.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » რჩება სინანული.
12:54
რჩება სინანული.

რჩება სინანული..
სულში მიმალული..
წლები ნეტა საით წამიყვანს..
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?
არა, დავიწყება არ მიყვარს..
მე სულ აქ ვიქნები..
ლექსში ავინთები..
ლექსად მოვალ როცა მინატრებ..
მე ხომ ის ვიყავი.
ცა რომ გაგიყავი..
ახლა დარჩენილსაც გინათებ..
წლები გამეცალა..
ფიქრი არ მაცალა..
მიდის და წამებსაც არ მარჩენს.
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
ლექსად მოგიყვები დანარჩენს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 844 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]