.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » ,,...ისარი მიმაქვს კისრითა” (ავტორი ნ.კოლხი)
18:16
,,...ისარი მიმაქვს კისრითა” (ავტორი ნ.კოლხი)

უკვე არ ვიცი რაღა დაგარქვა_ 
ბედისწერა თუ დაცინვა ბედის, 
ამდენხანს როგორ ვერ დაგივიწყე, 
ნაცვლად რა მერგო ტკივილის მეტი?! 

ვინ თქვა,დრო კურნავს ყოველგვარ ტკივილს? 
ვინ თქვა,ყუჩდება ყველა იარა?! 
მე ხომ შენ გამო,შენგან და შენთვის 
ამდენმა დელგმამ გადამიარა; 

და მაინც ჩარჩი ჩემს ზმანებებში 
მარადიული სულის ხიზანი, 
დავდივარ დამაქვს ვით დაჭრილ ირემს 
ბედის ნასროლი ყველა ისარი. 

მე მაინც მე ვარ,შენ მაინც შენ ხარ 
და ის,ერთ დროს რომ ჩვენ შეგვაერთა, 
დრომ,ყოვლისშემძლემ და წამლეკავმა, 
ვეღარ წაშალა,ვეღარ გაბედა. 

აბა,ვინ მეტყვის,შენ რას გერჩოდა, 
ანდა მე რისთვის გამწირა ასე! 
დავდივარ,დამაქვს ისრები კისრით, 
გული_დარდით და ვარამით სავსე. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 936 | დაამატა: | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]