.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.
18:33
ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.


მღერის აისი გაღვიძებული
სიყვარულისთვის ფრთა მოხატული,
ზეკარს შეუღებს მაისის სული
ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.

არ დაახანებს რა წამს მოუხმობს
გადმოიქროლებს როგორც ისარი,
მისი ტკივილით ნაავადარი
უტყვი,ეული,გულ ნაისარი.

გადაიხსნება როდესაც მასში
თმებში ჩააწნავს ცათა ხავერდებს,
აავსებს ხსნით და შემოავედრებს
სასო წარკვეთილ მყინვარ მწვერვალებს.

და დაირწევა დრო უდროობის 
ჯერ არ წნული და ჯერ არ ნამღერი,
დაფარავს ულევ მარადისობას
ჭეშმარიტების წმინდა ნამქერი.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 901 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]