თითქოს ტკივილები აღარ მეყო, მახრჩობს უშენობა - სიმარტოვე, ჩემო სულის სუნთქვავ, ჩემო ერთო, გულზე დაწოლილო მძიმე ტვირთო, თვალზე შერჩენილო ცრემლის ნამო, ჩემო პატარა და დიდზე დიდო, აღარ დაიჯერო, სხვისი ვარო.
დაამატა : პოეზია
|
რომის იმპერატორმა კონსულ პეტსგამოუტანა მკაცრი განაჩენი_ თვითონ მოეკლა თავი.პეტს გაუჭირდა განაჩენის სისრულეში მოყვანა. რომ გაეადვილებინა საყვარელი მამაკაცისათვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მისმა მეუღლემ,არიამ,ყველას თვალწინ ქმარს ხანჯალი ამოგლიჯა ქარქაშიდან და გულში დაიცა:,,პეტ,ნონ დოლეტ”(პეტ,სულაც არ არის მტკივნეული)_და სული დალია.
ერთხელძველ რომში დიდმა სამსჯავრომ გაასამართლა კონსული პეტი, გამოუტანა მას განაჩენი ძალიან მკაცრი და მეტის მეტი:
|
ახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ – მიდის წელი ძველი.
ნაძვის ხესთან ვზივარ და არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ. თოვლის პაპას რომ დავხვდე, არ მსურს, დავიძინო.
გარეთ ცივა, სახლში კი საამურად თბილა... ჰოდა, შუაღამემდე ჩამეძინა ტკბილად.
თოვლის პაპა მესიზმრა და სიზმარი ახდა – როცა გამომეღვიძა, საჩუქრები დამხვდა.
ასე ჩუმად რად მოდის თოვლის პაპა, ნეტავ? შუაღამეს რად უცდის, დღე რატომ ვერ ვხედავ?
|
მიუვალ მთებში მიყუჟულ საყდარს მეუდაბნოე ღამეებს უთევს, გამოელევა კანდელში ზეთი, მოვა წყვდიადი და დაიბუდებს. ყურში ჩაესმის ზარების რეკვა და ანგელოსთა ფრთების შრიალი, უკუნ ღამეში ლოცულობს მწირი ღაწვზე ჩამოსდის ცრემლი თქრიალით. მიუვალ მთებში,სადაც ქარები, და თვალბრიალა არწივებია_ ლოცულობს მწირი...მაგრამ გოჯითაც ცოდვილ მიწას ვერ ასცილებია.
|
ყველგან,ყოველთვის თან დამდევდა ცილისწამება, ხმა მის ნაბიჯთა ჩემთვის მუდა იყო წამება, ულმობელ ცისქვეშ,მკვდარ ქალაქში დაძრწოდა იგი, ეძებდა სისხლს და პურს ეძებდა კვეხნით და ლიქნით. იმის ანარეკლს მე ვპოულობ ყველას თვალებში, თითქოს ღალატის,გამცემლობის შლამში ჩავეშვი, მის გამოძახილს ახალ-ახალს შიშით არ ვხვდები, მზად მაქვს პასუხი,ღირსეულად,მედგრად დავხვდები. მაგრამ წინასწარ უკვე ვხედავ დღეს გარდაუვალს_ დილის ცისკარზე მეგობრები შემოვლენ ჩუმად,
|
როცა ქვეყანა დაიქცეს ლამის, შენ ისევ ქარის წისქვილებს ებრძვი, როცა ემსხვრევათ ტოტები ხეებს, ვენახებს-ჭიგო და ურმებს-ღერძი; როცა სიმართლეს აკრავენ ჯვარზე, მტერს და მოყვარეს გაარჩევ ძნელად, როცა ამოდის მზე ჩვეულებრივ და მაინც...მაინც უღმერთოდ ბნელა. ეჭვის ჩიტები დაგესევიან და აგიკლებენ როცა ჟღურტულით, მკრეხელიც ხდები:,,მაინც რა ჯობდა, დავითის ქნარი თუ...თუ შურდული?!”
|
|