.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16



როგორც იქნა სახლში მივიდა. მთელი ღამე ამ საუბარზე ფიქრობდა მერე ჩაეძინა.
დილით ადრე მესიჯის ხმამმ გაღვიძა .სიხარულო მე მიყვარხარ შენ.
გარეთ კი ისევ შემოდგომის სურნელი იდგა. ქარი ისევ ათამაშებდა შემოდგომის ფოთლებს ჰაერში. მზემაც გამოაჭყიტა .მზის სხივებმა გაარღვია და ფარდის იქით ოთახში შეაღწია. გოგონამ სწრაფად ჩაიცვა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მის სკოლამდე 15 წუთი იყო ,გზაში დათა შეხვდა .
–როგორ ხარ სიხარულო?
–კარგად შენ როგორ ხარ?
–მეც კარგად ვარ. სკოლის მერე რას აპირებ?
–უნდა ვისწავლო.
–მერე რას აპირებ?
–მერე არ ვიცი.
–წამო მდინარეზე წავიდეთ.
–ამ სიცივეში?
–ხო! ამ სიცივეში .მე და შენ სხვა არავინ
–კაი. ახლა შევალ სკოლაში და მერე შეგხვდები 
–კაი დროებით.
გოგონა შევიდა სკოლის ეზოში. ბიჭი იდგა და უყურებდა გოგო ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები |ნახვა: 1144| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 



მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ რადგან ვერ ვნახე ფერი ,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა 
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით,
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის.
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა სახელი შენი
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიზღვნი ამ ლამაზ წერილს.

ჩემი დაწერილი არ არის თუმცა პოსტებს ვნახულობდი სხვა საიტზე და იქ შემხვდა ,
 ძალიან მომეწონდა და გადავწყვიტე აქაც დამედო 



ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1106| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როს ბედნიერება ისევ გადაწონა
ჩემმა უბედობის სიმძიმემ,
აწი არავისგან ველი შეწყალებას ,
არა, არავისგან, ვიცი მე.

ოი მონატრებავ, სული გაწეწილი
ქარებს გავატანე დარდიანს,
კაცის დაბადება თუკი ზღაპარია,
მაშინ სინამდვილე რას ჰქვია.

ოი მონატრებავ, ჩემთვის ყველაფერი,
ისევ უცნაურად ბინდდება,
ვისთვის მცირეა და ვისთვის ბუმბერაზი,
ღმერთის ნაჩუქარი დიდება.

ოი მონატრებავ, რატომ უნდა დაჭკნეს,
ჯერ არ გაუშლელი ყაყაჩო...
ოი დამიბრუნდი თორემ ეს ტკივილი,
სადგაც უმოწყალოდ დამახრჩობს....

ოი მონატრებავ, უსასრულობიდან
მესმის საუკუნის ძახილი, ... კითხვის გაგრძელება »


გამოტყდი: გიყვარს.
რომ არა ასე, არ მისცემდი მათრობელ სუნთქვას
განშორების მტკივნეულ ხელებს,
არ მოითმენდი გულისრევამდე საძულველ გზებზე
(სვლას არა!) სირბილს,
არ მიიტანდი ყელსმობჯენილ სულს სურვილამდე –
კვლავ, კიდევ ერთხელ ჩაიკარგო
ნანატრ მზერაში...
როგორ გიხდება აწეწილი თმების გვირგვინი
და ეგ სიწითლე, ანთებული უთვალავ სანთლად
(ბინდისფერ ცას რომ დაედება ატანილი ხარის თვალივით),
ტურფა რონინით,
სველ მკლავებში როცა ეშვები...
მოგონილია ყველა ზღუდე!
სიყვარულისთვის
არ დარჩენილა, მცირე თუნდაც,
ვერშეცნეული...
და, რა აზრი აქვს,
მ ზ ე დაგარქვეს ლამაზ სახელად თუ
ზ ღ ვ ა დ იწოდა ბობოქარი შენი რჩეული.


თავს ნუ მანატრებ,
თორემ ჯერაც მიზეზობს მარტი
და ვურევ ჯერაც ალაგ-ალაგ მზეში თოვლ-წვიმას,
თორემ ვისწავლე 
ღალატი და ჩაწყობა კარტის
და ვერ დავრჩები, ვერ დავრჩები ბედის მორჩილად...
დღეს შენი დღეა
და ხავერდის იების ბარდნის,
თავს ნუ მანატრებ, ნუ მაჟრჟოლებ, როგორც არასდროს,
თორემ ვისწავლე
როლი წყენის და იჭვის მალვის,
სხვათა ალერსი, ამბორი და ვნება გამართობს...
თვალდახელშუა
გაგვიქრება მარტიც, აპრილიც,
ხანძრისფერ კაბებს ჩაიცვამენ ტანზე ატმები,
მომენატრები,
ავტირდები ტკივილაცრილი,
მომენატრები, სიგიჟემდის მომენატრები...
გვიან იქნება
ვაი-ვიშიც, თითზე კბენანიც,
ხუნდად მედება მზის ნასხლეტი ოქრ ... კითხვის გაგრძელება »


დეკემბრის ქარმა მთელი სამყარო
ხელისგულებზე გადაგიშალა...
სხვა ყველაფერიც _
რაც საიდუმლოდ
გადაგინახა გულში ნიჟარამ.
ჰო, ეს ნიჟარა ჩემი გულია,
შენ რომ კითხულობ
ახლა უჩუმრად
და ნუ იფიქრებ, დაკარგულია
დრო, რომელშიაც ცხოვრობ უჩემოდ.
ვტოვებ ნიჟარას,
ეს სიყვარულიც
აშვებულია, როგორც ულაყი,
ისე ლაღია და უნაპირო,
ქარი დაადგამს ალბათ უნაგირs..



ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,< ... კითხვის გაგრძელება »


შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
წარსულ დღეთა კაეშანი.
მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული
ნისლიანი მოგონება.
დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის
სიხარულად დაბედება.
მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან
უეცარი გამოჩენა.
რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა,
ქარებს მოყვა ფოთოლცვენა.
მაწყალობე სანამ კიდევ მშფოთვარეა,
ვნებიანი მელოდია,
დღეებს ძველი აჩრდილები
ტვირთად მიაქვთ,
გული შენი მომლოდეა,
მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ
სულმა ვერ და ... კითხვის გაგრძელება »


იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება 
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
შენი თვალები კვლავ მელანდება

ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება
მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა!!!


ნუ მომატყუებ,რომ სინანული,ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე,ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინ ვიყავ შენთვის?!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........


არ დავბრუნდები...
მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წარსულის ბრალია ,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები..
დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის,
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნები შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..
არ დავბრუნდები....
რადგან ყოველი წარსულის ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძ ... კითხვის გაგრძელება »


ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...

ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია,
ყველაზე ღვთიური-ბერის.
ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია,
ყველაზე თბილი კი დ ე დ ი ს ...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1052| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით?
ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?!
ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით
თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში...
დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო
დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო...
სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო
ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ!
ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი?
შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა
ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს
ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან


შენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, 
შენი სიკვდილი ჩემი სიკვდილია, 
და თუ ოდესმე რამეზე მიტირია, 
შენს თავს გეფიცები შენთვის მიტირია, 
შენს მოლოდინში დგეებიც დამითვლია, 
ბევრჯერ ტკივილიც გულში ჩამიდვია, 
შენი ზარისთვის ბევრჯევ დამიცდია, 
შენ კი ამაზე სულ არ გიპიქრია......


ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი 
(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.


როცა მიხვდები, თურმე გიყვარდი
მაშინ იქნება უკვე გვიანი,
როცა მიხვდები,თურმა გჭირდები
უკვე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები,
როცა მიხვდები სითბო გაკლია
უკვე ცივი ვარ,აღარც კარგი ვარ,
როცა მიხვდები თურმე გაკლივარ,
ნუღარ მომძებნი,აღარ ვარგივარ,
თურმე გიყვარვარ,თურმე გაკლივარ,
თურმე გჭირდები,თურმე გიჟდები,
ფიქრებში ცრემლად ისევ იღვრები,
და ღამ-ღამობით სიზმრებშიც ვჩნდები,
როცა მიხვდები,როგორ გჭირდები,
მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები.


იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე, 
გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,
ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,
განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.
არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,
იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....
გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი
და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.
ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,
მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.
თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,
ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...


საით მივყავარ ჩემს ბედისწერას,
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ,
გაჩენის დღიდან რას მექიშპება,
რას მემართლება,რა უნდა ჩემგან?
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი
და გზას მივყვები უცოდველს,მართალს,
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი,
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს.
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება,
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია,
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ,
როგორ მოვიქცე ვერ გამიგია.
ბედის სიმკაცრით შეშინებული
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის,
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული,
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.


როგორც ქურდი და როგორც მპარავი
ზე საიდუმლო სუპერ აგენტი,
შენ ხარ საცდური ყველა მეკობრის,
შენ მარტოსული და ჟამში კენტი.
მხოლოდ შენ ძალგიწს შთაბერო სული
რაც უცილობლად განწირულია, 
და შენს კოჰორტას შემოუერთო,
ის ვინც უმზეოდ დაკარგულია. 
არავინ უწყის შენი სახელი, 
ნიღაბ მიღმური შენი სახება ,
გამოუცნობი ხარ გამოცანა 
და იდუმალი ცის აღსარება.
ვინ დაგეუფლოს შენს უნებურად, 
შენ წილნაყარო მარადიულთან,
დრონი მეფობენ დროთა გამრიგევ,
დავანებულო წარუვალ სულთან.


1) ზოგჯერ დუმილსაც მოსმენა უნდა ♫♥
2)მოგონებები ძალიან ძვირფასია.. რატომ? - მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცვლება ისინი მაინც უცვლელი რჩებიან)))
3)არის ტკივილი რომელსაც დრო ვერ კურნავს
4)არასოდეს ეცადო სხვისი ატირება,თორემ დრო მოვა და თვითონ ატირდები,არასდროს ეცადო სხვისი გაწბილება,თორემ ბედნიერი თვითონ გაწბილდები,არასდროს არავის უთხრა მეზიზღები თორემ დრო მოვა და ყველას შეეზიზღები,არასოდეს დასცინო სხვა თორემ ბოლოს შენ გახდები დასაცინი...
5)ყოველთვის არის პატარა სიმართლე `ვიხუმრეს` უკან: xx პატარა ცოდნა `არ ვიცის` უკან: ))პატარა ემოცია `არ მაინტერესებს უკან` : xxპატარა ტკივილი `ყველაფერი კარგადაას` უკან ; (((((
6)მე არ ვარ პირველი და არც მეორე … მხოლოდ იმიტომ, რომ არასოდეს ვდგავარ რიგში!
7)ვიცი აუტანელი ვარ მაგრამ ბევრის ცხოვრებაში წარუშლელი
8)შენ რა ფიქრობ მე შენთან დავბრუნდები? არა... მე უბრალოდ ვითვლი წამებს იმ მომენტიდან როცა დავშორდით. გესმის? მიყვარს მათემატიკა :D
9)როდესაც კითხვაზე: როგორაა საქმეები?მე ვპასუხობ: ყველაფერი არაჩვეულებრივადაა.!მინდა რომ ვინმემ ჩამხედოს თვალებში და ... კითხვის გაგრძელება »


ობობოლი არ ვარ, მაგრამ რაც დავიბადე მას მერე მარტო ვარ..
არ ვარ ღარიბი, მაგრამ დღემდე ვერ მიყიდია საკუთარი ბედნიერება..
არც მშია..
არც მწყურია..
არ მოვკვდები, მაგრამ მაინც გთხოვ "დამეხმარე რითიც შეგიძლია და.. გადამარჩინე!"
სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ მე რაც მეკუთვნოდა ის დამიბრუნე მხოლოდ.. ხელი გამომიწოდე, მაღლა ამახედე და მოსვლა მასწავლე..
წასვლა შენით მეტკინა პირველად..
შენით გავიგე რო წასვლის ფასი ამქვეყნად არაფერია..
ავითვისე, შევძელი..
ახლა მოსვლაც მასწავლე.. მანახე როგორ უნდა..
დაბრუნება მასწავლე..
ქვაფენილზე მიმავალმა სხივები რო წაიღე ისინი დამიბრუნე და ისევ ამინთე ნაპერწკლები თვალებში..
დაანთე ცეცხლი რომელიც ორივეს აუცილებლად დაგვწვავს..
ოღონდ მოდი..


სკოლას ადამიანის ცხოვრეებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს. ადამიანს ყველაზე მეტი სიხარული, ტანჯვა, მოგონება და სამეგობრო ურთიერთობები სკოლასთან აკავშირებს. კითხეთ თქვენს მშობლებს ნათესავებს ან უბრალოდ ასაკში შესულ ადამიანებს მათი საუკეთესო დროის შესახებ,ისინი აუცილებლად სკოლის პერიოდს დაასახელებენ. არაფერი სჯობს გაკვეტილზე ჯდომას შენს მეგობრებთან ერთად,ხან მასწავლებელს აწვალებ ხანაც საინტერესო გაკვეთილის ყურადღებით უსმენ და შენს მეგობრეBტან ერთად მსჯელობ მასზე.


ალბათ ყველას გახსოვთ ის დგე როცა პირველად შეაბიჯეთ სკოლაში, მე პირადად ეს დგე გუშინდელი დღესავით მახსოვს.თავიდან ძალიან მომწონდა სკოლაში სიარული თუმცა ცოტა რომ წამოვიზარდე შემდეგ აზრი რადიკალურად შემეცვალა. ალბათ ესე იყავით თქვენც. ნატრობდით მალე გაზრდილიყავით და სკოლა დაგემთთვრებიათ,მაგრამ დამერწმუნბებთ არაფერი სჯობს ბავშობას და სკოლაში სიარულის ,მიუხედავად იმისა რომ მას რომ ბევრი ნერვიულობა და ბევრი გაკვეთილები ახლავს თან


თუმცა როცა დამამთავრებელ კლასებში გადახვალთ მიხვდებით რომ დრომ მალე კი არა უსწრაფესად გაიარა და იმ ბუდის დატოვება მოგიწევთ ... კითხვის გაგრძელება »


მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ... კითხვის გაგრძელება »


1.დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!
2.ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა, ნახე ატირდა ჩემი თვალები ... და იცი რატომ! შენ მენატრები.
3.გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ, სადაც დავდივარ გულით დამყავხარ, შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!
4.მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო, რომ სიყვარულის გავიგო გემო. მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის, მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!
5.უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე... ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!
6.მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".
7.ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.
8.მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქნევ

9.წუთით შეჩერდი,მე გამიხსენე ნუ ატირ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1391| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


იქნებ შემიყვარო ?! 
-არა! 
თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. 
... კითხვის გაგრძელება »


უკვე ჩამობნელებულიყო.კაშკაშა ცა,რომელსაც ათასობით მოელვარე ვარსკვლავი,აბრწყინებდა,თითქოსდა ამაყად დაჰყურებდა სიცივით გაყინულ არემარეს,ნელ-ნელა თოვდა.პაწაწინა მბრწყინავი ფიფქები დაშვებას იწყებდა და ულამაზესი ყვავილებივით ეფინებოდა თეთრად გადაპენტილ ქუჩებს,სადაც სიმარტივე სუფევდა.ირგვლივ თითქმის ყველაფერი ჩაბნელებულიყო,ერთი ორგან თუ გამოკრთოდა სინათლე,ისიც მცირე ხნით და ისევ ჩაქვრებოდა,ქუჩის კუთხეში სადაც მცირედ მაგრამ მაინც აღწევდა სინათლის ჭიატი,მოჩანდა ტანდაბალი ნაძვის ხე,წიწვები თითქმის მთლიანად თოვლს აევსო და მძიმე ტვირთივით ედებოდა,ზოგი შეყინულიყო ზოგიც ლღვებოდა და წვეთ-წვეთად ცრემლებივით იღვრებოდა მიწაზე,ზოგჯერ დაბერავდა უეცარი ქარი და გამხმარ წიწვებს მოსტაცებდა ყველასგან მიტოვებულ,კენტად დარჩენილ ხეს.ხის ქვეშ ტლანქად მომზირალი ჯირკი დაედოთ რომელიც დიდი ხნის დადებისგან ნამდვილ ხეს დამსგავსებოდა და იფიქრებდით ფესვებიც გაუდგამსო.ჯირკზე მთვარის შუქი ოდნავ გამოკრთოდა სქელი ღრუბლებიდან და გამოჩნდა ცოცხალი არსების სილუეტი,როგორც ჩანს მოხუცი უნდა ყოფილიყო,სადღაც 70-80 წლის.ბერიკაცი სევდით სავსე თვალებით შეყურებდა არემარეს,თვალებით რომლებიც სულიერ სისპეტაკეს გამოხატავდნენ,ხნოვნებას ამ მოხუცისთვის უძლურების ბეჭედი არ დაუსვამს თუმცა მის სახეზე მაინც შენიშნავდით ნაოჭებს რომელიც აშკარა იყო რომ დიდი წუხილის შედეგად წარმოქმნილიყვნენ,ფაქიზი ტუჩები ... კითხვის გაგრძელება »


შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1433| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


მე და იო მაშინვე ნინის სახლში წავედით, ნინი ჯერ კიდევ სუნთქავდა და იოს ნახვას თხოულობდა, იოს ჩავეხუტე და ვთხოვე მასთან მისულიყო... ცოტა ხანს ოთახიდან გამოვედი რომ შევბრუნდი ერთადერთი რაც დავინახე ნინი იოს კოცნიდა. ჩემს იოს... გონება დამებინდა და თავში ათასმა ფიქრმა გამიელვა, ვერ ვიტანდი იოს ვინმე რომ ეხებოდა, მიუხედავად იმისა რომ ნინი მალე დაგვტოვებდა, მაინც საშინლად ვიეჭვიანე და გული მეტკინაა...
3 დღის შემდგენ დაგვირეკეს და ნინის გარდაცვალების შესახებ შეგვატყობინეს... საშინლად არ მინდოდა იქ მისვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, გულში უკვე ტექსტს ვალაგებდი, თუ რა უნდა მეთქვა ნინის დედისთვოს როოდესაც ჩემს ლანძღვას დაიწყებდა და მოთმინებით მესმინა ფრაზები რომელსაც ხშირად მიმეორებდა... (შენ ჩემს შვილს ბედნიერება წაართვი)... ვერ ავღწერ სულიერად ისეთი განადგურებული და დათრგუნული მივედი ნინის გასვენებაში და ნინის დედა შორიდანვე დავინახე, აშკარად მანაც დამინახა და სწრაფი ნაბიჯით ჩემსკენ წამოვიდა... იოს ხელი მაგრად ჩავჭიდე და ჩავიბურტყუნოო... (აუ დამერხა)
- ნუცა შვილოოო დიდი მადლობა რომ მოხვედი... ნინის გაუხარდებოდა...
- არაფერს ქალბატონო მაია, ძალიან ვწუხვარ ნინის გამო...



გამარჯობა...)) მიცანი?.. ის პატარა, სულელი გოგო ვარ, ერთ დროს შენი სიამაყით თავს რომ აწონებდი.. :) ღმერთო ჩემო რა სულელი ვიყავი და ყველაფერს პატარა ბავშვური თვალებით ვუყურებდი.. ))
გახსოვს პირველად რომ შეგხვდი ერთმანეთს? მაშინ ერთმანეთს არც კი მივსალმებივართ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ის ბიჭი ფანჯრიდან რომ იყურებოდა შენ იქნებოდი.. რა საყვარელი იყავი მაშინ =P შორიდან მიყურებდი მაგრამ ვგრძნობდი შენს მზერას, თვალს არ მაშორებდი, მე კიდე ყურადღებას არ გაქცევდი, განა იმიტომ რომ ვერ შეგამჩნიე, არა პირიქით ძალიან მომეწონე მაგრამ, არ მინდოდა გეგრძნო ჩემი შენდამი სიმპატია.
მთელი დგე იმ ბიჭზე ვფიქრობდი, ვხვდებოდი რომ ძალიან გამიტაცა შენზე ფიქრებმა და შენც მალევე მომწერე ესემესი, >_< მიტხარი შემხვდიო, :) მეც დაგთანხმდი, ისე ადვილად ხვერწნაც არ დაგჭირვებია, შეიძლება არ მოგწონდა კიდეც, ესეთი გულუბრყვილო რომ ვიყავი, მაგრამ რას ვიზავთ უკვე გვიანია.. :( როცა მეორედ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ ისე მეშინოდა, ისეთი უცხო იყავი ჩემთვის, მაგრამ... ეს ჩემი სიამაყე, რა საშინელი რამ არის, :( ზოგჯერ კარგია ამაყი რომ ხარ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ზედმეტი მოგდის და ვერც კი ხვდები როგორ გადადიხარ უხეშობაში ... კითხვის გაგრძელება »




მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.

მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი. 

რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,
შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!

ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1777| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა