.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » იების ცრემლი ავტორი ნ.კოლხი
16:40
იების ცრემლი ავტორი ნ.კოლხი

დროდადრო დარდები კვირტივით სკდებიან 
და სევდის ბაღებში ყვავიან იებად, 
ო,ლექსი კიარა,ეს მათი ცრემლია 
ასე რომ ჩამომდის და ...მეპატიება. 

იღბალი რაც უფრო მმტრობდა და მწიხლავდა 
მე ცისკენ ვიწევდი მიტ უფრო,თანდათან, 
ლამაზი ზღაპარი დაიწყო უეცრად, 
ასევე უეცრად დამთავრდა. 

ნამდვილი ცხოვრებაც ხომ მხოლოდ ის არის, 
რაც ქვეყნად იბრძოლე,იტანჯე,ეწამე, 
ყველა დანარცენი მხოლოდ მირაჟია, 
გზა მხოლოდ ორია,არა მწამს მესამე. 

და სანამ ამ ქვეყნად ვსუნთქავ და დავდივარ, 
რომ აღარ დავბრმავდე,რომ აღარ დავმუნჯდე, 
ვაგროვებ საგანძურს და სულში ვინახავ, 
მე არ მწამს მიწაში ნამარხი საუნჯე. 

...თუ ზოგჯერ დარდები კვირტივით სკდებიან 
და სევდის ბაღებში ყვავიან იებად, 
ეს ლექსი კი არა იმათი ცრემლია 
ასე რომ ჩამომდის და ...მეპატიება. 

ავტორი ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1105 | დაამატა: | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]