კვირა, 24.11.2024, 01:11
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:12 მიმზერს წარსული (ნ.კოლხი) | |
ყალყზე შემდგარი მიმზერს წარსული, ფაფარაყრილი მოიწევს ქარში და უსაშველოდ რაღაც ქართული და ვაჟკაცური გეცემა თვალში. სათოფურიდან მოწვეთავს სისხლი, შეშვერილი მაქვს მისთვის პეშვები, მე ამ სისხლით ვარ ასე მდიდარი, ცად ვმაღლდები თუ მიწად ვეშვები. ვარ მეციხოვნე თუ კირითხურო, ფარჩა მაცვია თუ ნაბდის ძველა, შენთვის სისხლს ვღვრი თუ შენთვის ვლოცულობ, ვარ ქართველი და ვრჩები ქართველად. შენი ერთგული მე ვარ ღვინია, უღლის გამწევი დარში,ავდარში, გადავიჩეხო შენთვის ერთხელაც, ოღონდ,, უარყოს ხმალმან ქარქაში”. მიმზერს წარსული,როგორც ვედრება, სიტკბოც,სიმწარეც ძელგი ზედაშის, ო,არის რაღაც დამაფიქვრელი და იდუმალი ქართულ მზერაში. (ნ.კოლხი) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |