.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » არ შემიყვარო!
14:38
არ შემიყვარო!


არ შემიყვარო!
სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის
და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება,
ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის,
მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება.
არ შემიყვარო!
ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი
და არც უფლება იარსებოს ამ ქვეყანაზე,
გულ-მართალ გრძნობას ათას-ჭორის ტალახი გასვრის,
ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე.
არ შემიყვარო!
ამდენს მართლაც ვერ გადავიტან,
შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი,
დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა
და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 924 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]