.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27


ცაში ქანაობს ვარსკვლავთა ბადე
და იფერფლება ლურჯად დაისი,
რა არის იქით?საითკენ ილტვის
სული_ასეთი უმწყურვალესი.

რატომ გვიცქერის მარადისობა
ირმის ნახტომის მირიად თვალით,
შენ რა ხარ მისთვის?_მარტოდენ მტვერი,
შექმნილი მიწით_ხორცით და ძვალით.

აქ დრო და სივრცე გიბორკავს ნებას
დაჰქმნის შენს ყოფას დრამად და ფარსად,
იქ კი...იქ არის უჟამო ჟამი,
რომ იყო მარად,ყველგან და არსად.

შენც იდექ ბრბოში_,,ჯვარს აცუ ეგე”_
ზეცას წვდებოდა როცა ყვირილი,
შენც აზავებდი ძმარსა და ნაღველს
და იმ ამბორში შენც გიდევს წვლილი.

ახლა ცოდვილი და მონანიე
ცას შეჰყურებ და ცის გახსნას ელი,
,,ესე არს სისხლი,ესე არს ხორცი”...
და გჯერა,გჯერა იქ არის მხსნელი.

ხარ დაცემული მიწაზე ლოცვად,
იღვენთებიან უხმოდ სანთლები,
ასე სუსტი და ასე უღონო
გრძნობ თუ თანდათან როგორ მაღლდები.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 805| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩვენი ხილვებით,ჩვენი სიზმრებით,
ბოლოს და ბოლოს დაღლილნი ერთობ,
ჩვენი სიწმინდით,ჩვენი ცოდვებით
შენთან მოვალთ და მიგვიღე,ღმერთო!

ოღონდ მანამდე ნუ დაგვაბრმავებ,
ნუ დაგვამუნჯებ,ოღონდ,მანამდე,
ნუღარ ინებებ რომ დავხურდავდეთ,
დავქუცმაცდეთ და დავპატარავდეთ,

ღმერთო,დაგვღალე საქმით მართალით,
ნამდვილი საქმით,ნაღდად კაცურით,
გაგვიხსენ ძარღვი და გამოგვწურე,
ჩვენს ზვრებს აპკურე სისხლი ნაწური.

ნუ დაგვახარბებ მაძღარ ცხოვრებას,
ნუ დაგვანაყრებ სხვის ნასუფრალით,
ნურც სხვის დუდუკზე ნუღარ გვაცეკვებ,
ყველას ჩვენივე გვყავდეს უფალი.

ღმერთო,აგვანთე მამულზე ფიქრით,
,,სამამაცონი გვასწავლე ზნენი,
არ დაგვიჟანგო ოღონდ,მახვილი,
სხვა არაფერი არ მინდა შენი.

ბოლოს და ბოლოს შენს გზას ვადგავართ
და სანამ მოვალთ დაღლილნი ერთობ,
ნაღდი სიცოცხლით გვაცოცხლე მანამ
და სიკვდილამდე ნუ მოგვკლავ,ღმერთო!

 (ნ.კოლხი)
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 822| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

ჩემი სიყვარული,
შენ არ შეგაწუხებს,
ჩუმად მეყვარები ჩემთვის,
რა ჩემი ბრალია რომ სემიყვარდი,
იქნებ ნება იყო ღმერთის

ავტორი : შმაგი


ყალყზე შემდგარი მიმზერს წარსული, 
ფაფარაყრილი მოიწევს ქარში 
და უსაშველოდ რაღაც ქართული 
და ვაჟკაცური გეცემა თვალში. 

სათოფურიდან მოწვეთავს სისხლი, 
შეშვერილი მაქვს მისთვის პეშვები, 
მე ამ სისხლით ვარ ასე მდიდარი, 
ცად ვმაღლდები თუ მიწად ვეშვები. 

ვარ მეციხოვნე თუ კირითხურო, 
ფარჩა მაცვია თუ ნაბდის ძველა, 
შენთვის სისხლს ვღვრი თუ შენთვის ვლოცულობ, 
ვარ ქართველი და ვრჩები ქართ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 893| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
ავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1011| დაამატა: batuma  | კომენტარი (1) სრულად ნახვა