.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » პირველი სიყვარული ლექსის ავტორი-ვ.ნაბოკოვი(თარგმნა ნ.კოლხმა)
17:07
პირველი სიყვარული ლექსის ავტორი-ვ.ნაბოკოვი(თარგმნა ნ.კოლხმა)

არყის და ვერხვის ფოთოლთა შორის 
ხეივნის ბოლოს,პატარა ხიდთან, 
გამოკრთა შუქი მსუბუქი კაბის, 
როგორც ღიღილო-ლურჯი დაწმინდა. 

შენი ხატება შუქმოელვარე 
ჩემს ხელისგულზე ფართატებს თითქოს 
და ვუფრთხილდები,როგორც პეპელას, 
რომელიც წასვლას აღარსად ითხოვს. 

გავიდნენ წლები.მე ბედნიერი 
ვიყავი,თუმცა უშენოდ ვცხოვრობ, 
მაგრამ დრო და დრო შემიპყრობს შიში: 
სადა ხარ ახლა,ახლა სად ცხოვრობ? 

თუ უცაბედად შეგვყარა ბედმა, 
თუ ისევ შევხვდით,თუ ხარ ცოცხალი, 
მე ვიცი,შენი სახე შემზარავს, 
ვით სიმახინჯე გასაოცარი. 

და გაუმხელელს გაგიმხელ წყენას: 
შენ უცხო გახდი,ჩატეხე ხიდი, 
ვერც ლურჯი კაბა და ვერც სახელი 
ვერ შემინახე,ვერ გაუფრთხილდი. 

დღეს ყველაფერი ყავლგასულია, 
მე ღმერთს მადლს ვწირავ და შენც შესწირე, 
რომ მომქანცველი ერთფეროვნების 
უკუნ ღამეში არ ჩავიძირეთ. 

ვ.ნაბოკოვი მთარგმნელი ნ.კოლხი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1236 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]