კვირა, 24.11.2024, 16:10
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:48 რამდენიმე დღე | |
რამდენიმე დღე შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო, ( ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია!)... სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს,- არ ვიცი რატომ,- შენი დანახვა ძველებურად არ უხარია! ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს სანთლად ავანთებ... სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო: ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი, დაგანამდვილე. და ახლა მინდა- ისევ ნატვრად გადაგაქციო! ისევ ოცნებად! ისევ ფიქრად და მოლოდინად! რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი, მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე და ამ მოტივმა- კვლავ შენი ნახვით ამიცხადოს ეს მოლოდინი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |