თავისი თეფშიდან რაიმეს მიწილადებდა, მაშინვე ტყუილებს მოჰყვებოდა: 

_ ჯეიმს, გენაცვალე, ბავშვს ამდენს ნუ აჭმევ, თორემ მეტი მოუვა და ავად გახდება! საოცრად ხარბი ბიჭია. დღეს სადილზე იმდენი ხორცი გა ... კითხვის გაგრძელება »

დ ავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარა
ე რთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარა
დ აბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარა
ა მაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა – მანანა
მ ე მახსენდება ის სათნო სახე, თბილი ხელები, ლამაზი ბაგე
ი სწავლე შვილო, ბევრიც იწვალე, ოფლი დაღვარე ჩვენც გაგვახარე
ყ ვავილს უსუნოს ვარდთან თუ დადებ, ვარდის სურნელი აუვა მასაც
ვ ერას ნუ იტყვი ცხოვრების გზაზე, კოჭლიც მიილტვის ციცაბო მთაზე
ა მ დარიგებით ბევრი მასწავლე, ბოროტების გზა ჩემგან დამალე
რ ოცა დამტოვებ სტუმრების გზაზე, ჩემი იქნები კომპასი ცაზე
ხ ატებთან ჩამქრალ მოწყენილ სანთლებს, მოეფერები და შესძენ ნათელს
ა მ სულში თუ რამ სითბო ანთია, შენით ანთია, შენი ღვაწლია
რ ოგორც ეს ლექსი გულმა დათოვა, ამ გულით მინდა გითხრა მადლობა
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 972| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა