შაბათი, 23.11.2024, 14:02
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
01:41 არ დავბრუნდები... | |
არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები... მივდივარ... ესეც წარსულის ბრალია , ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები, ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან... არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც, გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის, შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში და არ იქნები შენს საყვარელ ცისფერ სამოსში. უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით, ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები... მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ.. არ დავბრუნდები.... რადგან ყოველი წარსულის ბრალია ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები.. ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |