.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » სული გაყინულა
12:56
სული გაყინულა

სული გაყინულა,
სარკმელთან,
შენზე მოლოდინში.
ჩუმად ჩაძირულა
იმედები,
შენ არ დაბრუნდები.
ვარდისფერ ოცნებას
გავეკიდო?
განა დავეწევი?
ქარის მოტანილი
ქარმა წაიღო და...
ალბათ შეველევი.
ასჯერ დაცემული
უფლის მეოხებით
კვლავაც წამოვდგები.
დროს გავეკიდები,
დავეწევი და
გავურიგდები.
დრონი მეფობენ და.
მეც აჩრდილად მათ.
კვალს გავუყვები.
ქარმა რაც წაიღო.
უკან მომიტანს და...
დავემშვიდობები.
იმედგაცრუებულს
ჩუმად ჩამჩურჩულებ:
უკან დავბრუნდები.
დრონი მეფობენ და...
სულიც გაყინულა
შენზე მოლოდინში
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 845 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]