.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს
01:46
ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს
ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.

ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.

აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.

და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 815 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]