.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » დავლიე ცოტა,რა მოხდა მერე დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥
23:02
დავლიე ცოტა,რა მოხდა მერე დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥

დავლიე ცოტა,რა მოხდა მერე,
სისხლს შევურიე შავი ზედაშე,
ყველა სათქმელი ლექსებად გწერე,
რარიგ გვიყვარდა ლექსი მე და შენ...
ვიმღერე ცოტა,რა მოხდა ასე,
ღვინოსთან ერთად გავტეხე დარდი
და ფიალაში პირამდე სავსე,
ტკბილ მოგონებად ბაგესთან მყავდი.
მოვირგე კარგად თამადის როლი,
თუმცა სხვა როლი ,მქონოდა მსურდა,
ვერ ვითამაშე ამაყი ცოლი,
რადგან სიყალბე საშინლად მძულდა.
ვიარე მთვრალმა,არვისთვის მითქვამს,
ცხელი ცრემლების სამოსი მეცვა,
დაკეტილ კართან ვიოდექი დიდხანს 
და მაშინ მგონი პირველად შემრჩხვა.
დაღლილ თვალებში ჩავხედე ბახუსს,
თუმც აისამდე ვეღარ ვიარე,
ბანცალ-ბანცალით ვტკეპნიდი წარსულს
და მივხვდი დროში დავაგვიანე.

დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 888 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]