.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » ვკითხულობთ ვაჟას დაამატა ნ.კოლხი
00:31
ვკითხულობთ ვაჟას დაამატა ნ.კოლხი

გარეთ ღამეა, 
ცის დასავალს მზე მიმალულა... 
ვკითხულობთ ვაჟას. 
ცრემლს ვერ იკავებ,იწმენდ მალულად, 
გრცხვენია ,,ვაჟკაცს”. 
მაგრამ თვალებში ქარიშხალი ჩნდება ანაზდად, 
ღელავს ზღვაური 
და მეუბნები აღტაცებით(ისე ლამაზად!): 
-ხომ ხედავ,დედა,არ შეეწირა ზვიადაური! 
ცაზე მთვარე წევს ნამგალა და ახალთახალი... 
ვკიტხულობთ ვაჟას... 
შენს დიდ თვალებშიც იბადება რაღაც ახალი, 
იწყებს ფრთის გაშლას. 

დაამატა ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 798 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]