.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » მე არასდროს არ დავბრუნდები...
19:50
მე არასდროს არ დავბრუნდები...

არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...

მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,

ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...

არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,

გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის

შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში

და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს

ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,

ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ

და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...

მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები

რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..

ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1188 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]