.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
21:53
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა


ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხზე უმხურვალესო. 
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

1922
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 836 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]