.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა
19:18
იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა

იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა,
ხმები დაძრწოდნენ ავი სულების,
თითქოს ეშმაკიც ამას ელოდა,
თითქოს კარებში იდგა დემონი. 

ქარი არხევდა დარბაზში ფარდებს,
და მუმიებიც ნელა დგებოდნენ,
ისმოდა ხმები,აღებდნენ კარებს
და სიბნელისკენ მიაბიჯებდნენ.

შიშმა შემაკრთო, ხმა ჩამივარდა,
წყვდიადი იდგა ავად მზირალი,
და იმ ბოროტმა მწარე სიზმარმა,
გამომაღვიძა მე მომტირალი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 920 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]