რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა. ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული. იმედია, რომ ეს სტატია და აქ წარმოდგენილი მეთოდები ისევე დაგეხმარებათ თქვენ (თუ რა თქმა უნდა მარტო ხართ, ვინაიდან ბედნიერ და სიყვარულში წარმატებულ ადამიანებს ასეთი სტატიები ნაკლებად აინტერესებთ) როგორც მე, თავის დროზე.
1. უპირველეს ყოვლისა აღიარეთ თქვენი თავის წინაშე, რომ : "დიახ! ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ვარ! თავსაც ცუდად და მიტოვებულად ვგრძნობ. არ მომწონს ასეთი მდგომარეობა და მზად ვარ, რომ ცვლილებების გზას დავადგე და ვიცი, რომ მეყოფა ძალა და ნებისყოფა, მოვერიო დარდს და სევდას!”. ეს ბოლო ორი ფრაზა კი ეცადეთ ხშირად იმეოროთ, დღის მანძილზე.
2. არავითარ შემთხვევაში არ ვზივართ გულხელ დაკრეფილები! სასწრაფოდ გვჭირდება საქმე და შრომა, ამის შესაძლებლობას კი ჩვენი სახლი თუ ბინა, ნამდვილად გვაძლევს. ტყუილა არ არის ნათქვამი, რომ ადამიანი შრომაში იხარჯება და პულობს შვებასო.
|
"-მე შენ მიყვარხარ! -არა გჯერა? -ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში,თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს.ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი.მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ…
მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან.ისინი მე გამირბიან.თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში.დილით რომ ვიღვიძებ,საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან.ყოველ ღამე სიზმარში გხედავ,ისეთს როგორიც იყავი. დილა არის. თოვს. ფანჯრიდან გხედავ,რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები. თოვს. ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე,თეთრი ფანტელებით გეალერსება,სახეზე გათოვს.მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ.ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ.დგახარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები.სახეზე გათოვს.შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება,რომ მაღლდები,ზემოთ მიფრინავ.ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში.შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი,კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა. თოვდა. მასწავლებელმა ცაში აგვახედა.სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა-ჩვენ ცაში ავფრინდით!
|
გოგონას დღიური : მე დღეს ის დავინახე. მან მე შემომხედა... თვალი ავარიდე შემრცხვა ყურება. ძალიან საყვარელია, მაგრამ მე მას არასოდეს მოვეწონები მე ხომ ერთი უბრალო გოგონა ვარ
ბიჭის დღიური : დღეს დავინახე. ძალიან ლამაზი იყო. შევხედე მაგრამ მზერა ამარიდა აშკარად არ მოვწონვარ. ის ხომ ბევრად მეტს იმსახურებს ვიდრე ჩემ უბრალო სიყვარულს..
|
დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ბევრ ოჯახს გონია, რომ სიყვარული ჩამოტოვეს უკან. ვიღაც შორდება, ზოგიერთები კი ასე ცხოვრობენ - სასოწარკვეთილებაში, ხან ღალატობენ პარტნიორებს, ხან კი ეგუებიან იმას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მაგრამ თუ შეეცდებით, ყოფილი ვნების დაბრუნება შესაძლებელია!!! და ყველაზე კარგათ ეს გამოუვათ ქალებს. ზუსტად მათ შეუძლიათ ურთიერთობების გამოცოცხლება, გრძნობების გაღვიძება.
რა ავნებს ყველაზე მეტად მეუღლეების ურთიერთობას? - გულგრილობა, ყოფიერების დამძიმება, ერთფეროვნება, დროის უქონლობა. მარადიული სიყვარული ვერ იარსებებს მუდმივი გაძლიერებების გარეშე მეუღლეების მხრიდან. იფანტაზიორეთ, გააოცეთ, შეიტანეთ ცხოვრებაში სასიამოვნო წვრილმანები. დასაწყისისთვის დაგეხმარებათ ისეთი დეტალები, როგორიცაა სურნელოვანი სანთლები, ეროტიული ჩაცმულობა, ბოთლი შამპანიური საწოლში - ორისთვის და ასე შემდეგ. დანარჩენი თვითონ მოიგონეთ!
რამოდენიმე წელი ერთად - და აი, ერთმანეთს აღიქვათ ერთმანეთის ფონად. ეს განსაკუთრებით ეხება მოსმენის უნარს, ძალიან ხშირედ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ უსმენს. ერთმანეთის მოსმენა - ეს მნიშვნელოვანი საკითხია ხანგრძლივი სიყვარულისთვის.
რატომ ხდება ასე? გვეჩვენება, რომ იმდენად კარგად ვიცნობთ უკვე ერთმანეთს, რომ სიტყვები უკვე აღარ არის საჭირო, თითქოს ჩვენთვის ისედაც გასაგებია რისი თქმა უნდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღმერთს ადამიანის შექმნაში კი არ წასვლია ბევრი დრო არამედ იმ მთავარ გამოხატვაზე იმ მთავარ გრძნობაზე რომელსაც ჩვენ უბრალო ადამიანები სიყვარულს ვუწოდებთ , სიყვარული ხომ ყველაზე მთავარია ჩვენს ცხოვრებაში ის ჩვენს სულს კვებავს , ათბობს, ანუგეშებს, ეხმარება მძიმე წუთებში. მხოლოდა და მხოლოდ ამ გძნობას შეუძლია ადამიანს თავისი თავი აპოვნინოს ამ წუთი სოფელში და მათ შორის მეც . როცა გიყვარს თითქოს შენს ირგვლივ ის ბავშვური ფანტაზია იძენს რეალურ სახეს და თავი რაგაც უაზროდ წარმოგიდგენია . ცდილობ იყო თბილი და უვნებელი , მაგრამ გინდა იყო სულით მდაბალი და გულით მამაცი . მთავარი რაც მინდა მე ამ ჩემს ფურცლად ქცეულ ფიქრებში ვთქვა რომ სიყვარული ბევრს არ მოითხოვს მთავარია გიყვარდეს. განვლე ის სიყვარულის ბინდით მოცული გზა რომელიც არსაით მიდის, გადი და გაბედე გაიარო ის ტანჯვა რომელიც შეიძლება წინ გელოდოს მაგრამ იცოდე შენი წინ გადადგმული ნაბიჯი არასდროს არ იქნება წყალში გადაყრილი....მე დავამთავრე ფიქრი რადგან საფიქრალი აღააფერია . ‘’მიყვარს და რა ვქნა ‘’
|
წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები.... ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ... - აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. "ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი... წვიმს.. ცრემლი შეერია წვიმას.. უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი... შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ... მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა... ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!..
წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი...
გამომეღვიძა...
|
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ გვეკოცნა ერთმანეთისთვის და მხოლოდ თმებს ვქაჩავდით. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ გვეომა და ერთმანეთს სათამაშო ავტომატებით ვხოცავდით. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ დაგვენახა მიტოვებული ნაგავსაყრელი, რომელშიც ვცხოვრობდით და პატარები ვიყავით იმისთვის, რომ საკუთარი თავი გვეძებნა და მხოლოდ დახუჭობანას ვთამაშობდით.
|
ანიმ ცრემლები მოიწმინდა და მთხოვა რო სახლში წამეყვანა... მეც უყოყმანოდ დავთამხდი... მანქანაში ცოტახანს ჩუმად იყო შემდეგ კი... გიო მაპატიე, და მადლობა... ანი პატიებას რაზე ითხოვ ან მადლობას? არ მინდოდა ამ დგომარეობაში გენახე.. მადლობას კი იმიტომ გიხდი რო დღეს ჩემს გვერდით იყავი.. საპატიებელი არაფერი გაქვს, მადლობაზე კი გეტყვი რო არაფერს... ანის აღარაფერი უთქვია და არც მე გამიგრძელებია ლაპარაკი... ჩოტახნის მერე კი ანის ჩაეძინა, ანის სახლთან მივედით მისი გაღვიძება არ მინდოდა მარა სხვა გზა არ მქონდა... ცოტახანს მძინარეს ვუყურებდი, შემდეგ კი გადავწყვიტე რო გამეღვიძებინა.. ანი. ანი. ხო გიო.. გაიღვიძე მოვედით უკვე... ანი მანქანიდან გადავიდა მეც გადავყევი იმის იმედით რო ხვალისთვის გასეირნებას შევთავაზებდი... ლაპარაკი კი ისევ ანიმ დამასწრო... გიო, რაღაც უნდა გითხრა ოღონდ პირობა უნდა მომცე... პირობა რაზე? იმაზე რო დამივიწყებ... ანი ხუმრობ? არა გიო... ანი... გიო, არ მსურს ასეთს გიყურო, ვიცი რო ისევ გიყვარვარ... შენ კი მგონი ხვდები რო მე ნიკას ვერ დავივიწყებ. ერთი სიტყვით უნდა... ანი, გთხოვ მითხარი რო რასაც ვფიქრობ... მაპატიე გიო მარა ზუსტად მაგას ვგულისხმობ. უნდა დავშორდეთ გიო... ანი გთხოვ დაფიქრდი...
|
"ჯინსების თაობა"დროსთან ერთად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უცნაური ამბავი "თვითმფრინავის ბიჭებზე" ბევრ კითხვას ბადებს. 1983 წელს მომხდარი ყველაზე გახმაურებული და უცნაური ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ყველასთვის ბურუსით მოცული და დახურული იყო. ქართველ დაუმორჩილებელ და თავისუფლების წყურვილით შეპყრობილ ადამიანების ისტორია დღესაც აქტუალურია. მასზე არაერთი სპეკტაკლი იდგმევა იწერება წიგნები და ეძღვნება გადაცემები. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია 80 წლების მიწურულს დაიწყო. ისტორია ყველაზე გაბედულ და თამამ ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და აშკარა პროტესტი მათ უსამართლო წყობის მიმართ გამოხატეს. ისინი ვერ შეეგუენ საბჭოთა კავშირის სასტიკ წყობას, მათ მკაცრ რეჯიმს..ამიტომაც გადაწყვიტეს ქვეყნიდან გაქცევა..თავისუფლების ჯინიმა და საბჭოთა ხელისუფლების სიძულვილმა ისინი ამ დონემდე მიიყვანა. გეგა კობახიძე, თინათი ფეტვიაშვილი, კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, დავით მიქაბერიძემ და მამა თეოდორე-იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ მიზნის განხორციელებისთვის..მათ იქირავეს ბინა სადაც ხშირად იკრიბებოდნენ და ქვეყნიდან თავისდახწევის გეგმაზე ერთად მუშაობდნენ..საბჭოთა საზღვრების გადალახვა იმ დროს მხოლოდ "რჩეულთა ხვედრი"იყო, ამიტომაც გაქცევის ერთადერთი და ყველაზე ხელსაყრელი გზა თვითმფრინავის "გატაცება"და თურქეთში ამ ხერხით გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტირილის „სეანსი” სასარგებლოა. ეს დიდი ხანია, დაადგინეს ფსიქოლოგებმა. გულიანი ტირილი ცრემლების თანხლებით, ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და რაც მთავარია, გაძლევთ საშუალებას სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ტირილის შემდეგ სიტუაციას უკვე სხვანაირად უყურებთ. მთავარია, ტირილი მართლა გულიდან მოდიოდეს. არ იყოს ყალბი და ხელოვნური. ცრემლების დამალვა, შეკავება არ შეიძლება. ჯერ ერთი, რომ ასე სტრესს ვერ მოიხსნით და მეორე, გულს დაიავადებთ. ტირილის დროს, ცრემლებთან ერთად, ორგანიზმიდან გამოიდევნება ნივთიერება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს.
ურთიერთობების გარკვევა, მართალია, სიტუაციას ნათელს ფენს, მაგრამ ამით წყენისგან ვერ თავისუფლდებით. პირიქით, ის თქვენ შიგნით გადაინაცვლებს და დიდი ხნით იკეთებს ბუდეს. ნუ იფიქრებთ, რომ მოერევით. საკმაოდ დიდხანს შეგახსენებთ თავს და ძალიან მტკივნეულადაც. ის თითქმის თქვენზე ძლიერია და მხოლოდ ცრემლებით თუ გაუმკლავდებით. ამიტომ, აუცილებლად უნდა იტიროთ. თანაც, იტიროთ ბავშვურად, გულწრფელად, მთელი გულით და არსებით. გირჩევთ, ტირილის სეანსი მაშინ მოაწყოთ, როცა მარტო იქნებით – გარეშე თვალისგან იზოლირებულად, „დამამშვიდებელი გულშემატკივრების" გარეშე. გასაგებია, რომ მათ თქვენთვის კარგი უნდათ, გული შესტკივათ, მაგრამ თუ „სეანსის” დასრულებაში ხელს შეგიშლიან, მაშინ მას საერთოდ არ ჰ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|