.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ,,ქვათა ღაღადი” (ნ.კოლხი)
22:15
,,ქვათა ღაღადი” (ნ.კოლხი)

დაეცა ყველა მაღალი კერპი, 
ჩაცხრა ბუკი და ჩაცხრა ნაღარა 
და სისხლიანი დროშების ფერფლი 
ქარმა სახესი შემოგვაყარა. 
დუმს წიწამური და დუმს მთაწმინდა 
და ჭირის ოფლში ცურავენ ძვლები, 
დომს ძველთაძველი ბუდე არწივთა 
და...ღაღადებენ მარტოდენ ქვები. 
აქ ისტორიის დაიმსხვრა ჩარხი, 
ისმის სხვაგვარი შრიალი ხეთა, 
იქ კი,ოდესღაც ნანგრევში ჩარჩა 
ძველი შუმერი,მიდია,ხეთა... 
მე მესმის მათი და ვეღარ ვშველი, 
მე მათი სევდა გამინაპირებს 
...და არტურ რემბოს ,,მთვრალი”ხომალდი” 
ლეწავს ევროპის დახშულ ნაპირებს.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1000 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]