.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » კრწანისის შემდეგ ნ.კოლხი
14:09
კრწანისის შემდეგ ნ.კოლხი

კრწანისის შემდეგ მეფე ერეკლე 
ტოვებდა თბილისს, 
სპარსელთ ეკავათ ნარიყალა და მთაწმინდა, 
დამარცხებული ბებერი ლომი 
ბუნაგს ტოვებდა_ 
ვერ გაუძლო და,თურმე, 
ლილოსთან ატირდა. 

თბილისს ტოვებდა,თან მიჰქონდა 
უთქმელი დარდი, 
გულს უმეწყრავდა სპარსთ 
ხორხოცი და სიცილი, 
მზე ნაწამები ჯვარცმულივით 
ეკიდა ცაზე და... 
და იწვოდა საქართველოზე 
სირცხვილით. 

შეხედა მეფემ, 
შეხედა და ვეღარ გაუძლო, 
უმზეო მხარეს, 
ჩრდილოეთით იბრუნა პირი... 
კრწანისის ომში გულმოკლული 
მოხუცი მეფე, 
როგორც სიცოცხლეს_ტოვებდა თბილისს. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 857 | დაამატა: | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]