.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
10:36
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.


თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!
მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
ყელი ჩაგვიკოკლოზინა.
კატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 | ნანახია: 905 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]