.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » დედა რომ გარდამეცვალა.
01:45
დედა რომ გარდამეცვალა.
ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემმა ცოლად მისის ბერკი შეირთო. დედინაცვალი ბოროტი და ეშმაკი ქალი გამოდგა. მუშაობით სულს მხდიდა: ჭიდან წყალს მაზიდვინებდა, სახლს მალაგებინებდა, საყიდლებზე დუქან-დუქან დამარბენინებდა დედინაცვალი 
ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემმა ცოლად მისის ბერკი შეირთო. დედინაცვალი ბოროტი და ეშმაკი ქალი გამოდგა. მუშაობით სულს მხდიდა: ჭიდან წყალს მაზიდვინებდა, სახლს მალაგებინებდა, საყიდლებზე დუქან-დუქან დამარბენინებდა. ბავშვიც ჩემი მოსავლელი იყო, საჭმელი კი არ ემეტებოდა. ყოველ დილით მამა სახარჯო ფულს უტოვებდა. ის ამ ფულით არაყს ყიდულობდა. გალოთებული უსასმელოდ ერთ დღესაც ვერ ძლებდა. დუქანში მონარჩენ, ხორცგაცლილ ძვლებს მაყიდვინებდა, მამას კი ატყუებდა, სადილად ესღა დაგვრჩაო. 

მამა შებინდებისას ბრუნდებოდა. ბაზარში მწვანილს ჰყიდდა. მთელი დღის შრომით მოქანცულს შინ ცხელი კერძი ხვდებოდა. მე კი, ძალიან ხშირად, დილიდან საღამომდე, პურის ქერქის ანაბარა ვიყავი, ამიტომ ხორცის დანახვაზე პირწყალი მომდიოდა. დედინაცვალი თვალს თუ შეასწრებდა, როცა მამაჩემი თავისი თეფშიდან რაიმეს მიწილადებდა, მაშინვე ტყუილებს მოჰყვებოდა: 

_ ჯეიმს, გენაცვალე, ბავშვს ამდენს ნუ აჭმევ, თორემ მეტი მოუვა და ავად გახდება! საოცრად ხარბი ბიჭია. დღეს სადილზე იმდენი ხორცი გადმოვუღე, ორ კაცს ეყოფოდა. 

_ უყურე ამ საძაგელს! დამდგარა და პირში ისე მომჩერებია, თითქოს ერთი თვეა არაფერი ეჭამოს, მსუნაგო შენა! გასწი, ახლავე დაიძინე, ვიდრე არ გამიწკეპლიხარ! _ მიყვიროდა მამაჩემი. 

ცარიელი კუჭით ვწვებოდი. თავის გასამართლებლად სიტყვასაც ვერ ვამბობდი. 

ერთხელ დედინაცვალს ვიღაც ქალი ესტუმრა და სადილ-ვახშმისთვის დატოვებული ფული სასმელში დახარჯა. როცა სტუმარი წავიდა და დედინაცვალი ცოტათი გამოფხიზლდა, შიშმა აიტანა: იცოდა, მამაჩემი ძალიან გაჯავრდებოდა, როცა გაიგებდა, რომ მან ოჯახი უსადილოდ დატოვა. მეტი გზა არ იყო, ვახშმისათვის ფული როგორმე უნდა ეშოვნა. მაგრამ როგორ? 

დედინაცვალი ტიროდა და საცოდავი ხმით მოთქვამდა: 

_ რა ვქნა მე უბედურმა? სადაცაა მამაშენი მოვა, ჯიმ, საყვარელო, გესმის?! მე კი ვახშამს ვერ დავახვედრებ! ცემით მომკლავს! 

მისმა ცრემლებმა ამაღელვა. ხოლო, როცა ალერსიანად მითხრა: ჯიმ, საყვარელოო, გული ისე მომილბო, დედინაცვალთან მივედი და დამშვიდება დავუწყე. ვეკითხებოდი, იქნებ რაიმეში გამოგადგე-მეთქი. 

_ ჯიმ, ამას მხოლოდ სიტყვით მეუბნები, გულში სულ სხვას ფიქრობ. მართალი ხარ. აბა, როგორ შეგებრალები: მუდამ ცუდად გექცევი! ოჰ, ნეტავ ახლა გადავრჩებოდე და ამის შემდეგ თითსაც არ დაგაკარებ! 

ამ სიტყვებმა უფრო მეტად ამიჩუყა გული. 

_ მითხარით ოღონდ, რით დაგეხმაროთ და ყველაფერს გავაკეთებ, _ ვარწმუნებდი. 

_ დახმარება, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მაგრამ არ მინდა გთხოვო. აი, ეს პენნახევარი გქონდეს და რაშიც გინდა, დახარჯე. 

მისმა ხელგაშლილობამ გამაოცა და მეტი თავგამოდებით დავუწყე ხვეწნა, მითხარით, რით დაგეხმაროთ-მეთქი. 

_ აი, რა, ძვირფასო, _ როგორც იქნა ხმა ამოიღო მისის ბერკმა. _ მამაშენს უთხარი, რომ მე ფული მოგეცი და შენი დაიკოს წამლის საყიდლად აფთიაქში გაგგზავნე, ჰოდა, ვითომ გზაში ეს ფული დაკარგე. ჯიმ, საყვარელო, ამის თქმა ხომ არ არის ძნელი? 

_ მერე, მამამ რომ მცემოს? 

_ რას ამბობ, საყვარელო, ეგ როგორ მოხდება? მე ხომ აქ ვიქნები! მამაშენს ვეტყვი, გზაში ერთი ახმახი ვიღაც დასჯახებია, ხელი გაუკრავს, ფული გამოუტაცია და გაქცეულა-მეთქი. ასე რომ, შენ ბრალი არაფერში დაგედება. მამაშენი არა გცემს, დარწმუნებული იყავი! ახლა წადი და გაისეირნე, მაგ პენნახევრით რაც მოგეწონოს, ის იყიდე. 

წავედი, მაგრამ გულში მაინც მოუსვენრობას ვგრძნობდი. შინ მისვლას განგებ არ ვჩქარობდი, რომ დედინაცვალს მამაჩემისთვის ამ ამბის თქმა მოესწრო. 

როცა დავბრუნდი, მამა კარებში ტყავის ქამარმომარჯვებული დამხვდა. 

_ მობრძანდი, არამზადავ! _ დამიყვირა და ყურში ხელი ჩამავლო. _ ჩემი ფული სად არის, რა უყავი? ახლავე თქვი! 

_ დავკარგე, მამა! _ შეშინებულმა ჩავილაპარაკე და მისის ბერკს მუდარით შევხედე. მისგან გამოსარჩლებას ველოდი. 

_ დაკარგე? მაინც სად დაკარგე? 

_ პოლისთვის წამლის საყიდლად მივდიოდი, უცებ ვიღაც დიდი ბიჭი მეცა, ფული ხელიდან გამომგლიჯა... 

_ ხომ არ გგონია, მაგ შენი ზღაპრებისა მჯერა! _ დამიღრიალა ბრაზისაგან გაფითრებულმა მამამ. 

მის უნდობლობას დიდად არ გავუკვირვებივარ, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა დედინაცვალმა დამცინავად ჩაილაპარაკა: 

_ ჰო, მეც ასეთი ტყუილი მითხრა. ერთი ისიც ჰკითხე, ჯეიმს, აქამდე სად დაეხეტებოდა ან წინსაფარზე ცხიმის ლაქები რატომ აჩნია? 

წინსაფარზე იმ მსუყე ღვეზელის ლაქები მართლა მაჩნდა, მისის ბერკის მოცემული პენნახევრით რომ ვიყიდე. 

_ უჰ, შე გაიძვერა, ქურდო! _ დამიღრიალა მამაჩემმა. _ ფული მომპარე და დახარჯე კიდეც?! 

_ ჰო, ჯეიმს, გირჩევ, ერთი კარგად გაწკეპლო. _ თქვა იმ ცბიერმა ქალმა. 

მამაჩემი სქელი ტყავის ქამრით მანამდე მცემდა, სანამ სისხლმა არ გამოჟონა, ისიც იქვე იდგა. ვუყვებოდი ამ ფულის ამბავს, მაგრამ მამა ყურს არ მიგდებდა და მანამდე მცემდა, ვიდრე ხელი არ დაეღალა. შემდეგ ერთ ბნელ ოთახში შემაგდეს და დაღამებამდე იქ დამტოვეს. ჩემმა დედინაცვალმა რაღაც მოიმიზეზა, ოთახში შემობრუნდა და მამაჩემის გასაგონად ხმამაღლა ბრძანა: 

_ ყმაწვილო, იმედია, ახლა მაინც ისწავლი ჭკუას. იცოდე, არ დაგავიწყდეს, ძილის წინ ღმერთს შენდობა შესთხოვე! 

ო, რა საშინლად მძულდა მაშინ ჩემი დედინაცვალი! სიბრაზისაგან სისხლიანი იარების ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი. 

მამას ამ ცბიერი ქალისა ბრმად სჯეროდა. ჩემგან მოითხოვდა მშობელ "ბოდიშით ცუდი სიტყვა გავიფიქრე"ავით მყვარებოდა. ერთ საღამოს მამამ შინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოიყვანა. ერთი ბოთლი რომის საყიდლად გამგზავნა. რომი რომ მოვიტანე, სტუმარმა სასმისები შეავსო და მამაჩემისა და დედინაცვლის სადღეგრძელო შესვა. ორივეს ბედნიერება უსურვა. მათი სადღეგრძელოები მე სრულებითაც არ მაინტერესებდა. ჰოდა, ის იყო წასასვლელად მოვემზადე, რომ მამამ შემაჩერა. 

_ ჯიმ, აქ მოდი, _ მითხრა მან. _ ხედავ, სკამზე ვინა ზის? 

_ რა თქმა უნდა, ვხედავ. ჩემი დედინაცვალი მისის ბერკი, _ მივუგე მე. 

_ დედინაცვლის დაძახება არ გაბედო. ის დედინაცვალი არ არის! _ დამიყვირა მამამ. 

_ მაშ, ვინ არის?! 

_ ვინა და, დედაა შენი, ჰოდა, ასეც უნდა დაუძახო! მშობელ "ბოდიშით ცუდი სიტყვა გავიფიქრე"ავით უნდა გიყვარდეს. მიდი და ახლავე აკოცე. 

მამაჩემის სიტყვებში მაინცდამაინც სამწუხარო არაფერი იყო, მაგრამ ეს რომ მითხრა, მწარედ ავტირდი. 

_ ერთი ჰკითხეთ ამ საძაგელს, რას იწირპლება? _ იყვირა მამამ. 

_ თავი დაანებე, ჩემო კარგო, ძალიან ჯიუტი ბიჭია... თუმცა შენც კარგად იცი, რა უვარგისია! 

მე ტირილს ვუმატე, რადგან განსვენებული დედა ძალიან მიყვარდა და გული მტკიოდა, რომ ამ საზიზღარი ცბიერი ქალისთვის დედა უნდა დამეძახნა. 

მამა გაბრაზდა და მაგიდაზე მუშტი დაჰკრა. 

_ კმარა, ამ პატარა ბიჭს თავი დაანებეთ, _ თქვა სტუმარმა. _ რამდენი წლისაა, ჯეიმს? _ ჰკითხა მან მამას. 

_ მეშვიდე წელშია. 

_ ჰოო, მაშ ლუკმაპურის შოვნას მალე თვითონვე შეძლებს. 

_ ეჰ, როგორ არა, რა ხანია! შეხედეთ, რამოდენა ბიჭია! დროა, ფული იშოვოს. უსაქმურობა ეყოფა. _ აყბედდა დედინაცვალი. 

_ რატომ, ბიჭი არც ისე უსაქმოდაა, _ უკმაყოფილოდ თქვა მამაჩემმა. _ მთელი დღე პოლის უვლის. 

_ ეგ რა საქმეა! ზის თავისთვის, ხელში მშვენიერი ბალღი უჭირავს ან სულაც სადმე მიაგდებს და თამაშობს. 

_ მე კი ერთ რამეს გეტყვით, ბავშვის მოვლაზე ძნელი არაფერია, _ თქვა სტუმარმა. _ ამ მშვენიერი საქმის გაკეთებას მეც მაიძულებდნენ, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე მივატოვე, თუმცა ამის შემდეგ ძაღლივით ყეფა დავიწყე. 

ეს რომ თქვა, კეთილმა სტუმარმა ხელში პენი ჩამიდო. ერთი სული მქონდა, მალე გავპარულიყავი და ამ ფულით რაიმე მეყიდა. უფროსების ლაპარაკს ყურს აღარ ვუგდებდი. მხოლოდ იმ ახალგაზრდა კაცის ნათქვამი, ყეფა დავიწყეო, რომ თქვა, გონებაში ჩამრჩა. ბავშვის მოვლას ძაღლივით ყეფა მერჩივნა. მაგრამ ჩემი ყეფა ვის რაში გამოადგებოდა? მინახავს, მწყემსი ფარას რომ მიერეკება, ბიჭები ცხვრის მოგროვებაში შველიან, თან ყეფენ და ძაღლებივით წკმუიან. მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთი საქმისათვის ფულს იძლეოდნენ. ნეტავ მეცხვარეს ყეფისთვის ბიჭების დაქირავება რად სჭირდება? ნამდვილი ძაღლის შენახვა უფრო იაფი არაა? _ ვფიქრობდი ჩემთვის. მერე, სტუმარმა რომ თქვა, ყეფა ბავშვის მოვლაზე ადვილიაო, მან რა იცის, რა ცუდად ვცხოვრობ, როგორ მტანჯავს ბოროტი დედინაცვალი! რომ მამა ჩემზე სულ არ ზრუნავს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1203 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]