.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » ის დადიოდა ავტორი : ნ.კოლხი
22:38
ის დადიოდა ავტორი : ნ.კოლხი


ის დადიოდა მტვრიან ქუჩებში, 
გულით ვეება დარდი დაჰქონდა 
და სისხლიანი ,,მემენტო მორი” 
მასზე ძვირფასი,აბა,რა ჰქონდა? 

ფარული შიში,ეჭვი,ობლობა 
იყო ოდითგან მისი თანმდევი, 
სული ელტვოდა შორეულ ლაჟვარდს, 
მიწა ვერ იყო მისი დამტევი. 

ჰკლავდა შური და უმადურობა, 
მოთქმით ტიროდნენ ჩანგის სიმები, 
გარს ანგელოზთა გუნდი ეხვია 
და მგლოვიარე სერაფიმები 

ის დადიოდა-უცნობი სფინქსი, 
მისი გამგები ვინ იყო მაშინ, 
მის დამწვარ სულში ერტად სახლობდა 
დიდი გენია-უმწეო ბავშვი. 

ორი სახატე ჰქონდა ამ ქვეყნად, 
ორი სიმაგრე და ორი ჯიხა: 
ერთი-მღელვარე,დიდი თბილისი. 
მეორე-წყნარი,ციცქნა ,,წენდიხა”. 

სული ვერ ძლებდა მაინც მიწაზე, 
სხვა სივრცე ჰქონდა გადასალახი 
და მისთვის ზეცა იყო სიმაღლე 
და მისთვის მიწა იყო ტალახი. 

ის დადიოდა სისხლიან მკერდით, 
ჟონავდა ლექსი(ის გულს იპობდა) 
ეს ,მტრებს ეგონათ ბოდვა შეშლილის, 
თურმე თვით ღმერთთან მუსაიფობდა. 

იტანჯებოდა,ქმნიდა,აგებდა 
და ენგრეოდა კოშკი ნაგები, 
მაინც ჯიუტად სწამდა ბოლომდე: 
,,ვიცი,დრო მოვა ჩემი გაგების!” 

ის დადიოდა...ის დადის ახლაც 
და მეკითხება თითქოსდა ციდან: 
,,რისი ბრალია ჯერ ახალგაზრდას 
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა?!” 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 991 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 GIoO  
0
:*:*:* kaia lamazia magaria momewona :)

2 adjara  
0
arrow კარგია ნ.კოლხი კარგი ლექსეია sad arrow ეგრე გააგრძელე მეგობარო smile kiss

1 ანუკა  
0
ძალიან ლამაზი ლექსია ყოცაღ ნ.კოლხი :):):) ძალიან მომეწონა :*:*<3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]