.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » გრძნობათა ყინული ))
01:06
გრძნობათა ყინული ))

უკვე ჩამობნელებულიყო.კაშკაშა ცა,რომელსაც ათასობით მოელვარე ვარსკვლავი,აბრწყინებდა,თითქოსდა ამაყად დაჰყურებდა სიცივით გაყინულ არემარეს,ნელ-ნელა თოვდა.პაწაწინა მბრწყინავი ფიფქები დაშვებას იწყებდა და ულამაზესი ყვავილებივით ეფინებოდა თეთრად გადაპენტილ ქუჩებს,სადაც სიმარტივე სუფევდა.ირგვლივ თითქმის ყველაფერი ჩაბნელებულიყო,ერთი ორგან თუ გამოკრთოდა სინათლე,ისიც მცირე ხნით და ისევ ჩაქვრებოდა,ქუჩის კუთხეში სადაც მცირედ მაგრამ მაინც აღწევდა სინათლის ჭიატი,მოჩანდა ტანდაბალი ნაძვის ხე,წიწვები თითქმის მთლიანად თოვლს აევსო და მძიმე ტვირთივით ედებოდა,ზოგი შეყინულიყო ზოგიც ლღვებოდა და წვეთ-წვეთად ცრემლებივით იღვრებოდა მიწაზე,ზოგჯერ დაბერავდა უეცარი ქარი და გამხმარ წიწვებს მოსტაცებდა ყველასგან მიტოვებულ,კენტად დარჩენილ ხეს.ხის ქვეშ ტლანქად მომზირალი ჯირკი დაედოთ რომელიც დიდი ხნის დადებისგან ნამდვილ ხეს დამსგავსებოდა და იფიქრებდით ფესვებიც გაუდგამსო.ჯირკზე მთვარის შუქი ოდნავ გამოკრთოდა სქელი ღრუბლებიდან და გამოჩნდა ცოცხალი არსების სილუეტი,როგორც ჩანს მოხუცი უნდა ყოფილიყო,სადღაც 70-80 წლის.ბერიკაცი სევდით სავსე თვალებით შეყურებდა არემარეს,თვალებით რომლებიც სულიერ სისპეტაკეს გამოხატავდნენ,ხნოვნებას ამ მოხუცისთვის უძლურების ბეჭედი არ დაუსვამს თუმცა მის სახეზე მაინც შენიშნავდით ნაოჭებს რომელიც აშკარა იყო რომ დიდი წუხილის შედეგად წარმოქმნილიყვნენ,ფაქიზი ტუჩები,ოდნავ კეხიანი ცხვირი და მაღალი ფართო შუბლი ჰქონდა.მოხუცს დროდადრო აუკანკალდებოდა ნიკაპი,რომელზეც ხავსივით ამოსვლოდა თეთრი ჭაღარა თმა,სახეზე დაფიქრება და ძლიერი სევდა ეხატებოდა და ერთი წერტილისკენ იმზირებოდა,თითქოს რაღაცას იხსენედა,ერთი ორჯერ თავს ხან აქეთ ხან იქით გადაწევდა,მოხრილ მხრებზე დაუდევრად მოეხურებინა მოყავისფრო ფერის პალტო რომელსაც დიდი ხნის ხმარებისგან ფერიც კი გასვლოდა,პალტოს ქვეშ მოუჩანდა მოშავო ფერის სვიტერი,მოქსოვილი,ზოგან ძაფიც კი გაწყვეტილიყო და ნახევრად მორღვეულს დაეკარგა თავისი ფუნქცია ადამიანი გაეთბო.შარვლის ტოტები ბოტებში ჩაეჩუჩა რომ სიცივეს გადარჩენილიყო და სითბო შეენარჩუნებინა.ხელებს პალტოს ჯიბეში ჩაყოფდა ხოლმე ხანაც ამოიღებდა და ერთმანეთში დაუწყებდა დაზელვას რომ არ გაყინვოდა.
დროდადრო ახედავდა მთვარეს რამდენიმე წამით მიაშტერებდა წუხილით სავსე თვალებს და იტყოდა ოღონდ თავისთვის თითქმის უხმოდ
-რა ხანმოკლეა ტკბილად ცხოვრება.
ისე ჩანდა მოხუცისთვის დღევანდელი რამე უკანასკნელი ყოფილიყო,ხან რაღაცას იხსენებდა,ხან თავისთვის ერთ ორ სიტყვას წარმოსთქვამდა,ისიც უხმოდ,ხანაც თვალზე მომდგარ ცრემლს კანკალით მოიწმინდავდა.ახედავდა კვლავაც მთვარეს და ისევ ძირს დახრიდა ღავს.მოხუცმა ხელი აწია რომლითაც ჯოხს ჩაბღაუჭებოდა და კანლკალით შეყო პალტოს მარჯვენა უბეში იქიდან რაღაც ტყავის საფულის მსგავსი ამოიღო,ჯოხი გვერძე გადადო და მეორე ხელიც მიაშველა პირველს,ნელ-ნელა გადასწია საფულე და იქედან კანკალითვე ამოიღო ახალგაზრდა ლედის სურათი,მოცინარი ქალისა,რომელსაც არანაირი წუხილი არ აჩნდა სახეზე,თვალები გიშერივით უელავდა ხოლო თეთრი პირ-სახე ნატიფად ერწყმოდა შავ-თვალ წარბს,კუბრივით შავი თმა დაეწნა და ბროლივით თეთრ ქედივით მოღერებულ კისერძე ჩამოეცურებინა,ის ბედნიერი სახით შესცქეროდა ყველას ვინც კი მის სურათს დახედავდა
მოხუცმა სურათი ხელებში მოიქცია დიდხანს უყურა,რამდენიმე ცრემლიც კი გადმოუგორდა თვალებიდან,ფერდაკარგულ ღაწვებზე,შემდეგ სურთი მიიტანა გამშრალ ტუჩებთან და მთელი სიფაქიზით ეამბორა,სემდეგ გულზე მიიკრა და ისე ჩაეხუტა,იფიქრებდით ცოცხალ არსებას იხუტებსო.
სუსხი თანდათან იმატებდა,გულზვიადი მთვარე უფრო და უფრო კაშკაშებდა და აშკარად რომ ყინავდა,ფიფქებმაც კი შეწყვიყეს ფრენა,ერთი თუ ორი გზაანეული თუ მაინც ჩამოვარდებოდა ციდან დიდი ვარსკვლავივით ასკდებოდა გაყინულ თოვლს.მოხუცმა თვალები დახუჭა წამით აუელვარდა ფერდაკარგული ღაწვები ახალგაზრდა ყმაწვილივით.როგორც ეტყობოდა გაიხსენა სიჭაბუკის დღენი და ის განცდები რაც ქონდა როცა პირველად შეხვდა ამ მშვენიერ ახალგაზრდა ლედის,თითქოს ვინმე ართმევდა სურათი კიდევ მეტი ძალით ჩაიხუტა და გულზე მიიკრა.წამით მორეული სინათლეც გაქრა და კვლავაც გაუთეთრდა მოხუცს ღაწვები ოდნავ სილურჯეც კი შეერია-თითქოს მთელი სხეულით მთვარე თავს ზემოთ.მოხუცის წამწამებზე თვსლ მიეფიფქა და ცრემლისგან ნასველები ზედ მიყინულიყო,წარბებსაც აჩნდა თოვლის ნამქერი.ერთი შეხედვით იფიქრებდით თოვლის ბაბუის სათამაშო დაუდგამთო
უკვე აღარ ემჩნეოდა სახეს სიცოცხლის აღანარაინი ნიშან-წყალი,დროდადრო დაბერავდა ქარი და გაყინულ თოვლზედ მიფიფქულ ნამქერს შეაყრიდა მოხუცის ქანდაკების მსგავს სხეულს.მთავარი ალბათ მისთვის ის იყო,რომ,სურათი საგულდაგულოდ ჩაეხუტებინა ისე რომ ქარიც კი ვერ გამოსტაცებდა ხელიდან და ვერ წააფარფატებდა იქ სადაც ალბათ ახლა ამ ლედის მოხუცი სხეული ესვენა,სურათი ვერ,მაგრამ ქარმა საფულე მაინც გამოსტაცა მოხუცს,ყინულის საფარს ზემოთ დააგდო და შეატორტმანა.საფულეში აშკარად მოჩანდა რაღაც ოთხად გაკეცილიროგორც ეტყობოდა წერილი უნდა ყოფილიყო,ალბათ უკანასკნელ დღეებში დაწერილი.ვის ეძღვნებოდა,ან სულაც რა ჩაეწერა მასში ეს ზედმეტად ძნელი გასაგები იყო რადგან ამ გაყინულ ღამეს სუსხიან ქუჩებში მკითხველი არავინ იყო,რომ ამოეხსნა მოხუცის აქ მოსვლის მიზეზი და მიის თვითმლკვლელობა,თუ თვითმკვლელობა არა სხვას რას დავარქმეთ იმას რომ 40 გრადუს ყინვაში,როცა გარეთ არც-ერთი ცოცხალი არსება აღარაა ზის მოხუცი თითქოს მოლოდინით სავსე ნაღვლიანი ოდნავ ცრემლიანი თვალებით და შესცქერის მთვარეს უცებ კი მელანქოოლიის ნოტაზე სრულდება მიის სიცოცხლე.სადღაც შორიდან ერთ-ერთ სახლში მოჩანს ოდნავ სინათლის ჭიატი და ისმის არც ისე ახალგაზრდა ქალის ხმა
-რაც ეს მოხუცი სახლიდან გავაგდეთ,სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.
ახლა კი ცხადი ხდეება რახ ემსხვერპლა ცოცხალი სული,როცა მის აშკარად გაყინულ სხეულს შეხედავ....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1078 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]