.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » საქართველოს ავტორი ნ.კოლხი
23:59
საქართველოს ავტორი ნ.კოლხი

მე შენი სისხლის ერთი წვეთი ვარ 
და შენი ხორცის ერთი ფიორი 
და შენთან ერთად მეც ზედ გადამდის 
შენი არაგვი,შენი იორი. 

მე შენი ტაძრის ერთი კენჭი ვარ 
და შენი ციხის ერთი ქონგური 
და შენთან ერთად ჩემშიც წკრიალებს 
შენი ფანდური,შენი ჩონგური. 

ვარ შენი ცრემლის ერთი კურცხალი 
უნებურად რომ თვალზე მოგწყდება, 
მე შენი ტოტის ტოტის ტოტი ვარ, 
რომელიც,ვიცი,ერთ დროს მოტყდება. 

მე შენი გულის ერთი სიმი ვარ 
გასაჭირში რომ დაგიღონდები, 
ერთი სამარის ბორცვით მეტი ვარ... 
დაგენანები როცა მოვკვდები?! 

ავტორი ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 866 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]