გულში დაიბუდა სევდამ, ჭრილობა ვიგრძენი სულში,
თითქოს მეცლებაო მიწა, უფალო ჩამიკარი გულში.
ნუგეშად მომესმა ლოცვა ჩემი საყვარელი მოძღვრის:
ღმეთმა შეუნდოსო იმას, ვისგანაც ტკივილი მოდის.
ღმერთო შეგვინდე ყველას, განკურნე ნატკენი სული.
როგორც პატრიარქი გვლოცავს, მოგვმადლე გონიერი გული♥