.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30


დაეცა ყველა მაღალი კერპი, 
ჩაცხრა ბუკი და ჩაცხრა ნაღარა 
და სისხლიანი დროშების ფერფლი 
ქარმა სახესი შემოგვაყარა. 
დუმს წიწამური და დუმს მთაწმინდა 
და ჭირის ოფლში ცურავენ ძვლები, 
დომს ძველთაძველი ბუდე არწივთა 
და...ღაღადებენ მარტოდენ ქვები. 
აქ ისტორიის დაიმსხვრა ჩარხი, 
ისმის სხვაგვარი შრიალი ხეთა, 
იქ კი,ოდესღაც ნანგრევში ჩარჩა 
ძველი შუმერი,მიდია,ხეთა... 
მე მესმის მათი და ვეღარ ვშველი, < ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 998| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მიდიხარ მარტო ნისლიან თქორში 
გზადაკარგული მგზავრი გვიანი, 
გაბეზრებული წვიმით და თოშით, 
ფერდაკარგული დანაღვლიანი. 

შენ ჩაგიარა ცხოვრებამ გვერდით, 
სხვა დრო და სივრცის გახდი ხიზანი 
და ნატყვიარი თუ გტკივა მკერდი, 
ზეცისკენ გიხმობს სული მისანი. 

მზისკენ გაიწვდი გაყინულ ხელებს, 
არ დაგანებებს ჟამი_ასპიტი 
და დრო და სივრცე მაინც გახელებს, 
რადგან თავის გზით მიდის და მიდის. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1001| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თუ არაფერს ეხლა არ აკეთებ, შემიძლია შემოგთავაზო პატარა გასართობი ტესტი. ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. ეს თამაში სულ რაღაც 2-3 წუთს წაგართმევს, მაგრამ გაითვალისწინე ერთი რამ: თავის მოიტყუება არ შეიძლება! ჩამოწერე დავალებები და პასუხები შეადარე და მართლა ყველა პასუხი შეემთხვევა დავალებებს. აბა, დაიწყე!!! 

1. ჯერ ჩამოწერე რიცხები 1–დან 11–მდე 

2. შემდეგ 1 და 2 მოპირდაპირეთ დაწერე ორი ნებისმიერი რიცხვი 

3. 3 და 7 მოპირდაპირეთ დაწერე საპირისპირო სქესის ორი ნებისმიერი სახელი 

4. 4, 5 და 6 მოპირდაპირეთ დაწერე მეგობრების ან ნათესავების საყვარელი სახელები 



როდესაც წვიმა დაალბობს ქუჩებს 
და მდუმარება დაისავანებს, 
დაეძებ შენთვის მყუდრო სამყოფელს 
და მარტოობის ჩვეულ სავანეს. 

არ ელოდები ახლა არავის, 
არ უსმენ თრთოლვით არვის ნაბიჯებს, 
ვისაც სურდა და არ დაიზარა, 
დიდი ხანია გადაგაბიჯეს. 

ვეღარ ივიწყებ გამოწვდილ ხელებს, 
წამალს კი არა,შხამს რომ მალავდა, 
შენ ერთი_ღმერთი იწამე მხოლოდ, 
რადგან გჯეროდა დაგიფარავდა. < ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 918| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დადიხარ,ხვდები გულნამცეცა ადამიანებს. 
ზოგი გიღიმის...ეს ღიმილი ,იცი,ფარია. 
ზოგი ჩაგივლის,სალამს განგებ დაგიგვიანებს 
და ვითომ,ამით გაგრძნობინებს რომ,,მაგარია.” 

მიდიხარ შენთვის...ერთად ერთმა შენ იცი მხოლოდ, 
ბევრი მათგანი,რა ხანია,შენთვის მკვდარია.

(ავტ. ნ.კოლხი)
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 960| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩემი სიგიჟე ცივ სამარეს ჩაუკრავს გულში...
და მე დავცქერი ცრემლიანი თვალებით ახლა...
ვიცი მარტო ვარ... და სიგიჟეს დიდხანს ვიტირებ...
სანამ ამ თვალებს დაეტყობა დარდისგან დაღლა...
ვიცი, ჩემსავით რომ ამქვეყნად ბევრს უტირია...
თუმცა სიგიჟეს ბედნიერი წუთებიც ახლდა...
და ახდენილ თუ აუხდენელ ლამაზ ოცნებებს
ცივ სამარეში სიგიჟესთან ჩემსავით მარხავს...
მშვიდობით ჩემო ტკივილო და ჩემო ოცნებავ!..
ჩემთვის ვარდისფერს დაეფარა დღს შავი ფარდა...
მინდა გჯეროდეს, სხვა სიგიჟეს აღარ დავუშვებ,
და არც არასდროს არ ვინანებ იმას, რაც მწამდა!


გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,

ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,

ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,

არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,

ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,

აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,

აპრილია თავად უნდა მიხვდე..
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1001| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...

მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,

ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...

არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,

გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის

შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში

და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს

ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,

ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ



რამდენიმე დღე 
შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო,
( ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია!)...
სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს,-
არ ვიცი რატომ,-
შენი დანახვა ძველებურად არ უხარია!
ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს 
სანთლად ავანთებ...
სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო:
ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი,
დაგანამდვილე.
და ახლა მინდა-
ისევ ნატვრად გადაგაქციო!
ისევ ოცნებად!
ისევ ფიქრად და მოლოდინად!
რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი,
მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე
და ამ მოტივმა-
კვლავ შენი ნახვით
ამიცხადოს ეს მოლოდინი.


არც დასაწყისი, არც დასასრული,
მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური,
რად გინდა ჩემი გამსკდარი გული,
სხვის სიყვარულში გამოტანჯული.

თავის მართლება არც კი მიცდია,
ვინ გამამართლებს თავგზაარეულს,
შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას,
საბედნიეროდ დაგვიანებულს...


მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს, 
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს, 
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის 
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან. 
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის 
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს, 
დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ, 
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ. 
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს 
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით, 
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო 
და სული შენი შევისუნთკო რუხი კვამლივით.


შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა 
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა 
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა 
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. 
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა 
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა, 
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა 
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა. 
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა 
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა. 
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა 
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა. 
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა 
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა 
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა 
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა. 
მთელი საქართველო ასე ზრდილი ... კითხვის გაგრძელება »


დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, 
დაკარგულ სევდას და ცრემლს, 
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს 
ყველაზე მოწყენილ დღეს 
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, 
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . 
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს 
ყველა დაჩაგრულ გულს, 
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, 
ფოთოლს გზააბნეულს ერთს, 
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის 
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!


შორიდან ახლოს და პირიქით მივდივარ,
დაულაგებელი წესრიგი... 
გიჟი ვარ!
ცრემლში ვხარხარებ და ღიმილში ვტირი,
აუხდენელი მიცინის... მტირის...
ღამის თენება დამჩვევდა,
ცხარე და ტკბილი,
ბნელი და ნათელი...
გამოუცნობი სევდა დამჩემდა;
გაშეშებული მივრბივარ, ვყვირივარ...
გადამავიწყდა საგნების გარჩევა,
უჭკვიანესი გადარეული...
უნორმალურესი არანორმალური,
აღელვებული სიმშვიდე... 
გიჟი ვარ!
ტრაგედიას მივხარხარებ და 
კომედიას ვტირივარ,
ნაბიჯი მიჭირს... 
ვერსად ვერ მივდივარ;
ჩემი დროს მოსვლა მომინდა,
შეუხებელი შემეხო, მოვიდა... 
... და მითხრა, მ ... კითხვის გაგრძელება »


ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა, 
ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა, 
ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს 
თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ. 
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა, 
გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა, 
ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა.


სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო სიყვარული იღვიძებდა იაში.
მზე ათბობდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე...
რიგში იდგნენ ყმაწვილები, უფრო მეტად ქალები,
წიგნის თაროს შეჰყურებდნენ ანთებული თვალებით...
სევდა სწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი,
სიყვარულის რიგში, ღმერთო, იქაც ბოლო ვიყავი...
რომ მეთხოვა, იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო,
რომელიმე ღვთისნიერს ჩემთვის მსხვერპლი გაეღო.
მაგრამ.. სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო...


შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში 
შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების 
ის ღამე ჩემთვის სიხარულია 
როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში 
იმაზე ფიქრი მაწვალებს მტანჯავს 
ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ? 
ალბათ ოდესმე გავიგებ პასუხს 
სანატრელსა და ოცნების პასუხს 
შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს 
იმ წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს, 
მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა 
და მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები? 
მას მარტო ტოვებ?! 
შემდეგ იწყება თავიდან ტანჯვა 
და მარტოობის შეგრძნება მწარე 
ისევ ვეფლობი ფიქრის მორევში 
ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები..



ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები, 
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად, 
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი, 
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება. 
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა, 
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული, 
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა, 
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული. 
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა, 
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია, 
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა, 
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან. 
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული, 
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით, 
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული 
............... სადა ხარ?! 
დავშორდით?!?!?! ... კითხვის გაგრძელება »


ორ სანთელს ავანთებ,ორმაგად ვილოცებ,
ორმაგად დავიცერ პირჯვარს,
ეს ერთი სანთელი შენია იცოდე,
მე შენთვის ვილოცებ დიდხანს,
ტაძრიდან გამოვალ,პირჯვარს გადავიცერ,
ცრემლი დაეცემა მიწას,
შენახარ ჩემი ხატი,ჩემი სალოცავი,
მუდამ მეყვარები ვფიცავ...



რომელიც სიკვდილით დასრულდა. ეს ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ და ცოტა ხნის წინ დამთავრდა დამთავრდა მაგრამ შეიძლებოდა არც დამთავრებულიყო)
ცხოვრობდა გოგო ერთი ლამაზი და როგორც ხალხი იძახდა ძალიან საყვარელი იყო. იყო იმიტომ რომ მოკვდა. მოკვდა დარდით და ამ დარდს ერქვა ცალმხრივი სიყვარული. ეს ცალმხრივი სიყვარული იყო ერთი ბიჭისადმი. მოდი მე ამ ისტორიის მოყოლას დავიცყებ იმით თუ როგორ შეხვდნენ.
იყო ზაფხულის ცხელი დილა. გოგოც და ბიჭიც დილით ერთიდაიგივე ადგილას მიდიოდნენე მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
როდესაც გოგომ ის დაინახა გაოცდა მას რაგაც უცნაური გრდნობა ეწვია რომელსაც სიტყვებით ვერ ხწერდა ეს გრძნობა სიყარული იყო. დამთავდა ის დღე და ამ დღის მერე გოგო სულ მასზე ფიქრობდა მისი სახე თვალწინ ედგა მაგრამ სახელის გარდა არაფერი იცოდა. გავიდა თვეები და გოგომ მასზე ყველაფერი გაიგო ისიც კი რომ მას შეყვარებული ყავდა რომელიც თავდავიცყებით უყვარდა. აღმოჩნდა რომ ბიჭის რჩეულს საერთოდ არ უყვარდა ის და ამბობდა ნეტავ საერთოდ არ გაჩენილიყო ამ მსოფლიოზეო.
გოგო იცდიდა იცდიდა და ბოლოს ბიჭს მისი შეყვარებული დაშორდა. გოგომ გაიცნო ბიჭი მაგრამ აღმოჩნდა რომ მას მისი ყოფილი შეყვარებული კიდევ უყვარდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა. გოგოს იმ ... კითხვის გაგრძელება »


ღამეა...ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე...მარტოობა...მკვდარი სიყვარული...მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან...ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის...მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული... 
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია... 
_ლუკა აქ რას აკეთებ? 
_ვა ანი შენა ხარ... 
_როგორც ხედავ... 
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო... 
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში...ხალხი ძილს მიეცა...მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს...მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო... 
_ლუკა რა მოხდა? 
_არაფერი... 
ისევ სიჩუმე...ისევ მარტოობა...ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში. 
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო...ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ... კითხვის გაგრძელება »


წამოდი მეცეკვე,წამოდი,

ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს.

გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ

წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!

არ მინდა ვარდი და ხელმკლავი,

ამბორიც არ მინდა თითებზე.

წამოდი უბრალოდ მეცეკვე,

მუსიკაწართმეულ სიტყვებზე.

არ ვტირი,ეს წვიმამ დანამა

ღაწვი და გალუმპა წამწამი,

წამოდი ვიცეკვოთ,არ იცი?

-დილამდე როგორმე გასწავლი.

აღარ ღირს წუხილი იმაზე



ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...

დღეს თუ არ იცი, ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ!

ჩემთვის ასეთი ცივი რად ხარ, რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც ვერ შემაშინებს.

ცოტას დავიცდი, სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი, პატიებას შენგან არ ველი,

თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ..


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, 
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. 
შენი თვალების ნაცნობი ფერი 
მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი 
არ ვიცი, ასე რად მემართება. 
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, 
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. 
მხოლოდ მართობენშენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკიჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა,- 
შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, 
ხარ სანატრელი და სასურველი. 
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, 
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.


მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას, ანკარას,
ყველგან ყოველთვის გულმა ჩუმად თან რომ ატარა,
მე ვადღეგრძელებ პირველ თანხმობას ნათქვამს სიწითლით,
იმ მტანჯველ განცდას შეხვედრის წუთს რომ მწარედ ითვლის.
მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას, სიწმინდეს მისას,
სიტყვებს: "სულ მუდამ მეყვარები, შენს თვალებს ვფიცავ!"
მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს, გიჟურს, ვნებიანს,
იმ ლამაზ თვალებს შეხვედრისას რომ იბნევიან!.


ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია..



მოდით,იხილეთ ბრწყინვალებით ეს სიყვარული, 
თუმც კი დაახშო მან ეული ეს ჩემი გული. 
ამ თვალთ სიღრმეში ჩაიძირა ჩემი სამყოფი 
ვიგრძენ მის მშვილდთA ძალა იგი,სულთა-გამყოფი 
ყველას არ მოკვეთს,გარეშე მყოფს ეს სიყვარული 
ვისაც კი ძალუძს,რომ ამ გრძნობით იმშვიდოს გული. 
მხოლოდ იგია ბედნიერი,ღირსი,რჩეული, 
ვინც შემძლებელ არს,ერთგულებით დარჩეს მსახური




განა ვტირი?ალბათ წვიმა შემხვდა გზაში 
უძილობამ ოცნებები ჩემში ძლია. 
ავქვითინდე?არავითარ შემთხვევაში 
სიყვარული უცრემლოდაც შემიძლია. 
ამაყი ხარ?ეს თვისება ჩემშიც არის 
ძლიერი ხარ?ეს თვისება ჩემშიც არის? 
უდარდო ხარ?გადავიღებ ჩვევას შენგან 
მაგიერად მე გული მაქვს შენ კი არა!


ნუ გეგონება რომ დაგივიწყე 
ფიქრები ფირზე ადრე მოდიან, 
ასეთი წმინდა და სანატრელი 
მენატრებოდე,ძნელი როდია. 
ამ მონატრების მწუხარე ტაღებს 
სანაპიროდან ნეტავ რას მოაქვს? 
გამორიყული გრძნობა გულისა 
ფურცლის ხაზებზე კალამს გადმოაქვს. 
ფერად ნიჟარებს ვიღაცა ითვლის, 
გრძნობას ვერ ამჩნევს..დასანანია, 
მარილიანი ცრემლები ზღვაში 
ხომ სიყვარულის ან -ბან -განია.


ქუჩაში სიჩუმე გამეფებულიყო. არავინ ჩანდა ირგვლივ. ნეტა რა ხდება? გავიფიქრე მე. 
ბათუმის ქუჩები არასდროს ყოფილა ასეთი წყნარი, მაგრამ საოცრად ლამაზი, დადუმებული მაგრამ მრავლის მეტყველი.
გული უცებ სევდით ამევსო, მივხვდი , რომ ეს სიცარიელე რაღაცის მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რისი? 
კარგა ხანია ბათუმში არ ვყოფილვარ, მეგონა აქ ჩამოსულს ხალხი სიხარულით მომეგებებოდა, გულში ჩამიკრავდა და მომეფერებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. 
კარგი, არაუშავს ვთქვი მე და გავაგრძელე სახლისაკენ გზა. თქვენ წარმოიდგინეთ სახლშიც არავინ დამხვდა.
ეხლა კი ნამდვილად შევშინდი, ტელეფონზე დავრეკე. დედას თხოვნით ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მივედი, აქ კი ნამდვილი საოცრება ვიხილე, ამდენი ხალხი ერთად თავმოყრილი ჯერ არ მენახა. 
გზაა გავიკვლიე და როგორც იქნა ნაცნობ სახეებსაც მივაგენი, მათ კი აცრემლებული თვალები მომაგებეს.
უეცრად, ჩემდა უნებურად ცრელი წამსკდა თვალებიდან, გამახსენდა ეს ქუჩა, რა ბედნიერი ვიყავით აქ მე და ის.
ის? ვთქვი ხმამაღლა და მაშინღა მივხვდი ყველაფერს.
ბოლოს რომ ვისაუბრეთ რაღაც უ ... კითხვის გაგრძელება »


შორიდან ისე შემომეპარე როგორც, ალვის ხეს, ცელქი ნიავი,
უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა, ან რად დამეწყო გულის ფრიალი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი.
ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს, მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი,
იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე, მერე უეცრად გაუჩინარდი,
არც დამეთანხმე, არც უარი თქვი და მეც დამტოვე გაუცინარი.
თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს, შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი,
ნეტავ საიდან გამომეცხადე, რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი


დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემილამაზე ეს ავბედითი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა,ოღონდ ლურჯი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო,
ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე,ოღონდ თეთრი არ დამიხატო.

მე აღარ მომწონს შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო,სადაფის ფერი?
თეთრი ზამთარი მე არ მახსოვს ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.

დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა, ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.



იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა,
ხმები დაძრწოდნენ ავი სულების,
თითქოს ეშმაკიც ამას ელოდა,
თითქოს კარებში იდგა დემონი. 

ქარი არხევდა დარბაზში ფარდებს,
და მუმიებიც ნელა დგებოდნენ,
ისმოდა ხმები,აღებდნენ კარებს
და სიბნელისკენ მიაბიჯებდნენ.

შიშმა შემაკრთო, ხმა ჩამივარდა,
წყვდიადი იდგა ავად მზირალი,
და იმ ბოროტმა მწარე სიზმარმა,
გამომაღვიძა მე მომტირალი.


სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
უკითხავად რომ გაგიღებს
გულის კარებს,
ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო,
დაგაწყნარებს და 
სრულ სიმშვიდეს მოგავლენს.
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
რომელიც რომ მთელი ღამე
არ გვაძინებს,
ოცნებებში ჩაძინებულს
ყოველ დილით,
სიხარულით აღსავსეს რომ
გაგვაღვიძებს!


ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი
ყანწით დავცლიდი საქართველოს მთებს და მწვერვალებს,
მერე რა იცი?_მოვიდოდი შენს ფანჯარასთან
და სერენადას ვუმღერებდი შენს ლამაზ თვალებს.
საუბედუროდ ბიჭი არ ვარ, რომ ვიშარაფო
ღვინიო დავლიო,ღვინიტ დარდი სულ დავივიწყო.
ქალიშვილი ვარ სიყვარულით გაწამებული
ერთი ვიცოდე ნუთუ მართლა არ გებრალები?
ბიჭი არა ვარ სიყვარული რომ გაგიმჟჭავნო
და ავამღერო შენს ქუჩაზე ჩემი გიტარა
ბიჭი არა ვარ, გოგონა ვარ, გესმის?-მიყვარხარ
და შენ კი ჩემი სიყვარული არ გეკარება!
ბიჭი არა ვარ ცივი დანა დავატრიალო ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 889| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენ სტრიქონებს მოვეფერო მინდა,
დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი მშვიდი თვალებივით წმინდა.
დამიწერე,რომ ცრემლები მშვენის,
რომ შენს გულშიც უჩემობა წვიმდა,
დამიწერე,რომ ლექსი ვარ შენი,
რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩემთვის ღირდა...
დამიწერე სულ პატარა ლექსი,

შენი მშვიდი თვალებივით წმინდა...



წარსულზე ფიქრი იქნებ არა ღირს, 
მაგრამ ხომ მაინც იდარო უნდა, 
სანამ მთებიდან მოჰქუხს არაგვი 
და მტკვარი ოხრავს სამშობლოს გულთან, 

წარსულზე დარდი იქნებ არა ღირს, 
იქნებ არა ღირს ეგ გარინდება, 
მაგრამ კრწანისთან სანამ არაგვი 
იქ ჩაყრილ ძვლებზე აბაბინდება_ 

უნდა იდარდო,ინარვლო უნდა, 
იმ ძველი სევდით,სევდით ქართულით, 
ორივე მკლავზე ბორკილად,ხუნდად, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 977| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


სისხლის ცრემლებს ღვრის ღვრის ღვთისმშობელი, 
გმინავს გელათი და იკორთა, 
ეკლიან ვარდებით მოდის გაზაფხული 
და სწუხს მაცხოვარი დიდგორთან. 
გორგასლის მუზარადს ჯამბაზი იცემებს, 
დავითის თორ-აბჯარს_არტისტი 
და სვეტიცხოველთან ღვთის კვართზე 
წილს ყრიან 
იეღოველი და ბაპტისტი. 
დრტვინავენ,ბორგავენ ძვლები ათონელთა_ 
ყრიან ფოლიანტებს ფუნაში, 
,,ხანძთელს”და,,შუშანიკს” ნაგავს უწოდებენ 
და ყრიან სანაგვე ურნაში. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 944| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ 
გვეკოცნა ერთმანეთისთვის 
და მხოლოდ თმებს ვქაჩავდით. 
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით 
იმისთვის, რომ გვეომა 
და ერთმანეთს სათამაშო ავტომატებით ვხოცავდით. 
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით 
იმისთვის, რომ 
დაგვენახა მიტოვებული ნაგავსაყრელი, 
რომელშიც ვცხოვრობდით 
და პატარები ვიყავით იმისთვის, რომ საკუთარი თავი გვეძებნა და მხოლოდ 
დახუჭობანას ვთამაშობდით.


"ჯინსების თაობა"დროსთან ერთად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უცნაური ამბავი "თვითმფრინავის ბიჭებზე" ბევრ კითხვას ბადებს. 1983 წელს მომხდარი ყველაზე გახმაურებული და უცნაური ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ყველასთვის ბურუსით მოცული და დახურული იყო. ქართველ დაუმორჩილებელ და თავისუფლების წყურვილით შეპყრობილ ადამიანების ისტორია დღესაც აქტუალურია. მასზე არაერთი სპეკტაკლი იდგმევა იწერება წიგნები და ეძღვნება გადაცემები. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია 80 წლების მიწურულს დაიწყო. ისტორია ყველაზე გაბედულ და თამამ ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და აშკარა პროტესტი მათ უსამართლო წყობის მიმართ გამოხატეს. ისინი ვერ შეეგუენ საბჭოთა კავშირის სასტიკ წყობას, მათ მკაცრ რეჯიმს..ამიტომაც გადაწყვიტეს ქვეყნიდან გაქცევა..თავისუფლების ჯინიმა და საბჭოთა ხელისუფლების სიძულვილმა ისინი ამ დონემდე მიიყვანა. გეგა კობახიძე, თინათი ფეტვიაშვილი, კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, დავით მიქაბერიძემ და მამა თეოდორე-იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ მიზნის განხორციელებისთვის..მათ იქირავეს ბინა სადაც ხშირად იკრიბებოდნენ და ქვეყნიდან თავისდახწევის გეგმაზე ერთად მუშაობდნენ..საბჭოთა საზღვრების გადალახვა იმ დროს მხოლოდ "რჩეულთა ხვედრი"იყო, ამიტომაც გაქცევის ერთადერთი და ყველაზე ხელს ... კითხვის გაგრძელება »


ტირილის „სეანსი” სასარგებლოა. ეს დიდი ხანია, დაადგინეს ფსიქოლოგებმა. გულიანი ტირილი ცრემლების თანხლებით, ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და რაც მთავარია, გაძლევთ საშუალებას სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ტირილის შემდეგ სიტუაციას უკვე სხვანაირად უყურებთ. მთავარია, ტირილი მართლა გულიდან მოდიოდეს. არ იყოს ყალბი და ხელოვნური. ცრემლების დამალვა, შეკავება არ შეიძლება. ჯერ ერთი, რომ ასე სტრესს ვერ მოიხსნით და მეორე, გულს დაიავადებთ. ტირილის დროს, ცრემლებთან ერთად, ორგანიზმიდან გამოიდევნება ნივთიერება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. 

ურთიერთობების გარკვევა, მართალია, სიტუაციას ნათელს ფენს, მაგრამ ამით წყენისგან ვერ თავისუფლდებით. პირიქით, ის თქვენ შიგნით გადაინაცვლებს და დიდი ხნით იკეთებს ბუდეს. ნუ იფიქრებთ, რომ მოერევით. საკმაოდ დიდხანს შეგახსენებთ თავს და ძალიან მტკივნეულადაც. ის თითქმის თქვენზე ძლიერია და მხოლოდ ცრემლებით თუ გაუმკლავდებით. ამიტომ, აუცილებლად უნდა იტიროთ. თანაც, იტიროთ ბავშვურად, გულწრფელად, მთელი გულით და არსებით. 
გირჩევთ, ტირილის სეანსი მაშინ მოაწყოთ, როცა მარტო იქნებით – გარეშე თვალისგან იზ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა |ნახვა: 1260| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


კრწანისის შემდეგ მეფე ერეკლე 
ტოვებდა თბილისს, 
სპარსელთ ეკავათ ნარიყალა და მთაწმინდა, 
დამარცხებული ბებერი ლომი 
ბუნაგს ტოვებდა_ 
ვერ გაუძლო და,თურმე, 
ლილოსთან ატირდა. 

თბილისს ტოვებდა,თან მიჰქონდა 
უთქმელი დარდი, 
გულს უმეწყრავდა სპარსთ 
ხორხოცი და სიცილი, 
მზე ნაწამები ჯვარცმულივით 
ეკიდა ცაზე და... 
და იწვოდა საქარ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 855| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვეღარ მივაბი სტრიქონი სტრიქონს, 
კვლავ შემაცივდა კალამი ხელში, 
გადაეცალა ფერები გრძნობებს 
და ჩაიძირა სამყარო ბნელში. 

მე ახლა სხვა ვარ, სხვა არის ღმერთიც, 
აღარ ვეგები ამ მიწას ფეხქვეშ, 
გახდა სამყარო სუფთა და წმინდა, 
ნუ იყურები ეშმაკო ქვეშ-ქვეშ. . . 

მინდა შეგშურდეს, აღარ ვარ მკვდარი, 
სული წაგართვი ამ წუთას ბებერს 
და ახლა ისე, როგორც არასდროს, 
მინდა ჩავხედო თვალებში შენს ერს.  ... კითხვის გაგრძელება »


აინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა, 
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი, 
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ 
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი. 

ეს ფიქრნაკრავი ისტორია ვინ დამიტოვა, 
ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე, 
სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა, 
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ. 

ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს, 
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში, 
იმ უზარმაზარ კაკ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1009| დაამატა: anuca  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


მინდა შენი სიცოცხლე მერქვას 
შენი უზადო ფიქრი ვიყო... 
მინდა შენი ოცნება მერქვას, 
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო. 
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა 
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო... 
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი, 
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო. 
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება 
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო, 
აი ეს არის მწარე სიმართლე... 
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო. 
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა 


ვიცი,ერთხელ,ერთხელ მაინც გიხილავ, 
ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი, 
გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად, 
შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის. 
წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ, 
ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის, 
შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც, 
სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის. 
მეგონა,რომ შენი გული მიცდიდა, 
ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი, 
არ მითხრა,რომ ახლა უკვე სხვისი ხარ, 
მოგიკვდები დარდითა და სევდით.


წვიმისფერია სული ხანდახან... 
გული გრძნობებსაც ითხოვს წვიმისფერს... 
და შემოდგომის დღეთა კვალდაკვალ, 
ოცნება ჩუმად დროსაც ივიწყებს... 
ნამიან ფიქრზე როცა დადიხარ... 
ან უცნაურად მთვარეს უღიმი... 
როცა პატარა სანთლის ლანდი ხარ... 
ღამეულ სუნთქვის მცირე შუქივით... 
შეყვარებული სითბო გაცვია... 
და მოლოდინი სხეულს გიშიშვლებს... 
სული ბავშვივით ამ დროს ანცია... 
ჩაგხუტებია ნატვრის სიცივე... 



როგორც იქნა სახლში მივიდა. მთელი ღამე ამ საუბარზე ფიქრობდა მერე ჩაეძინა. 
დილით ადრე მესიჯის ხმამმ გაღვიძა .სიხარულო მე მიყვარხარ შენ. 
გარეთ კი ისევ შემოდგომის სურნელი იდგა. ქარი ისევ ათამაშებდა შემოდგომის ფოთლებს ჰაერში. მზემაც გამოაჭყიტა .მზის სხივებმა გაარღვია და ფარდის იქით ოთახში შეაღწია. გოგონამ სწრაფად ჩაიცვა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მის სკოლამდე 15 წუთი იყო ,გზაში დათა შეხვდა . 
–როგორ ხარ სიხარულო? 
–კარგად შენ როგორ ხარ? 
–მეც კარგად ვარ. სკოლის მერე რას აპირებ? 
–უნდა ვისწავლო. 
–მერე რას აპირებ? 
–მერე არ ვიცი. 
–წამო მდინარეზე წავიდეთ. 


ზამთრისპირის ტყე_ჩუმი და მკაცრი, 
ჩამოძონძილი მთების კალთები, 
დღე_ნაცრისფერი,თავისი ცივი 
დაიდუმალი გამონათებით. 
გზა_ნაწვიმარი და გაძარცვული, 
ზეცა_საკინძეჩამოხეული, 
მიწა_ნაგვემი მაცხოვარივით, 
ქარი_შმაგი და გადარეული. 
რას,რას მაგონებ ასე ნასეტყვი? 
რას,რას მაგონებ ასე შიშველი?! 
მე მტკივა შენი ყველა ტკივილი, 
მაგრამ ვაი,რომ ვეღარ გიშველი. 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 950| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახლა ზამთარია_ 
დღეები ჭკნობის და კვდომის, 
ახლა ზამთარია_ 
დაფენილია თოვლი; 
ცივა და ქარია, 
დასცვივდათ ფოთლები ხეებს, 
სად ხარ,რა ხანია არ მითბობ 
ნაცრისფერ დღეებს! 
გეძებ,მახარია, 
უშენოდ უღმერთოდ ბნელა, 
მე რა მაბადია?!_ 
სიცოცხლე,ვით ნაბდის ძველა... 
გადავიძრობ და შენთან გავჩნდები ხელად... 
სადაც არ უნდა მეძახდნენ, 
მიხმობდნენ გზები,&n ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 894| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა