.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ჩემზე გლოვამ დაგღალოს
21:29
ჩემზე გლოვამ დაგღალოს


მზე ჰქრება, ნებდება დაისს 
და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს. 
ოჰ, ერთხელ მაინც.... 
ოჰ, ერთხელ მაინც.... 
მინდა, რომ ჩემზე 
ფიქრმა დაგღალოს. 
ახლა არა არის ჟამი მახსრობის, 
ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს, 
და ფერხთით გიგდებ 
ერთი გასროლით, 
ბრაუნინგივით 
დაცლილ სიცოცხლეს. 
რომ მისტიური მესმას ძახილი 
და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს, 
მე ავიჩემე 
შენი სახელი, 
დაე, ის ერქვას 
ყველა საღამოს!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 835 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]