.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » შენ თვალებიდან
18:29
შენ თვალებიდან


შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 807 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]