.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » არ მივეცემი უეცარ გლოვას.
23:06
არ მივეცემი უეცარ გლოვას.

გუშინ ვებრძოდი ამ ცივ ქარიშხალს, 
სუსხიან დილას ვებრძოდი თოვას, 
გუშინ ვფიქრობდი დილა ჟამისას. 
არ მივეცემი უეცარ გლოვას. 

სანთელს ვუცქერდი დაბინდებისას, 
სუსტი სინათლე და კვამლი ბოლავს, 
ბოლო სიმღერას ვუსმენ გედისას, 
და კვლავ შევყურებ საშინელ თოვას. 

ვუცქერ და ვფიქრობ ვფიქობ სიშორე, 
ან გაზაფხული თუ კიდევ მოვა, 
თვალებს ვუცქერ და ცრემლებს ვიშორებ, 
გულმაც შეწყვიტა უდაოდ ბრძოლა. 

წუხელ ზამთარში ისე შემცივდა, 
მთვარეს ვუცქერდი და ღამის თრთოლვა, 
მთვარე შენსავით ცაში მეც მინდა, 
ვგრძნობ რომ ცისადმი გამიჩნდა ლტოლვა. 

დღეს დილით თოვლმა დაფარა გზები, 
ხმელეთი არსად დაუტოვია, 
არ მიყვარს თოვლი ჩემი გაგებით, 
შენი გაგებით დაუთოვია...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 778 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]