შაბათი, 23.11.2024, 14:30
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
00:59 მხოლოდ ჩემს გულში | |
გამარჯობა...)) მიცანი?.. ის პატარა, სულელი გოგო ვარ, ერთ დროს შენი სიამაყით თავს რომ აწონებდი.. :) ღმერთო ჩემო რა სულელი ვიყავი და ყველაფერს პატარა ბავშვური თვალებით ვუყურებდი.. )) გახსოვს პირველად რომ შეგხვდი ერთმანეთს? მაშინ ერთმანეთს არც კი მივსალმებივართ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ის ბიჭი ფანჯრიდან რომ იყურებოდა შენ იქნებოდი.. რა საყვარელი იყავი მაშინ =P შორიდან მიყურებდი მაგრამ ვგრძნობდი შენს მზერას, თვალს არ მაშორებდი, მე კიდე ყურადღებას არ გაქცევდი, განა იმიტომ რომ ვერ შეგამჩნიე, არა პირიქით ძალიან მომეწონე მაგრამ, არ მინდოდა გეგრძნო ჩემი შენდამი სიმპატია. მთელი დგე იმ ბიჭზე ვფიქრობდი, ვხვდებოდი რომ ძალიან გამიტაცა შენზე ფიქრებმა და შენც მალევე მომწერე ესემესი, >_< მიტხარი შემხვდიო, :) მეც დაგთანხმდი, ისე ადვილად ხვერწნაც არ დაგჭირვებია, შეიძლება არ მოგწონდა კიდეც, ესეთი გულუბრყვილო რომ ვიყავი, მაგრამ რას ვიზავთ უკვე გვიანია.. :( როცა მეორედ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ ისე მეშინოდა, ისეთი უცხო იყავი ჩემთვის, მაგრამ... ეს ჩემი სიამაყე, რა საშინელი რამ არის, :( ზოგჯერ კარგია ამაყი რომ ხარ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ზედმეტი მოგდის და ვერც კი ხვდები როგორ გადადიხარ უხეშობაში, და ამით შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაკარგო ყველაფერი.. როცა გნახე ძალიან დავიბენი, სრულიად განსხვავდებოდი იმ ბიჭისგან რომელიც სურათში ვნახე, ისეთი სიმპატიური იყავი, შავ მერსედესში იჯექი და მე მელოდებოდი, როგორ მინდოდა შენთან ბევრი მელაპარაკა, დაუღალავად მომეყოლა ჩემს შესახებ, შენც მოგეყოლა შენზე, მაგრამ ეს ესეთი ადვილი არ აღმოჩნდა, ორივენი დუმილმა შეგვიპყრო, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა, გიყურებდი და ჩემთვის ვიცინოდი, რატომ ვიცინოდი ეგეც არ ვიცი, ყველაფერი ისე უბრალოდ და უინტერესოდ დამთავრდა,:( მინდოდა შენთან კიდევ ვყოფილიყავი, მაგრამ დრო ამის საშვალებას არ მაძლევდა, შენ მალევე წახვედი, მე კიდე დამტოვე, ესე მარტო, მხოლოდ შენს თვალებზე ვფიქრობდი, სულ თვალწინ მედგა შენი გამოხედვა, ეხლაც ვერ ვივიწყებ იმ მრავლისმეტყველ თვალებს, იმდენ რამეს მეუბნებოდნენ შენზე... ვგრძნობდი რომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი შენზე, კიდევ მინდოდა რომ მენახე, სულ შენთან ერთად მინდოდა რომ ვყოფილიყავი, ის დრო ჩემთვის არასაკმარისი იყო რასაც ერთმანეთისთვის ვხარჯავდით, როცა შენთან ვიყავი, მინდოდა დრო გაჩერებულიყო, მთელ სამყაროში მხოლოდ მე და შენ ვყოფილიყავით, ეს წამი არასდროს არ დამთავრებულიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებად რჩებოდა, ისე გული მწყდებოდა დროზე, ის ძალიან სწრაფად მიდიოდა, ისე რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებდი, ისე მოუთმენლად ველოდი შენთან შეხვედრას, არავინ არ მაინტერესებდა შენს გარდა, მაგრამ ეს მხოლოდ წარსულში, იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, შენგან მხოლოდ მოგინება დამრჩა მეტი არაფერი... :( მომწონს როცა ბევრს ვფიქრობ შენზე, მახსენდება ჩემს სანახავად რომ მოხვედი , იმ შენი შავი მანქანით, კარგი ძმაკაცივით რომ ამოგიდგებოდა ხოლმე გვერდით და არსად არ გტოვებდა, მაშინ სულ სხვანაირი იყავი, ძალიან გიხდებოდა ის რეიბანები, მაგრამ თვალებს გიფარავდა და არ მომწონდა :) .. გახსოვს? თბილისში რომ შევხვდით ერთმანეთს? მოხვედი და ჩამეხუტე, ესე მითხარი იმ ჩახუტებისას დიდი სითბო ვიგრძენიო, არ შევიმჩნიე მაგრამ ძალიან მესიამოვნა, ვხვდებოდი რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი შენთვის, რაც ძალიან მომწონდა... )) ეხლა ვზივარ და შენზე ვფიქრობ, ჩემთან რომ იყო ჩაგეხუტებოდი და ხელს არასოდეს არ გაგიშვებდი, არასოდეს დავიღლებოდი შენი ყურებით, როგორ კარგად მახსენდება, ჩვენი ერთად გატარებული დრო, ერთხელ ავტობუსით მგზავრობისას შევამჩნიე როგორ ჩუმად მიყურებდი და მიცინოდი, მერე შემოგხედე და მეც გამეცინა, ისე უაზროდ და საყვარლად ვიცინოდით, მაგრამ უცებ ხასიათი ტელეფონის ზარმა გაგიფუჭა, ვიგაც გოგომ დაგირეკა:( არ ვიცი ვინ იყო.. თუმცა მივხვდი :S მაგრამ შენთვის არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ თავი შევატრიალე და ჩუმად ტირილი დავიწყე, მე არ მიყვარს ტირილი, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, თუმცა მაინც ვცდილობდი არ შეგემჩნია, არ მინდოდა გენახა რომ ვტიროდი, -გახსოვს რა მითხარი?! -ოდესმე შეხვდები ისეთ ადამიანს ვინც შენი ღირსი იქნებაო, მაშინ მივხვდი რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდა ის რაც ეხლა უნდა დაწყებულიყო, მიზეზი კი იმ უცნობი გოგოს ზარი იყო... მაგის შემდეგ კიდევ ვნახეთ ერთმანეთი ტელეფონზეც მწერდი მაგრამ ეს არაფერს არ მიშნავდა, ვეღარ ავიტანე რომ ოდესღაც უნდა დამეთმე და სულ გეჩხუბებოდი, გეჩხუბებოდი რაღაც უაზრობაზე, მიზეზი კი მხოლოდ ეჭვიანობა იყო, ვეღარ აიტანე ჩემი ესეთი საქციელი და დამტოვე, დამტოვე სულ მარტო, ბედის ანაბარა, საწერი კალმით ხელში. მაშნ ისე ცუდად გავხდი, მივხვდი რომ ყველაფერი დავკარგე და ძალიან ვნანობდი, ყველაფერს ავიტანდი რომ ისევ დამბრუნებოდი, ისევ მოგეწერა ხოლმე ჩემთვის, თუნდაც ერთი ესემესი, ისევ გვენახა ერთმანეთი თუნდაც 15 წუთით, ჩემთვის ესეც საკმარისი იქნებოდა, თუნდაც მცოდნოდა რომ შენ სხვა გეყვარებოდა, შენი ხმის გაგონებითაც დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ შენ ხელი მკარი, გამაგდე შენი ცხოვრებიდან, მაგის მერე აღარც გიკითხია ჩემთვის თუ როგორ ვიყავი, ბევრჯერ ვცადე მომეწერა მაგრამ უშედეგოდ, პასუხს არ მცემდი, ეხლა ვზივარ მაგიდასთან და ჩემი გრძნობები ფურცელზე გადამაქვს, კითხულობს რასაც ვწერ და ხმას არ იღებს, განაბული უსმენსჩემს გულისცემას, ისიც არ ვიცი რას ფიქრობს ჩემზე, ალბათ მასაც ერთი სულელი გოგო ვგონივარ, ისევე როგორც შენ, ან კიდევ მეოცნებე, ოცნებებზე შეყვარებული ბავშვი რომელმაც არაფერი არ იცის დედამიწის ზურგზე... <3 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |