.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ჩემი ლექსები
01:18
ჩემი ლექსები

ნაძალადევად არ მიცდია ლექსების წერა, 
განგებ არასდროს მიძებნია მათში სიმართლე, 
ის თავისთავად მოდიოდა ჩემს ბნელ სენაკში, 
იპარებოდა ნაპრალებში,როგორც სინათლე. 

ვერ გამოვდექი ღირსეული მათთვის გადია, 
ვერ დავარწიე კურთხეული მათი აკვანი, 
ვერ მოვიცალე მიწიერი საზრუნავისგან, 
არც ცხოვრებაში არ მეღირსა სხვა გასაქანი. 

მხოლოდ ცრემლებით ვერ ვახარე ჩემი ნატვრის ხე, 
ვერ გავაღვივე მათთვის საზრდოდ პურის მარცვალი 
და საცოდავად მიყუჟულებს მწირ უდაბნოში 
გულგრილად ვუმზერ,როგორც ავი დედინაცვალი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 935 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]