ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:04
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:36 PET,NON DOLET ავტორი ნ.კოლხი | |
რომის იმპერატორმა კონსულ პეტსგამოუტანა მკაცრი განაჩენი_ თვითონ მოეკლა თავი.პეტს გაუჭირდა განაჩენის სისრულეში მოყვანა. რომ გაეადვილებინა საყვარელი მამაკაცისათვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მისმა მეუღლემ,არიამ,ყველას თვალწინ ქმარს ხანჯალი ამოგლიჯა ქარქაშიდან და გულში დაიცა:,,პეტ,ნონ დოლეტ”(პეტ,სულაც არ არის მტკივნეული)_და სული დალია. ერთხელძველ რომში დიდმა სამსჯავრომ გაასამართლა კონსული პეტი, გამოუტანა მას განაჩენი ძალიან მკაცრი და მეტის მეტი: _თავი მოიკლას საკუთარ ხანჯლით!_ იმპერატორმა წარმოსთქვა მქისედ, შეაზანზარა ექომ დარბაზი და იმპერიას მოედო მყისვე. მოაწყდა ხალხი ყოველი მხრიდან, სეირის ნახვის მდომი ბევრია (რასაც ჩასძახებ,მას ამოგზახებს, ბრბო ცარიელი,ფუყე ქვევრია). პეტის მეუღლე,თურფა არია, თვალცრემლიანი იდგა კედელთან, მისჩერებოდა საყვარელ სახეს, მიახლოება ვერ გაებედა. ელოდა პეტი ასეტ განაჩენს ეს არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან სიკვდილი ურჩთა ხვედრია, მაგრამ სიკვდილი საკუთარ ხელით?! გაოგნებული იდგა ვაჟკაცი, დასცერებოდა პრიალა ვადას, დრტვინავდა ხალხი,ბორგავდა ხალხი... იწურებოდა სიცოცხლის ვადა. არიამ უცებ შეიშრო ცრემლი, გზა გაიკვლია, მივიდა ახლოს,_ ,,ხალხს ახსოვს პეტი ზვიადი,მძლავრი, არა,შემკრთალი არ უნდა ნახოს!” მიეჭრა უცებ,ქმარს ქარქაშიდან ამოაცალა პირბასრი ხმალი, ელვის სისწრაფით დაიცა გულში და ჩაიკეცა უსულო,მკვდარი. ,,ო,პეტ,ნონ დოლეტ”_ესღა მოასწრო მწარე ღიმილი შეახმა ბაგეს, ხალხში აქა-იქ ჩაქინდრეს თავი და მოარიდეს ერთმანეთს სახე. მუხლებზე მძიმედ დაესვა პეტი, ნაზად შეეხო ქალის იარას და როცა ისევ ასწია თავი ტვალებსი ედგა...შიში კი არა, არამედ რისხვა და სიამაყე, ხალხს დამცინავად მოავლო მზერა, სისხლიან ხანჯალს დასტაცა ხელი და...მისმა გულმაც შეწყვიტა ძგერა. არიას ხვედრი მემატიანემ შემოგვინახა როგორც არაკი ის ქალი იყო,ჩვეულებრივი და უჩვეულო გახდა ზვარაკი. ...ო,სიყვარული,სიკვდილზე მძლე ხარ, ისეთი ღრმა ხარ,ისე უძირო, ამ ქვეყანაზე უშენოდ ყოფნას შენთვის სიკვდილი სჯობდა,უცილოდ. ...და შენც,ძვირფასო,იქნებ მემდური, იქნებ სულიდა გამინაპირე_ მე ხომ ტკივილი ვერ დაგიამე და ვერც სიკვდილი გაგიადვილე.... მაინც, როდესაც ვინმე ურწმუნო _,,რის სიყვარული!..._იტყვის ქილიკით, მომაგონდება_,,ო,პეტ, ნონ დოლეტ” აღარ მაშინებს აღარც სიკვდილი. ავტორი ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||