.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » ქუჩებს ფეხი აერიათ
18:26
ქუჩებს ფეხი აერიათ


ზეცას თვალში ჩაუვარდა მზე და
ეს დღეები უჩვეულოდ ტირის,
მეზობლის ბიჭს დაეკარგა მზერა,
გოგოს გაჰყვა ნაწვიმარზე ტივით.
ქუჩებს ფეხი აერიათ, მუჭა-
მუჭა დააქვთ მომწყვდეული სევდა,
თავმოხდილი დგას დუმილის ჭური,
ხაპავს გამვლელ-გამომვლელი,
ხედავ
წლები როგორ გადმოფინა თოკზე
ქალმა, მერე შეისწორა თმები,
გუშინ სახლთან, ბრმა ჭადარი მოკლეს,
დაინახა სხვა თვალებზე მეტი
იქნებ...
ახლა განწყობაა ცივი,
უფრო, ვიდრე ჩემს ჭიქაში ყავა,
მე უქოლგოდ სიარული ვიცი,
მეამინდეს მუცლიდანვე დამყვა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 853 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]