.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » იცი, გულში რა ძალიან თბილა?
15:53
იცი, გულში რა ძალიან თბილა?


იცი, გულში რა ძალიან თბილა? 
ასე ყოფნა,  სულ არაა რთული... 
შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა... 
და შენს გამო,  მიფრთხიალებს გული...  
მზეს და მთვარეს,  შენს სიყვარულს ვუმხელ...
და სხივები მინათებენ, დილას... 
მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ... 
მოდი,  გულში, იცი, როგორ თბილა? 
 შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს... 
მომეპარე, და მაკოცე ფრთხილად... 
შენთან,  გულში შემომიშვი ისევ... 
გაზაფხულით დამინამე დილა... 
 შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო... 
ჩემი ლოცვა,  ოცნება და დარდი... 
მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ... 
როცა მოვალ,  არ წახვიდე, დამხვდი...
  იცი, წუხელ რა ძალიან მაკლდი?
 ვიცი,  მალე გათენდება დილა... 
შენს გულში თუ,  ვერ მომიჩენ ადგილს... 
ჩემთან მოდი...  
ჩემთან, უფრო თბილა
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 865 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]